ჯორდან პიკფორდი
ჯორდან ლი პიკფორდი (დაბადების გვარი: ლოგანი; დ. 7 მარტი, 1994) — ინგლისელი ფეხბურთელი. ინგლისის პრემიერლიგის გუნდ „ევერტონისა“ და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე.
პიკფორდი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების რიგებში | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 7 მარტი, 1994 | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ევერტონი | ||
ნომერი | 1 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2011 | სანდერლენდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2017 | სანდერლენდი | 31 | (0) |
2012 | → დარლინგტონი | 17 | (0) |
2013 | → ალფრეტონ ტაუნი | 12 | (0) |
2013 | → ბერტონ ალბიონი | 12 | (0) |
2014 | → კარლაისლ იუნატიედი | 18 | (0) |
2014–2015 | → ბრედფორდ სიტი | 33 | (0) |
2015–2016 | → პრესტონ ნორტ ენდი | 24 | (0) |
2017– | ევერტონი | 145 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2017– | ინგლისი | 38 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
პიკფორდმა კარიერა „სანდერლენდის“ აკადემიაში დაიწყო ხოლი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2011 წელს მიიღო. 2011 წელს, მას შემდეგ რაც გახდა „სანდერლენდის“ წევრი, იჯარით თამაშობდა 6 ინგლისურ კლუბში. 2017 წლის ივნისში პიკფორდი გახდა „ევერტონის“ წევრი. გუნდმა მის სანაცვლოდ £25 მილიონი გადაიხადა.
პიკფორდი სხვადასხვა დროს იყო ინგლისის 16, 18, 18, 19, 20 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. მისი დებიუტი ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში 2017 წლის ნოემბერში, გერმანიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. პიკფორდი იყო ნაკრების ძირითადი მეკარე 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
მიღწევები
რედაქტირებასანაკრებო
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონატი: ფინალისტი: 2020
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი „ევერტონის“ საიტზე
- ჯორდან პიკფორდი — Soccerway