საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (ფრანგ. France d'outre-mer) — მთელი რიგი ტერიტორიები (უპირატესად კუნძულები, კონტინენტალური საფრანგეთის გვიანის გარდა), რომელიც ეკუთვნის საფრანგეთს, და დაშორებულია მისი ძირითადი ევროპული ტერიტორიიდან. დღეისათვის ამ ტერიტორიებს აქვთ შემდეგი სტატუსი:
- საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი (département et région d’outre-mer, აბრევიატურა DOM, იშვიათად DROM)
- საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება (collectivité d’outre-mer, აბრევიატურა COM)
- საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი (collectivité sui generis)
ადრე, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი (territoire d’outre-mer), ფრანგულად ყველა ამ სამფლობელოს ხშირად ეძახდნენ DOM-TOM (départements d’outre-mer / territoires d’outre-mer-ის აბრევიატურა).
ტერიტორიების ჩამონათვალი
რედაქტირებასაფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტები
რედაქტირება- გვადელუპა (la Guadeloupe)
- მაიოტა (Mayotte)
- მარტინიკა (la Martinique)
- რეიუნიონი (la Réunion)
- საფრანგეთის გვიანა (la Guyane)
საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანებები
რედაქტირება- სენ-ბართელმი (Saint-Barthélemy)
- სენ-მარტენი (Saint-Martin)
- სენ-პიერი და მიკელონი (Saint-Pierre-et-Miquelon)
- უოლისი და ფუტუნა (Wallis-et-Futuna)
- საფრანგეთის პოლინეზია (la Polynésie française)
საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნები
რედაქტირება- კლიპერტონი (Clipperton)
- ახალი კალედონია (la Nouvelle-Calédonie)
- საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია (Terres australes et antarctiques françaises, TAAF)
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
რედაქტირებაყველა 13 ტერიტორიის ფართობის საერთო ჯამი შეადგენს 559 655 კმ²-ს (ადელის მიწის გარდა — 127 655 კმ²-ს), ხოლო მოსახლეობის ჯამი 2 653 149 ადამიანს.
ტერიტორიული პრეტენზიები
რედაქტირება- მადაგასკარი პრეტენზიას აცხადებს ბასას-და-ინდიას, გლორიოსის, ევროპის, ჟუან-დი-ნოვას კუნძულებზე, რომლებიც შედიან ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში, რომელიც საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია.
- კომორის კუნძულების კავშირი პრეტენზიას აცხადებს კუნძულ მაიოტაზე (მაორე), რომელსაც აქვს საფრანგეთის «ზღვისიქითა დეპარტამენტის» სტატუსი.
- სურინამი (ყოფილი ჰოლანდიის გვიანა) პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთის გვიანას გარკვეულ ტერიტორიაზე, რომელიც საფრანგეთის ყველაზე დიდი ზღვისიქითა დეპარტამენტია.
- მავრიკი 1990 წლიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს ტრომელინის კუნძულის (დღეისთვის ეკუთვნის საფრანგეთს) დასაბრუნებლად. ასევე არსებობს პრინციპული შეთანხმება კუნძულის და მის ირგვლივ არსებული საზღვაო სივრცის ერთობლივი მართვის შესახებ.
- ვანუატუს რესპუბლიკა პრეტენზიას აცხადებს ახალი კალედონიის კუთვნილ მეტიუს და ჰანტერის კუნძულებზე.
- საერთაშორისო თანამეგობრობა ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების საფუძველზე არ სცნობს საფრანგეთის ტერიტორიულ უფლებებს ანტარქტიკის სექტორში მდებარე ადელის მიწაზე, რომელიც საფრანგეთმა ჩართო სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Robert Aldrich and John Connell, France's Overseas Frontier, Cambridge University Press, 1992
- Frédéric Monera, L'idée de République et la jurisprudence du Conseil constitutionnel - Paris : L.G.D.J., 2004 [1] [2] დაარქივებული 2006-09-23 საიტზე Wayback Machine. ;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2005-10-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2011 წლის 31 მარტიდან