ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ელდარ შენგელაია |
სცენარის ავტორი |
გიორგი შენგელაია რეზო ჭეიშვილი |
როლებში | რამაზ გიორგობიანი |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ ნიკონოვი |
ოპერატორი | ლევან პაატაშვილი |
მხატვარი | ბორის ცხაკაია |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1984 |
ხანგრძლივობა | 98 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული… მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა — თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც — მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ… ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია… ფილმი ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ამ სისტემის არაეფექტურობა სრულდება პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი — საბჭოთა სისტემის ნგრევით.
როლებში
რედაქტირება- რამაზ გიორგობიანი – სოსო
- ვასილ კახნიაშვილი – ვასო
- თეიმურაზ ჩირგაძე – დირექტორი
- ივანე საყვარელიძე – მარკშეიდერი
- სესილია თაყაიშვილი – ბუღალტერი
- გრიგოლ ნაცვლიშვილი – იროდიონი
- ვლადიმერ მეზვრიშვილი – გრიშა
- ოთარ გუნცაძე – მღებავი
- დარეჯან სუმბათაშვილი – ბელა
- ზეინაბ ბოცვაძე – ლალი
- ნინო თუთბერიძე – მდივანი
- მიხეილ ქიქოძე
- გ. ჩხაიძე – შუქრი
- გურამ ლორთქიფანიძე – თენგიზი
- გურამ პეტრიაშვილი – ქმარი
- მედეა ჯაფარიძე
- დოდო ჭიჭინაძე
- ლია ელიავა – მსახიობი
- ლიკა ქავჟარაძე
- ოთარ კობერიძე – მსახიობი
- ვასილ ჩხაიძე
- შოთა ქოჩორაძე
- გია ლაზიშვილი
- ანზორ ღვინერია
- ვაჟა ნოდია
- დავით ხინთიბიძე
- ოლღა თაბუკაშვილი
- თეა – ნათელა გაბუნია
- მაია ლოლაძე
- ომარ შოთაშვილი – ჩაჩანიძე
- ო. მელაძე
- ვ. მელიქიშვილი