დილი
დილი (ტეტუმი Dili, პორტ. Díli, ინგლ. Dili, ინდონ. Dili) — აღმოსავლეთი ტიმორის ყველაზე დიდი ქალაქი და დედაქალაქი. იგი ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი და კომერციული ცენტრია. დილის ადგილობრივი მოსახლეობა დაახლოებით 150 000 ადამიანს შეადგენს.
დედაქალაქი | |
---|---|
დილი ტეტუმი Dili პორტ. Díli ინგლ. Dili ინდონ. Dili | |
ქვეყანა | აღმოსავლეთი ტიმორი |
კოორდინატები | 8°34′00″ ს. გ. 125°34′00″ ა. გ. / 8.56667° ს. გ. 125.56667° ა. გ. |
დაარსდა | 1520 წელი |
ფართობი | 178.62 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 11±1 მეტრი |
მოსახლეობა | ~150 000 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 |
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად, დილი წარმოადგენდა პორტუგალიელთა დასახლებას, რომელიც 1520 წელს შეიქმნა, სწორედ მათ აქციეს 1769 წელს ქალაქი დილი პორტუგალიის ტიმორის დედაქალაქად. 1864 წლის იანვარში მიენიჭა ქალაქის სტატუსი. მეორე მსოფლიო ომის დროს, პორტუგალია და მის დაქვემდებარებაში მყოფი კოლონიები, ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ, თუმცა მოკავშირეებმა ჩათვალეს, რომ აღმოსავლეთ ტიმორი შესაძლოა იაპონელთა შემოსევების სამიზნე გამხდარიყო, ამიტომ ავსტრალიელმა და ჰოლანდიელმა მოკავშირეებმა მყისიერად დაიკავეს კუნძული 1941 წელს. 1942 წლის 19 თებერვალს, ღამით, 20 000 კაციანი ძალით, იაპონელებმა შეტევა განახორციელეს და დაიკავეს ქ.დილი, მანამ სანამ კოლონიის დანარჩენ ნაწილებშიც გავრცელდებოდნენ. 1945 წლის 26 სექტემბერს, იაპონელებმა კუნძულზე კონტროლი ოფიციალურად დაუბრუნეს პორტუგალიელებს.
აღმოსავლეთ ტიმორმა, პორტუგალიისგან ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 1975 წლის 28 ნოემბერს, მაგრამ 9 დღის შემდეგ, 7 დეკემბერს, ინდონეზიური ძალები შეიჭრნენ დილში. 1976 წლის 17 ივლისს, ინდონეზიამ მოახდინა აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია და გამოაცხადა ინდონეზიის 27-ე პროვინციად, ტიმორ ტიმური (Timor Timur) ხოლო დილი გამოცხადდა მის დედაქალაქად. 1975 წლიდან 1999 წლამდე, ინდონეზიასა და პრო-დამოუკიდებელ ძალებს შორის, მიმდინარეობდა პარტიზანული ომი, რომლის დროსაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ტიმორიდან და რამდენიმე უცხოელი მშვიდობიანი მოქალაქე. 1991 წელს, ტელევიზიები აქტიურად აშუქებდნენ დილის ხოცვას (Dili Massacre), რამაც ხელი შეუწყო, აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის მოძრაობის საერთაშორისო მხარდაჭერას.
1999 წელს, აღმოსავლეთ ტიმორი გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა, ხოლო 2002 წლის 20 მაისს, დილი გახდა ახლად დამოუკიდებელი რესპუბლიკის, აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქი. 2006 წლის მაისში, სამხედრო დანაყოფებს შორის დაპირისპირებამ და აჯანყებამ, მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქი და საჭირო გახდა საგარეო სამხედრო ჩარევა მშვიდობის მისაღწევად.
გეოგრაფია და ადმინისტრაცია
რედაქტირებადილი, ტიმორის კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, სანდრას მცირე ზომის კუნძულების აღმოსავლეთით. დილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორია მოიცავს კუნძულ ატაუროს და ქალაქ დილის მახლობლად მდებარე რამდენიმე ქალაქს. ქალაქი დაყოფილია ადმინისტრაციულ პუნქტებად (ყოფილი ქვედანაყოფები) : ნაინ-ფეტო, ვერა-კრუზი, დომ-ალექიოსი, კრიტო-რეი და რამდენიმე ოლქად, რომელსაც არჩეული მეთაური მართავს. 26 ასეთი პუნქტიდან, 18 მიჩნეულია ურბანულად.
მუნიციპალიტეტს ჰყავს არჩეული მერი და საბჭო.
დემოგრაფია
რედაქტირება2010 წლის აღწერის შედეგად, დილის ქალაქებად კლასიფიცირებულ რაიონებში, დაფიქსირდა 193 563 ადამიანი, მთელი რაიონის მოსახლეობა (ისეთი სოფლების ჩათვლითაც კი, როგორებიცაა ათაურო და მეტინარო), კი შედგება 234 331 ადამიანისგან.
დილი, აღმოსავლეთ ტიმორის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის, ერთგვარი "შეზავების ქვაბია", რაც ნაწილობრივ განპირობებულია, სამუშაოს ძიების მიზნით, ახალგაზრდა მამაკაცების შიდა მიგრაციით. ამან გენდერული დისბალანსიც განაპირობა, მამრობითი სქესი აშკარად აღემატება მდედრობითს. 2001-2004 წლებში, დილის მოსახლეობა გაიზარდა 12.58%-ით. ქალაქში, რაიონის მოსახლეობის 54%დაიბადა, 7% ბაუკაუში, 5% ვიკესკში, 5% ბობონაროში, 4% ერმერაში, ხოლო დანარჩენები ან სხვა რაიონში დაიბადნენ, ან საზღვარგარეთ.
კლიმატი
რედაქტირებაკილიპენის კლიმატის კლასიფიკაციით, დილა ხასიათდება ტროპიკული სავანის კლიმატით.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაინდონეზიის სამხედრო და ადგილობრივი ინდონეზიელი პროტესტანტების შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად 1999 წელს, შენობების უმეტესობა დაზიანდა ან განადგურდა. თუმცა პორტუგალიური ხანიდან, ქალაქს მაინც ბევრი ნაგებობა შემორჩა. მაგალითად: 1930 წლისთვის აშენებულ სავაჭრო დარბაზს დღეს კონგრესის ცენტრად იყენებენ, ყოფილი პორტუგალიის გუბერნატორის ოფისი, ახლა მინისტრის ოფისია, მას ადრეც იყენებდნენ, ინდონეზიის მიერ დანიშნული გუბერნატორი და გაეროს გარდამავალი ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ტიმოში (UNTAET).
ინდონეზიური მმართველობის დროს იკრძალებოდა პორტუგალიურის გამოყენება, თუმცა ამ პირობებშიც კი მოხერხდა ქუჩებისთვის პორტუგალიური სახელების შენარჩუნება, მაგ: Avenida Marechal Carmona, თუმცა მათ აუცილებლად ერთვოდათ ინდონეზიური სიტყვა Jalan (ქუჩა) ან გზა.
დილის კრისტო-რეი, არის იესო ქრისტეს 27 მეტრიანი სიმაღლის ქანდაკება, რომელიც მდებარეობს დილის ნახევარკუნძულის დასასრულს მდებარე ბორცვის წვერზე. ის ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ოკუპაციის პერიოდში, ეს ქანდაკება, იყო ინდონეზიის მთავრობისგან საჩუქარი, აღმოსავლეთ ტიმორის ინდონეზიაში ინტეგრირების 20 წლის იუბილის აღსანისნავად.
განათლება
რედაქტირებაქალაქის სკოლებში შედის: წმინდა იოსების საშუალო სკოლა (Colégio de São José) და 28 ნოემბრის საჯარო სკოლა (28 de Novembro Public Secondary School). აქ მდებარეობს 5 საერთაშორისო სკოლა: სენტ-ანტონის საერთაშორისო სკოლა (რომელიც ტიმორის საკუთრებაშია, თუმცა აქ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს), რუი სინატის სახელობის პორტუგალიური სკოლა, დილის საერთაშორისო სკოლა (რომელსაც ავსტრალიის სახელმწიფო მართავს), ამერიკული სასწავლო პროგრამის სკოლა - QSI International School of Dili და მაჰარიკის საერთაშორისო სკოლა (ყოფილი დილის განათლებისა და განვითარების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ფილიპინურ საერთაშორისო სკოლას).
აღმოსავლეთ ტიმორის მთავარი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული უნივერსიტეტი, სწორედ დილში დაარსდა. დილში მდებარე სხვა უნივერსიტეტებში შედის კერძო სამაგისტრო უნივერსიტეტი, დილის უნივერსიტეტი და დილის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
ტრანსპორტი
რედაქტირებადილიში ფუნქციონირებს დამოუკიდებლობის ლიდერის, ნიკოლაუ ლობატუს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ეს არის ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტი ტიმორში, თუმცა არსებობს სხვა შიდა ფრენებისთვის გამოყენებადი ავიარეისებიც. პორტუგალიის მმართველობისას, საერთაშორისო აეროპორტად ბუაკოს აეროპორტი გამოიყენებოდა, რომელსაც მეტად მოსახერხებელი ასაფრენი ბილიკი აქვს, თუმცა ინდონეზიელთა შემოსევებისას, ის მთლიანად დაიკავეს სამხედროებმა და სამოქალაქო მიმოსვლისათვის დაიხურა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაქალაქი | შტატი ან რეგიონი | ქვეყანა | წელი |
---|---|---|---|
ლისაბონი | ლისაბონის ოლქი | პორტუგალია | 2001 |
პრაია | პრაია | კაბო-ვერდე | 2001 |
კოიმბრა | კოიმბრას ოლქი | პორტუგალია | 2002 |
მარგაო | გოა | ინდოეთი | 2001 |
დარვინი | ჩრდილოეთის ტერიტორია | ავსტრალია | 2003, სექ. |
ამბონი | მალუკუ | ინდონეზია | 2003, სექ |
მაკაუ | მაკაუ | ჩინეთი | 2002, იან. |
ოკინავა | ოკინავა | იაპონია | 2005, ნოემბ. |
ბარსელონა | კატალონია | ესპანეთი | 2008, იან. |
სიდნეი | ახალი სამხრეთ-უელსი | ავსტრალია | 2010 სექ. |
მანილა | მეტრო მანილა | ფილიპინები | 2011, ნოემბ. |
კანბერა | ფედერალური ტერიტორია (ავსტრალია) | ავსტრალია | 2004, იან. |
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დილი[მკვდარი ბმული] - ტურიზმის პოპულარიზაციის საიტი
- Dili - travel guide at Wikivoyage
- Dili, The city of Peace
- "Boosting Growth through the Growth Triangle"
- "Klimatafel von Dili, Insel Timor/ Ost-Timor" (PDF). Baseline climate means (1961-1990) from stations all over the world.
- Profile of Dili District : Topography (PDF).