უემბლი (ინგლ. Wembley Stadium) — საფეხბურთო სტადიონი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში. გაიხსნა 2007 წელს ძველი უემბლის ადგილზე. იტევს 90,000 ადამიანს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორე სტადიონია ევროპაში. არის ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი. მასპინძლობს ინგლისის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრებს. ხელმძღვანელობს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია.

უემბლი

ძველი უემბლის სტადიონი, რომელიც 1923 წელს აშენდა, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონი იყო დანგრევამდე – 2003 წლამდე.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: