რამაზ გიორგობიანი
რამაზ დუტუს ძე გიორგობიანი (დ. 16 აპრილი, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 25 დეკემბერი, 1995, იქვე) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1979 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1972).
რამაზ გიორგობიანი | |
---|---|
![]() ფილმში „გიორგობისთვე“ | |
დაბადების სახელი | რამაზ გიორგობიანი |
დაბადების თარიღი |
16 აპრილი, 1946 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 25 დეკემბერი, 1995 (49 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, სცენარის ავტორი. |
ფილმოგრაფიარედაქტირება
ფილმების დამდგმელი რეჟისორირედაქტირება
სცენარის ავტორი ფილმებისარედაქტირება
- 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1991: „ლოლიტა“ ბესარიონ მაღლაკელიძესთან ერთად. რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1996: „მორევი“ ბადრი ჭოხონელიძესთან ერთად. რეჟ. რამაზ გიორგობიანი
გადაღებულია ფილმებშირედაქტირება
- 1966: „გიორგობისთვე“ (ნიკო) რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1967: „ქოლგა“ (ქოლგის პატრონი) რეჟ. მიხეილ კობახიძე
- 1968: „სერენადა“ რეჟ. ქართლოს ხოტივარი
- 1968: „ფერისცვალება“ (ჭაბუკი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ (დათო კერესელიძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1971: „სამკაული სატრფოსათვის“ (ბაჰადური) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1972: „გაზაფხულის საღამო“ რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1972: „მხიარული რომანი“ (დათო) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1978: „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (მაღალი) რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (სოსო) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (შალამბერიძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1985: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ (წამყვანი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (რევიზორი - ზუმბაძე) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ (გოგი) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1986: „საფეხური“ (გაგა) რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1988: „ქველი (კეთილისმყოფელი)“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1988: „გამოცხადება“ (ჯიბო აბზიანიძე) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1988: „ლუიზა“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1990: „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1991: „ლოლიტა“ (ვაჟა) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1996: „მორევი“ რეჟ. რამაზ გიორგობიანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
- 1985 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1972 — დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
ლიტერატურარედაქტირება
- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 35.