ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 1953 წელს ეწოდა ლენტეხის რაიონი, 2006 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტი[წყარო არ არის მითითებული 103 დღე].
ლენტეხის მუნიციპალიტეტი | |
![]() | |
ადმინისტრაციული ცენტრი | |
---|---|
რეგიონი | |
სიმჭიდროვე |
3,26 კაცი/კმ² |
ფართობი |
1344 კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა |
|
ეროვნება |
ქართველები 99,91 % |
გეოგრაფიარედაქტირება
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.
მოსახლეობარედაქტირება
მოსახლეობის რიცხოვნობა — 4386 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 3,26 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 54 სოფელი.
აღწერის მონაცემებირედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 11 227 |
2002 | 8992 |
2014 | 4386 |
ადმინისტრაციული ერთეულებირედაქტირება
- დაბა — 1: ლენტეხი;
- თემი — 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.
ეკონომიკარედაქტირება
წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.
კულტურარედაქტირება
მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანირედაქტირება
მუნიციპალიეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებია ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესია (X საუკუნე), ჩეკულის მთავარანგელოზის ეკლესია (თარგზელ, IX-X სს), თეკალის ღვთაების ეკლესია (X-XI სს), დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სკალდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია.
ლიტერატურარედაქტირება
- დევდარიანი, გ., კობახიძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 189-190.