ტაურ მატან რუაკი
ჟოზე მარია ვასკონსელოსი (პორტ. José Maria Vasconcelos), უფრო მეტად ცნობილია სამხედრო ფსევდონიმით ტაურ მატან რუაკი (ტეტ. Taur Matan Ruak; დ. 10 ოქტომბერი 1956, ოსო-უნა, პორტუგალიის ტიმორი) — აღმოსავლეთ ტიმორელი პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 22 ივნისიდან. აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი 2012 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 20 მაისამდე. პოლიტიკაში მოსვლამდე, 2002-2011 წლებში, იგი იყო აღმოსავლეთ ტიმორის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, რომელიც 2002 წლამდე იბრძოდა აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის. მისი სამხედრო მეტსახელი ტაურ მატან რუაკი ტეტუმის ენაზე ითარგმნება, როგორც „ორი მკვეთრი თვალი“.
ტაურ მატან რუაკი | |
აღმოსავლეთ ტიმორის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 ივნისი, 2018 |
პრეზიდენტი | ფრანსიშკუ გუტერიში |
წინამორბედი | მარი ალკატირი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მაისი, 2012 – 20 მაისი, 2017 | |
წინამორბედი | ჟოზე რამუშ-ორტა |
მემკვიდრე | ფრანსიშკუ გუტერიში |
დაბადებული | 10 ოქტომბერი, 1956 ოსო-უნა, პორტუგალიის ტიმორი |
მოქალაქეობა | აღმოსავლეთი ტიმორი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
მეუღლე | ისაბელ და კოშტა ფერეირა |
ხელმოწერა |
2011 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა მეორე ტურში და დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა[1].
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოსო-უნაში 1956 წლის 10 ოქტომბერს ოსო-უნაში, პორტუგალიის ტიმორი (დღეს აღმოსავლეთი ტიმორი). მას შემდეგ, რაც 1975 წლის 7 დეკემბერს ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია განახორციელა, ტაურ მატან რუაკი შეუერთდა აღმოსავლეთ ტიმორის განთავისუფლების რევოლუციურ ფრონტს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და მთებში გაიყვანა ახლად ჩამოყლიბებული პარტიის სამხედრო ფრთა (FALINTIL). როგორც მეომარი, მონაწილეობდა ინდონეზიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დილში, აილეუში, მაუბისეში, ოსუში, ვენილალეში, უატულარიში და ბოლოს ლაგაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც იგი საბოლოოდ დარჩა. 1978 წელს მისმა შენაერთებმა, რომლებიც ბაზირებული იყო მთა ლეგამუსთან (მთა აპარა), განაახლეს პარტიზანული ბრძოლა. მას დაევალა აღმოსავლეთში პარტიზანული მოქმედებების ჩატარება 1978 წლის დეკემბერში სარდალი ნიკოლაუ ლობატოს გარდაცვალების შემდეგ. 1979 წლის 31 მარტს ინდონეზიის არმიამ მოახერხა მისი ტყვედ ჩაგდება, მაგრამ 23-დღიანი ტყვეობის შემდეგ მოახერხა გაქცევა და მთებში შეუერთდა პარტიის სამხედრო ფრთას.
1980-იან წლებში იგი იყო სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1981 წელს იგი დანიშნეს FALINTIL-ის შტაბის მეთაურის ასისტენტად. ამის შედეგად იგი პასუხისმგებელი გახდა ქვეყნის აღმოსავლეთ და შემდეგ ცენტრალურ სექტორზე. 1983 წლის მარტში იგი მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთ სექტორის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში. 1984 წლიდან 1986 წლამდე მსახურობდა სამხედრო ოპერაციების დასაგეგმად დასავლეთის სექტორში. თითქმის 10 წლიანი ოპერაციული გამოცდილების შემდეგ, იგი დაინიშნა შტაბის უფროსის მოადგილედ. 1986 წლის შემდეგ იგი იყო პასუხისმგებელი აღმოსავლეთ ტიმორის მთელ სამხედრო ოპერაციებზე.
1992 წელს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შანანა გუჟმაუ დელიში შეიპყრეს. ტაურ მატან რუაკი დაინიშნა შტაბის უფროსად. 1998 წლის 11 მარტს გენერალ კონის სანტანას გარდაცვალების შემდეგ გახდა აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული განთავისუფლების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი. 2002 წლის 20 მაისს აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ტაურ მატან რუაკი გახდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და 2009 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
ტაურ მატან რუაკმა გარკვეული როლი ითამაშა 2006 წლის აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისში. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი როჯერიო ლობატო და თავდაცვის მინისტრი როკე როდრიგუზი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ტაური მატან რუაკი მოქმედებდნენ უკანონოდ კრიზისის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების იარაღის გადაცემის საქმეში[2][3]. შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა 2011 წლის 1 სექტემბრამდე[4], ხოლო 6 ოქტომბერს თანამდებობიდან ოფიციალურად დაითხოვა პრეზიდენტმა ჟოზე რამუშ-ორტამ.
ტაურ მატან რუაკმა მონაწილეობა მიიღო 2012 წლის 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში[5], როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. პირველ ტურში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 25,71 % და დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო მეორე ტურში მოიგო არჩევნები ხმების 61,23 %-ით[6]. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2012 წლის 20 მაისს[7], ქვეყნის დამოუკიდებლობის 10 წლისთავზე[8] და თანამდებობაზე შეცვალა ჟოზე რამუშ-ორტა. 2017 წლის 20 მაისს თანამდებობა გადააბარა ფრანსიშკუ გუტერიშს. ამავე წელს ჩამოაყალიბა სახალხო განთავისუფლების პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში დაიკავა მესამე ადგილი. 2018 წლის 22 ივნისიდან აღმოსავლეთ ტიმორის პრემიერ-მინისტრია. აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა მარი ალკატირი.
ოჯახი
რედაქტირებატაურ მატან რუაკი 2001 წლის მაისიდან დაქორწინებულია ისაბელ და კოშტა ფერეირაზე, რომელთანაც ჰყავს ორი გოგონა ლოლა და ტამარისა და ერთი ბიჭი კესადიპი[9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Everingham, Sara (19 April 2012). „Taur Matan Ruak claims victory in East Timor election“. PM. ციტირების თარიღი: 19 April 2012.
- ↑ UN (17 October 2006). „UN commission of inquiry issues report on violent crisis that shook Timor-Leste“. UN.
- ↑ UN (2 ოქტომბერი 2006). „Report of the UN Independent Special Commission of Inquiry for Timor-Leste“ (PDF). UNHCHR. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 26 September 2009. ციტირების თარიღი: 19 September 2009.
- ↑ E Timor army chief resigns ahead of polls
- ↑ L'ONU salue l'élection au Timor-Leste
- ↑ Taur Matan Ruak claims victory in East Timor election
- ↑ E.Timor celebrates a decade of independence
- ↑ „East Timor celebrates independence anniversary“ (ინგლისური). Australian Broadcasting Corporation. AFP. 2012-05-20. ციტირების თარიღი: 2019-10-09.
- ↑ Timor Foundation: First Lady Isabel da Costa Ferreira დაარქივებული 2014-09-03 საიტზე Wayback Machine.