16 აპრილი
თარიღი
16 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 106-ე დღე (ნაკიან წლებში – 107-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 259 დღე.
<< | აპრილი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | |||||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1346 : გამოცხადდა სერბეთის სამეფო.
- 1909 : რომის პაპმა პიუს X-მ ჟან დ’არკი წმინდანად შერაცხა.
- 1917 : ვ. ლენინი შვეიცარიიდან რუსეთში დაბრუნდა.
- 1922 : რაპალოში გაფორმდა სსრ კავშირ-გერმანიის ხელშეკრულება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
- 1948 : შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OEEC).
- 2007 : ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმისას მანიაკმა მკვლელმა 33 ადამიანი იმსხვერპლა.
- 2012 : ტაურ მატან რუაკი აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2016 : ეკვადორში 7,8 Mw სიძლიერის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
- 2017 : თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
- 2024 : კოპენჰაგენში მდებარე ისტორიული ნაგებობა ბორსენი ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1319 : ჟან II — საფრანგეთის მეფე
- 1652 : კლემენტ XII — რომის პაპი
- 1797 : ადოლფ ტიერი — საფრანგეთის პრეზიდენტი
- 1844 : ფრანსი, ანატოლ — ფრანგი მწერალი
- 1860 : ხუნდაძე, სილოვან — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
- 1881 : ჰალიფაქსი, ედუარდ — ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე
- 1886 : ტელმანი, ერნსტ — გერმანელი პოლიტიკოსი
- 1889 : ჩაპლინი, ჩარლზ — ინგლისელი რეჟისორი და მსახიობი
- 1896 : ცარა, ტრისტან — ფრანგი პოეტი
- 1909 : აბელიშვილი, ლევან — ქართველი ელექტროტექნიკოსი
- 1916 : ლოლაძე, შალვა — ქართველი სამხედრო
- 1927 : ბენედიქტე XVI — რომის პაპი
- 1940 : მარგრეტე II — დანიის დედოფალი
- 1946 : რამაზ გიორგობიანი — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარის ავტორი.
- 1974 : ლარა დატი — ინდოელი მის სამყარო.
- 1972 : ლუკა კურტანიძე — ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 69 : ოტონი — რომის იმპერატორი
- 1713 : არჩილ II — მეფე, პოეტი, ვახტანგ V-ის ძე
- 1783 : მაიერი, კრისტიან — ჩეხი ასტროლოგი
- 1828 : გოია, ფრანსისკო — ესპანელი მხატვარი
- 1859 : ტოკვილი, ალექსის — ფრანგი სოციოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე
- 1958 : ფრანკლინი, როზალინდ — ბრიტანელი ქიმიკოსი
- 1968 : ფერბერი, ედნა — ამერიკელი მწერალი
- 1972 : კავაბატა იასუნარი — იაპონელი მწერალი
- 1991 : ლინი, დეივიდ — ინგლისელი კინორეჟისორი
- 1994 : ელისონი, რალფ — ამერიკელი მწერალი
- 2020 : ჯინ დეიჩი — ამერიკელი რეჟისორი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ნიკიტა აღმსარებელი
- თეოდოსია ქალწული
- ღირსი ილირიკე
- მოწამენი: ელპიდიფორე, დიო, ბითონიო და გალიკე
- აგრეთვე:
- დანია, გრენლანდია : დედოფლის დაბადების დღე
- კუბა : მილიციის დღე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- სხვა თვეები