ლენტეხი
ლენტეხი — დაბა საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულში შედის სოფლები: ბაბილი, გულიდა, კახურა, ლასკადურა, ლექსურა, მაცხვარლამეზური, მელურა და ყარიში. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, საზოგადოებრივი ცენტრი.
დაბა | |
---|---|
ლენტეხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. / 42.78889° ჩ. გ. 42.72361° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1969 |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 947[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 437[2] |
საფოსტო ინდექსი | 2900[3] |
ოფიციალური საიტი | https://lentekhi.gov.ge/ |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის დონიდან 760 მ, ქალაქ ქუთაისიდან 102 კმ-ის, თბილისიდან 323 კმ-ის დაშორებით. ლენტეხში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, გრილი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4 °C, იანვრისა -1,8 °C, ივლისის 20 °C. ნალექები 1240 მმ წელიწადში.
ისტორია
რედაქტირებალენტეხი წარმოადგენდა ქვემო სვანეთის ერთ-ერთ თემს. მასში შედიოდა სოფლები: ლენტეხი, ფაყი, ლექსურა, გულიდა. 1930 წელს გახდა რაიონული ცენტრი. 1953 წლამდე ეწოდებოდა ლექსურა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1969 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ტურბაზა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 947 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959[4] | 854 | ||
1970[4] | 1772 | ||
1979[4] | 1873 | ||
1989[4] | 1995 | -- | -- |
2002[5] | 1739 | -- | -- |
2014[1] | 947 | 423 | 524 |
2020[4] | 1008 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 189.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.