გურამ პეტრიაშვილი (მწერალი)
გურამ პეტრიაშვილი (დ. 16 მაისი, 1942, ლენტეხი) — ქართველი მსახიობი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე.
გურამ პეტრიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 მაისი, 1942 |
დაბადების ადგილი | ლენტეხი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს — საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). სხვადასხვა დროს იყო საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1980: „რად სტვენს ბულბული“
- 1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
- 1982: „მე დავბრუნდები“
- 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (ქმარი)
- 1984: „ადამიანთა სევდა“
- 1986: „ელისა და რარუს თვგადასავალი“
- 1988: „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (კარისკაცი)
- 1990: „ალყა“
- 1993: „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“