ეტიჰადი (სტადიონი)
ეტიჰადის სტადიონი (ინგლ. Etihad Stadium) — მანჩესტერ სიტის საშინაო სტადიონი (ამჟამად „ეტიჰადის“ ეწოდება სპონსორობის გამო). იტევს 55000 მაყურებელს, რაც მას მე-6 უდიდეს საფეხბურთო სტადიონად აქცევს ინგლისში და სიდიდით მეცხრეს — გაერთიანებულ სამეფოში.
მდებარეობა | მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო |
---|---|
აშენდა | 2002 |
გაიხსნა | 25 ივლისი, 2002 |
მესაკუთრე | მანჩესტერის საქალაქო საბჭო |
კონსტრუქციის ღირებულება | 154 მილიონი გირვანქა სტერლინგი |
ტევადობა | 55 097 |
გუნდები | |
მანჩესტერ სიტი |
აშენდა 2002 წელს თანამეგობრობის თამაშების სამასპინძლოდ. მას შემდეგ სტადიონზე ჩატარდა 2008 წლის უეფას თასის ფინალი, ინგლისის ნაკრების საერთაშორისო მატჩები, რაგბის მატჩები, კრივის მსოფლიო ტიტულის ორთაბრძოლა, ინგლისის ნაკრების ბოლო ჯგუფური მატჩი 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე და ზაფხულის მუსიკალური კონცერტები არასაფეხბურთო სეზონის დროს.
სტადიონი, რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული მძლეოსნობის არენად, 2002 წლის თანამეგობრობის თამაშების შემდეგ გადაკეთდა 38 000-ადგილიანი არენიდან 48 000-ადგილიან საფეხბურთო სტადიონად, რაც ქალაქის საბჭოსთვის 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა და მანჩესტერ სიტის კი 20 მილიონი გირვანქა. კლუბი დათანხმდა სტადიონის იჯარით აღებას მანჩესტერის საქალაქო საბჭოსგან და მეინ როუდის სტადიონი 2003 წლის ზაფხულში დატოვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-10-23 საიტზე Wayback Machine.
- მანჩესტერ სიტის ოფიციალური საიტი