საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია (ფრანგ. Fédération Française de Football) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს საფრანგეთში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე და მონაკოში. დაარსდა 1919 წელს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია | |
---|---|
ფრანგ. Fédération Française de Football | |
შეიქმნა | 7 აპრილი, 1919 |
ტიპი | საფეხბურთო ორგანიზაცია |
შტაბ-ბინა | პარიზი, საფრანგეთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
თავმჯდომარე | Philippe Diallo |
კავშირები | ფიფა და უეფა |
fff.fr |
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატები (ლიგა 1, ლიგა 2, საფრანგეთის საფეხბურთო თასი, საფრანგეთის ლიგის თასი). იგი ასევე აკონტროლებს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ძირითადი ფუნქციები:
- ფეხბურთის განვითარება, კონტროლი და მონიტორინგი საფრანგეთში და მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე.
- მის ცალკეულ წევრებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.
- ფრანგული ფეხბურთის მატერიალური და მორალური ინტერესების დაცვა.
- ურთიერთობა ფიფა-სთან დაკავშირებულ უცხოურ საფეხბურთო ორგანიზაციებთან.