ინგლისის ასოციაციის თასი

ინგლისის ასოციაციის თასი იგივე ფა თასი (ინგლ. The Football Association Challenge Cup, შემოკლებით FA Cup) — ყოველწლიური სათასო შეჯიბრება ინგლისის საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია. გათამაშება პირველად გაიმართა 1871-72 სეზონში და ის არის მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირი.[1] ოფიციალური სახელი მომიდნარეობს ფეხბურთის ასოციიდან (The FA). 2015 წლიდან ასევე ეწოდება მთავარი სპინსორის სახელიც ემირეიტსის ფა თას. პარალელურად იმართება ქალთა ტურნირი ინგლისის ასოციაციის ქალთა თასი.

ინგლისის ასოციაციის თასი
დაარსდა 1871
რეგიონი ინგლისის დროშა ინგლისი
გუნდების რაოდენობა 736 (2016–17)
ყველაზე ტიტულ. გუნდი „არსენალი“ (13-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერ იუნაიტედი
ვებ-საიტი ოფიციალური

შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ ინგლისურ კლუბს შეუძლია ათივე ტურნირიდან - 92 პროფესიული საფეხბურთო კლუბი პრემიერლიგა (1 დონე) და ინგლისის საფეხბურთო ლიგა (2-4 დონე) და რამდენიმე ასეული არალიგის წევრი კლუბი.[2] 2011-2012 სეზონში რეკორდული რაოდენობის 763 კლუბი ჩაერთო შეჯიბრში. ტურნირი შედგება 12 რაუნდისგან, რასაც მოყვება ნახევარფინალი და ფინალი. ტურნირში ჩართული გუნდები წაგებისთანავე ემშვიდობებიან შეჯიბრს, მოგვიანებით უკვე ფა თასზე ერთვებიან რანგით მაღალი დონის კლუბები.

პირველი ექვსი რაუნდი საკვალიფიკაციოა, საიდანაც 32 გადადის შემდეგ ეტაპზე, რასაც ემატება 48 პროფესიული საფეხბურთო კლუბი პირველი და მეორე ლიგიდან, სულ ბოლოს კი კლუბები პრემიერლიგიდან და ჩემპიონშიფიდან.[2] თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ერთხელ მოხვდა არალიგის წევრი მეოთხედ ფინალში, დაბალი დონის გუნდი ფინალში ვერასდროს გასულა. ტურნირზე მთელ აქცენტებს აკეთებენ პატარა კლუბები, რადგან შორს გავიდნენ, "გრანდებთან" შეხვედრა მათთვის ფინანსური მოგებისთის ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა რომ მათ ისინი დაამარცხონ.

გამარჯვებულს გადაეცემა თასი, თაისის დიზაინი რამდენიმეჯერ შეიცვალა, უკანასკნელად 2014 წელს, განახლებული ვერსია დაეყრდნო 1911 წლის მოდელს. გამარჯვებული კვალიფიკაციას გადის ინგლისის სუპერთასზე და უეფა-ს ევროპა ლიგაზე. 2019 ფინალში მანჩესტერ სიტიმ დაამარცხა უოტფორდი (6-0). არსენალი ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია (13 მოგება). არსენ ვენგერი ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელია, მან ლონდონის არსენალს 7 ტიტული მოუპოვა.

 
ჰარი ჰემპტონის ორი გოლით 1905 წლის ფინალში ნიუკასლ იუნაიტედმა ასტონ ვილა დაამარცხა.

1863 წელს ახლად დაარსებულმა ფეხბურთის ასოციაციმა გამოაქვეყნა წესები, ეს იყო მანამდე არსებული წესების გაერთიანება. 1871 წლის 20 ივლისს გაზეთ The Sportsman-ის ოფისში კრის უილიამ ალკოკიმ ასოციაციის კომიტეტს შესთავაზა, რომ სასურველი იყო შექმნილიყო ასოციაციის შეჯიბრი, რომელშიც ყველა კლუბი ჩაერთვებოდა. პირველი შეჯიბრი დაიწყო 1871 წლის ნოემბერში, ყველა 13 თამაშის ჩატარების შემდეგ გამარჯვებული 1872 წლის 16 მარტს გამოვლინდა. გამარჯვებულმა უონდერერსიმ ტიტული შემდეგ წელსაც შეინარჩუნა. თასისთვის შემდგომი პერიოდი იწყება 1888–89 სეზონიდან, როდესაც იქმნება საკვალიფიკაციო რაუნდები.[3]

1914-1915 სეზონის შემდგომ გათამაშება შეწყდა პირველი მსოფლიო ომის გამო, აღდგა 1919-1920 წლების სეზონში. 1923 წლის ფინალი ასევე ცნობილია, როგორც "თეთრი ცხენის ფინალი", თამაში პირველად გაიმართა ახლად აშენებულ უემბლის სტადიონზე (იმ პერიოდში ეძახდნენ იმპერიის სტადიონი). 1927 წლის ფინალზე პირველად გაჟღერდა სიმღერა "Abide with Me", შემდგომში მატჩის წინ ტრადიციად იქცა ამ ჰიმნის შესრულება.[4] მეორე მსოფლიო ომის გამო 1938-39 სეზონი შეწყდა და 1945-1946 წლამდე არ განახლებულა. ტურნირის ასი წლისთავი იზეიმეს 1980-1981 სეზონში (ომის პერიოდში გამოტოვებული სეზონების გამო); რიკარდო ვილას გოლი მიიჩნეს ფა თასის ფინალში გასულ საუკეთესო გოლად, მოგვიანებით შეცვალა სტივენ ჯერარდის გოლმა.[5]

2000 წელს მიღებული წესებით ნახევარფინალი და ფინალი ერთმატჩიანია, ფრის შემთხვევაში ინიშნება პენალტები. უემბლის სტადიონზე სარემონტო სამუშაობის გამო 2001-2006 წლებში თასის ფინალებს უმასპინძლა კარდიფის მილენიუმის სტადიონმა. უემბლიზე ფინალები დაბრუნდა 2007 წლიდან, რასაც 2008 წლიდან ნახევაფინალის მატჩებიც მოყვა.

მონაწილეობა

რედაქტირება

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ათივე ინგლისის საფეხბურთო სისტემაში მოასპარეზე კლუბს, პრმიერლიგის და სხვა ტურნირების მონაწილეები ავტომატურად დაიშვებიან. არალიგის კლუბებსაც აქვთ ტურნიში ჩართვის შესაძლებლობა, მხოლოდ იმ პირობით თუ მათ წინა სეზონში მონაწილეობა მიიღეს ფა თასზე, ფა ტროფიზე ან ფა უეიზში. მაგალითად ახლად შექმნილი იუნაიტედ ოფ მანჩესტერი 2005-2006 სეზონში და ასვე 2006-2007 წლებში ვერ მონაწილეობდა. ფა თასზე ჩართვის მთავარი კრიტერიუმია სტადიონის ხარისხი, ის შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ძალიან იშვიათია, რომ ტოპკლუბმა ეს ტურნირი გამოტოვოს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები ყოფილა. 1999-2000 წლების სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა უარი განაცხადა მონაწილეობააზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო მათ თამაშები უწევდათ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკაში. კლუბმა განაცხადა, რომ ორივე ტურნირზე გადატვირთული კალენდარი ჰქონდათ, რის გამოც გართულდებოდა პრემიერლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, ხოლო მეორე შემადგენლობის გაყვანა ფა თასზე არ სურდათ. ტურნირში არ მონაწილეობით იუნაიტედმა ორი კვირა დაისვენა, მათ შეძლეს პრემიერლიგის მოგება, მაგრამ მსოფლიო საკლუბო ჩემპონატიდან გამოვარდნენ. მიუხედავად ამისა, მანჩესტერ იუნაიტედის საქციელს აკრიტიკებდნენ, რადგან ამით ტურნირის პრესტიჟი დასუსტდა, მოგვიანებით ალექს ფერგიუსონმა აღიარა რომ ეს არასწორი იყო.[6][7][8]

უელსურ მხარეს უფლება აქვს ტურნირში ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, რომ უელსის ლიგა არსებობს. უელსური გუნდები, რომლებიც ტურნირში იღებენ მონაწილეობას: კარდიფ სიტი (ერთადერთი არაინგლისელი გამარჯვებული 1927 წელს), სუონსი სიტი, ნიუპორტ ქაუნთი, რეკსემი და მერტინ ტაუნი. ადრეულ წლებში მონაწილეობას იღებდნენ სხვა გუნდებიც უელსიდან, ირლანდიიდან და შოტლანდიიდან, გლაზგოურმა ქუინზ პარკი ორჯერ დამარცხდა ფინალში ბლეკბერნ როვერსთან 1884 და 1885 წლებში, სანამ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია არ აკრძალავდა ისინი ტურნირზე გამოდიოდნენ. 2013-14 სეზონში მონაწილეობდა ნორმანდიის კუნძულების გერნზი.[9]

ბოლო წლებში მონაწილეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2004-05 წლებში მონაწილეობდა 660 კლუბი, რითაც ტურნირის 1921-22 წლების სეზონის რეკორდი გაუმჯობესდა, მაშინ 656 მონაწილე იყო. 2005–06-ში გაიზარდა 687-ნდე, 2007-08-ში 731-მდე, ხოლო 2008-09 და 2009-10 წლებში 762-მდე.[10] შემდგომ წლებში ეს რიცხვი სტაბილურად მერყეობს 2010-11 წლები 759 კლუბი, 2011-12 წლები 763 (ახალი რეკორდი), 2012-13 სეზონი 758 მონაწილე, 2013-14 და 2014-15 წლები 736. შედარებისთვის ინგლისის სხვა თასების, ლიგის თასის, პრემიერლიგის და ფეხბურთის ლიგის მონაწილეთა რაოდენობა არის 92.

ფინალები

რედაქტირება
 
თასი
სეზონი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
1871–72 უონდერერსი (1) 1–0 Royal Engineers
1872–73 უონდერერსი (2) 2–0 ოქსფორდის უნივერსიტეტი
1873–74 ოქსფორდის უნივერსიტეტი (1) 2–0 Royal Engineers
1874–75 Royal Engineers (1) 1–1; 2–0 Old Etonians
1875–76 უონდერერსი (3) 1–1; 3–0 Old Etonians
1876–77 უონდერერსი (4) 2–1 დ.დ ოქსფორდის უნივერსიტეტი
1877–78 უონდერერსი (5) 3–1 Royal Engineers
1878–79 Old Etonians (1) 1–0 კლეპჰემ როვერსი
1879–80 კლეპჰემ როვერსი (1) 1–0 ოქსფორდის უნივერსიტეტი
1880–81 Old Carthusians (1) 3–0 Old Etonians
1881–82 Old Etonians (2) 1–0 ბლეკბერნ როვერსი
1882–83 ბლეკბერნ ოლიმპიკი (1) 2–1 დ.დ Old Etonians
1883–84 ბლეკბერნ როვერსი (1) 2–1   ქუინზ პარკი
1884–85 ბლეკბერნ როვერსი (2) 2–0   ქუინზ პარკი
1885–86 ბლეკბერნ როვერსი (3) 0–0; 2–0 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1886–87 ასტონ ვილა (1) 2–0 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1887–88 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (1) 2–1 პრესტონ ნორთ ენდი
1888–89 პრესტონ ნორთ ენდი (1) 3–0 ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1889–90 ბლეკბერნ როვერსი (4) 6–1 შეფილდ უენსდეი
1890–91 ბლეკბერნ როვერსი (5) 3–1 ნოტს ქაუნთი
1891–92 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (2) 3–0 ასტონ ვილა
1892–93 ვულვერჰემპტონ უონდერერსი (1) 1–0 ევერტონი
1893–94 ნოტს ქაუნთი (1) 4–1 ბოლტონ უონდერერსი
1894–95 ასტონ ვილა (2) 1–0 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1895–96 შეფილდ უენსდეი (1) 2–1 ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1896–97 ასტონ ვილა (3) 3–2 ევერტონი
1897–98 ნოტინგემ ფორესტი (1) 3–1 დერბი ქაუნთი
1898–99 შეფილდ იუნაიტედი (1) 4–1 დერბი ქაუნთი
1899–1900 ბერი (1) 4–0 საუთჰემპტონი
1900–01 ტოტენჰემ ჰოტსპური (1) 2–2; 3–1 შეფილდ იუნაიტედი
1901–02 შეფილდ იუნაიტედი (2) 1–1; 2–1 საუთჰემპტონი
1902–03 ბერი (2) 6–0 დერბი ქაუნთი
1903–04 მანჩესტერ სიტი (1) 1–0 ბოლტონ უონდერერსი
1904–05 ასტონ ვილა (4) 2–0 ნიუკასლ იუნაიტედი
1905–06 ევერტონი (1) 1–0 ნიუკასლ იუნაიტედი
1906–07 შეფილდ უენსდეი (2) 2–1 ევერტონი
1907–08 ვულვერჰემპტონ უონდერერსი (2) 3–1 ნიუკასლ იუნაიტედი
1908–09 მანჩესტერ იუნაიტედი (1) 1–0 ბრისტოლ სიტი
1909–10 ნიუკასლ იუნაიტედი (1) 1–1; 2–0 ბარნსლი
1910–11 ბრედფორდ სიტი (1) 0–0; 1–0 ნიუკასლ იუნაიტედი
1911–12 ბარნსლი (1) 0–0; 1–0 დ.დ ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1912–13 ასტონ ვილა (5) 1–0 სანდერლენდი
1913–14 ბარნლი (1) 1–0 ლივერპული
1914–15 შეფილდ იუნაიტედი (3) 3–0 ჩელსი
1915/16–1918/19 არ გათამაშდა პირველი მსოფლიო ომის გამო
1919–20 ასტონ ვილა (6) 1–0 დ.დ ჰადერზფილდ თაუნი
1920–21 ტოტენჰემ ჰოტსპური (2) 1–0 ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1921–22 ჰადერზფილდ თაუნი (1) 1–0 პრესტონ ნორთ ენდი
1922–23 ბოლტონ უონდერერსი (1) 2–0 ვესტ ჰემ იუნაიტედი
1923–24 ნიუკასლ იუნაიტედი (2) 2–0 ასტონ ვილა
1924–25 შეფილდ იუნაიტედი (4) 1–0   კარდიფ სიტი
1925–26 ბოლტონ უონდერერსი (2) 1–0 მანჩესტერ სიტი
1926–27   კარდიფ სიტი (1) 1–0 არსენალი
1927–28 ბლეკბერნ როვერსი (6) 3–1 ჰადერზფილდ თაუნი
1928–29 ბოლტონ უონდერერსი (3) 2–0 პორტსმუთი
1929–30 არსენალი (1) 2–0 ჰადერზფილდ თაუნი
1930–31 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (3) 2–1 ბირმინგემ სიტი
1931–32 ნიუკასლ იუნაიტედი (3) 2–1 არსენალი
1932–33 ევერტონი (2) 3–0 მანჩესტერ სიტი
1933–34 მანჩესტერ სიტი (2) 2–1 პორტსმუთი
1934–35 შეფილდ უენსდეი (3) 4–2 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1935–36 არსენალი (2) 1–0 შეფილდ იუნაიტედი
1936–37 სანდერლენდი (1) 3–1 პრესტონ ნორთ ენდი
1937–38 პრესტონ ნორთ ენდი (2) 1–0 დ.დ ჰადერზფილდ თაუნი
1938–39 პორტსმუთი (1) 4–1 ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1939–40 გათამაშება შეწყდა 1939 წელს
1940/41–1944/45 არ გათამაშდა მეორე მსოფლიო ომის გამო
1945–46 დერბი ქაუნთი (1) 4–1 დ.დ ჩარლტონ ათლეტიკი
1946–47 ჩარლტონ ათლეტიკი (1) 1–0 დ.დ ბარნლი
1947–48 მანჩესტერ იუნაიტედი (2) 4–2 ბლეკპული
1948–49 ვულვერჰემპტონ უონდერერსი (3) 3–1 ლესტერ სიტი
1949–50 არსენალი (3) 2–0 ლივერპული
1950–51 ნიუკასლ იუნაიტედი (4) 2–0 ბლეკპული
1951–52 ნიუკასლ იუნაიტედი (5) 1–0 არსენალი
1952–53 ბლეკპული (1) 4–3 ბოლტონ უონდერერსი
1953–54 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (4) 3–2 პრესტონ ნორთ ენდი
1954–55 ნიუკასლ იუნაიტედი (6) 3–1 მანჩესტერ სიტი
1955–56 მანჩესტერ სიტი (3) 3–1 ბირმინგემ სიტი
1956–57 ასტონ ვილა (7) 2–1 მანჩესტერ იუნაიტედი
1957–58 ბოლტონ უონდერერსი (4) 2–0 მანჩესტერ იუნაიტედი
1958–59 ნოტინგემ ფორესტი (2) 2–1 ლუტონ თაუნი
1959–60 ვულვერჰემპტონ უონდერერსი (4) 3–0 ბლეკბერნ როვერსი
1960–61 ტოტენჰემ ჰოტსპური (3) 2–0 ლესტერ სიტი
1961–62 ტოტენჰემ ჰოტსპური (4) 3–1 ბარნლი
1962–63 მანჩესტერ იუნაიტედი (3) 3–1 ლესტერ სიტი
1963–64 ვესტ ჰემ იუნაიტედი (1) 3–2 პრესტონ ნორთ ენდი
1964–65 ლივერპული (1) 2–1 დ.დ ლიდზ იუნაიტედი
1965–66 ევერტონი (3) 3–2 შეფილდ უენსდეი
1966–67 ტოტენჰემ ჰოტსპური (5) 2–1 ჩელსი
1967–68 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (5) 1–0 დ.დ ევერტონი
1968–69 მანჩესტერ სიტი (4) 1–0 ლესტერ სიტი
1969–70 ჩელსი (1) 2–2; 2–1 დ.დ ლიდზ იუნაიტედი
1970–71 არსენალი (4) 2–1 დ.დ ლივერპული
1971–72 ლიდზ იუნაიტედი (1) 1–0 არსენალი
1972–73 სანდერლენდი (2) 1–0 ლიდზ იუნაიტედი
1973–74 ლივერპული (2) 3–0 ნიუკასლ იუნაიტედი
1974–75 ვესტ ჰემ იუნაიტედი (2) 2–0 ფულემი
1975–76 საუთჰემპტონი (1) 1–0 მანჩესტერ იუნაიტედი
1976–77 მანჩესტერ იუნაიტედი (4) 2–1 ლივერპული
1977–78 იფსუიჩ თაუნი (1) 1–0 არსენალი
1978–79 არსენალი (5) 3–2 მანჩესტერ იუნაიტედი
1979–80 ვესტ ჰემ იუნაიტედი (3) 1–0 არსენალი
1980–81 ტოტენჰემ ჰოტსპური (6) 1–1; 3–2 მანჩესტერ სიტი
1981–82 ტოტენჰემ ჰოტსპური (7) 1–1 დ.დ; 1–0 ქუინზ პარკ რეინჯერსი
1982–83 მანჩესტერ იუნაიტედი (5) 2–2; 4–0 ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი
1983–84 ევერტონი (4) 2–0 უოტფორდი
1984–85 მანჩესტერ იუნაიტედი (6) 1–0 დ.დ ევერტონი
1985–86 ლივერპული (3) 3–1 ევერტონი
1986–87 ქოვენტრი სიტი (1) 3–2 დ.დ ტოტენჰემ ჰოტსპური
1987–88 უიმბლდონი (1) 1–0 ლივერპული
1988–89 ლივერპული (4) 3–2 დ.დ ევერტონი
1989–90 მანჩესტერ იუნაიტედი (7) 3–3 დ.დ; 1–0 კრისტალ პალასი
1990–91 ტოტენჰემ ჰოტსპური (8) 2–1 დ.დ ნოტინგემ ფორესტი
1991–92 ლივერპული (5) 2–0 სანდერლენდი
1992–93 არსენალი (6) 1–1; 2–1 დ.დ შეფილდ უენსდეი
1993–94 მანჩესტერ იუნაიტედი (8) 4–0 ჩელსი
1994–95 ევერტონი (5) 1–0 მანჩესტერ იუნაიტედი
1995–96 მანჩესტერ იუნაიტედი (9) 1–0 ლივერპული
1996–97 ჩელსი (2) 2–0 მიდლზბრო
1997–98 არსენალი (7) 2–0 ნიუკასლ იუნაიტედი
1998–99 მანჩესტერ იუნაიტედი (10) 2–0 ნიუკასლ იუნაიტედი
1999–2000 ჩელსი (3) 1–0 ასტონ ვილა
2000–01 ლივერპული (6) 2–1 არსენალი
2001–02 არსენალი (8) 2–0 ჩელსი
2002–03 არსენალი (9) 1–0 საუთჰემპტონი
2003–04 მანჩესტერ იუნაიტედი (11) 3–0 მილუოლი
2004–05 არსენალი (10) 0–0 დ.დ; პენ.5–4 მანჩესტერ იუნაიტედი
2005–06 ლივერპული (7) 3–3 დ.დ; პენ.3–1 ვესტ ჰემ იუნაიტედი
2006–07 ჩელსი (4) 1–0 დ.დ მანჩესტერ იუნაიტედი
2007–08 პორტსმუთი (2) 1–0   კარდიფ სიტი
2008–09 ჩელსი (5) 2–1 ევერტონი
2009–10 ჩელსი (6) 1–0 პორტსმუთი
2010–11 მანჩესტერ სიტი (5) 1–0 სტოკ სიტი
2011–12 ჩელსი (7) 2–1 ლივერპული
2012–13 უიგან ათლეტიკი (1) 1–0 მანჩესტერ სიტი
2013–14 არსენალი (11) 3–2 დ.დ ჰალ სიტი
2014–15 არსენალი (12) 4–0 ასტონ ვილა
2015–16 მანჩესტერ იუნაიტედი (12) 2–1 დ.დ კრისტალ პალასი
2016–17 არსენალი (13) 2–1 ჩელსი
2017–18 ჩელსი (8) 1–0 მანჩესტერ იუნაიტედი
2018–19 მანჩესტერ სიტი (6) 6–0 უოტფორდი
2019–20 არსენალი (14) 2–1 ჩელსი
2020–21 ლესტერი (1) 1–0 ჩელსი
2021–22 ლივერპული (8) 0–0 ჩელსი
2022–23 მანჩესტერ სიტი (7) 2–1 მანჩესტერ იუნაიტედი
2023–24 მანჩესტერ იუნაიტედი (13) 0–0 დ.დ; პენ.6–5 მანჩესტერ სიტი

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
არსენალი 14 7 1930, 1936, 1950, 1971, 1979, 1993, 1998, 2002, 2003, 2005, 2014, 2015, 2017, 2020 1927, 1932, 1952, 1972, 1978, 1980, 2001
მანჩესტერ იუნაიტედი 13 9 1909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004, 2016, 2024 1957, 1958, 1976, 1979, 1995, 2005, 2007, 2018, 2023
ჩელსი 8 8 1970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010, 2012, 2018 1915, 1967, 1994, 2002, 2017, 2020, 2021, 2022
ლივერპული 8 7 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006, 2022 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996, 2012
ტოტენჰემ ჰოტსპური 8 1 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991 1987
მანჩესტერ სიტი 7 6 1904, 1934, 1956, 1969, 2011, 2019, 2023 1926, 1933, 1955, 1981, 2013, 2024
ასტონ ვილა 7 4 1887, 1895, 1897, 1905, 1913, 1920, 1957 1892, 1924, 2000, 2015
ნიუკასლ იუნაიტედი 6 7 1910, 1924, 1932, 1951, 1952, 1955 1905, 1906, 1908, 1911, 1974, 1998, 1999
ბლეკბერნ როვერსი 6 2 1884, 1885, 1886, 1890, 1891, 1928 1882, 1960
ევერტონი 5 8 1906, 1933, 1966, 1984, 1995 1893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 5 5 1888, 1892, 1931, 1954, 1968 1886, 1887, 1895, 1912, 1935
უონდერერსი 5 0 1872, 1873, 1876, 1877, 1878
ვულვერჰემპტონ უონდერერსი 4 4 1893, 1908, 1949, 1960 1889, 1896, 1921, 1939
ბოლტონ უონდერერსი 4 3 1923, 1926, 1929, 1958 1894, 1904, 1953
შეფილდ იუნაიტედი 4 2 1899, 1902, 1915, 1925 1901, 1936
შეფილდ უენსდეი 3 3 1896, 1907, 1935 1890, 1966, 1993
ვესტ ჰემ იუნაიტედი 3 2 1964, 1975, 1980 1923, 2006
პრესტონ ნორთ ენდი 2 5 1889, 1938 1888, 1922, 1937, 1954, 1964
Old Etonians 2 4 1879, 1882 1875, 1876, 1881, 1883
პორტსმუთი 2 3 1939, 2008 1929, 1934, 2010
სანდერლენდი 2 2 1937, 1973 1913, 1992
ნოტინგემ ფორესტი 2 1 1898, 1959 1991
ბერი 2 0 1900, 1903
ლესტერ სიტი 1 4 2021 1949, 1961, 1963, 1969
ჰადერზფილდ თაუნი 1 4 1922 1920, 1928, 1930, 1938
ოქსფორდის უნივერსიტეტი 1 3 1874 1873, 1877, 1880
Royal Engineers 1 3 1875 1872, 1874, 1878
დერბი ქაუნთი 1 3 1946 1898, 1899, 1903
ლიდზ იუნაიტედი 1 3 1972 1965, 1970, 1973
საუთჰემპტონი 1 3 1976 1900, 1902, 2003
ბარნლი 1 2 1914 1947, 1962
  კარდიფ სიტი 1 2 1927 1925, 2008
ბლეკპული 1 2 1953 1948, 1951
კლეპჰემ როვერსი 1 1 1880 1879
ნოტს ქაუნთი 1 1 1894 1891
ბარნსლი 1 1 1912 1910
ჩარლტონ ათლეტიკი 1 1 1947 1946
Old Carthusians 1 0 1881
ბლეკბერნ ოლიმპიკი 1 0 1883
ბრედფორდ სიტი 1 0 1911
იფსუიჩ თაუნი 1 0 1978
ქოვენტრი სიტი 1 0 1987
უიმბლდონი 1 0 1988
უიგან ათლეტიკი 1 0 2013
  ქუინზ პარკი 0 2 1884, 1885
ბირმინგემ სიტი 0 2 1931, 1956
კრისტალ პალასი 0 2 1990, 2016
უოტფორდი 0 2 1984, 2019
ბრისტოლ სიტი 0 1 1909
ლუტონ თაუნი 0 1 1959
ფულემი 0 1 1975
ქუინზ პარკ რეინჯერსი 0 1 1982
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი 0 1 1983
მიდლზბრო 0 1 1997
მილუოლი 0 1 2004
სტოკ სიტი 0 1 2011
ჰალ სიტი 0 1 2014

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Oldest football cup 'not for sale'. BBC News (ინგლისური). 2014-10-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2017. ციტირების თარიღი: 2017-11-04.
  2. 2.0 2.1 The rules of The FA Cup for season 2015–16. The Football Association. ციტირების თარიღი: 9 February 2016
  3. Collett, Mike (2003). The Complete Record of The FA Cup, გვ. 878. ISBN 1-899807-19-5. 
  4. Cup final competition for fans. Reading FC (26 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2015. ციტირების თარიღი: 6 April 2016.
  5. FA Cup final: The greatest goal from the last 50 years voted by you. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  6. „Man Utd's FA Cup catastrophe“. BBC News. 27 July 2000. ციტირების თარიღი: 1 March 2012.
  7. „I regret Manchester United's FA Cup pull-out: Fergie“. The Belfast Telegraph. 3 December 2009. ციტირების თარიღი: 1 March 2012.
  8. Staniforth, Tommy (29 October 1999). „United underline Cup withdrawal“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 16 May 2011.
  9. Guernsey Press. (30 April 2013) Lions in FA Cup. www.thisisguernsy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 May 2013.
  10. EVERYONE'S UP FOR THE CUP - FRIDAY, 27 JUNE 2008