მოქალაქეები
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2020 წლის 4 აგვისტოს. პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერია ალეკო ელისაშვილი.
მოქალაქეები | |
---|---|
![]() | |
სტატუსი | მოქმედი |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ალეკო ელისაშვილი |
თავმჯდომარე | ალეკო ელისაშვილი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 4 აგვისტო, 2020 |
წინამორბედი | საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა |
პოზიციები | |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
2 / 150 |
ფერები |
ისტორიარედაქტირება
2018 წლის 7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დააფუძნა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“. მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ: ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე. მაშინ ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავდა, რომ მოგვიანებით მოძრაობის პარტიად ფორმირება მომხდარიყო.[1] 2020 წლის 4 აგვისტოს ელისაშილმა პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა და ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.[2]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებირედაქტირება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 25 508 ხმა მოიპოვა და მოახერხა პარლამენტში შესვლა. პარტიიდან პარლამენტის წევრებად პარტიული სიით არჩეულნი იქნენ: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.[3] პარტიას ჰყავდა საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები, მათ შორის იყო პარტიის თამვმჯდომარე ალეკო ელისაშვილი რომელიც კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, სადაც პირველ ტურში 14 181 (19,38%) ხმა მიიღო. მეორე ტურს ელისაშვილმა, მთლიან ოპოზიციასთან ერთად გაყალბებული არჩევნების მოტივით გამოუცხადა ბოიკოტი, მიუხედავად ამისა მისი სახელი და გვარი დატანილი იყო ბიულეტენზე, მეორე ტურში მიიღო 2770 (10,08%) ხმა.[4] გარდა ამისა პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავდა #22 (ინდიკო ბერძენაძე, 469 ხმა, 0,57%), #24 (ოთარ ქერქაძე, 625 ხმა, 0,99%), #28 (გენრი დოლიძე, 1038 ხმა, 1,34%), #30 (გიორგი გაბაიძე, 349 ხმა, 0,59%) და #21 (დავით გიორგაძე, 541 ხმა, 0,7%) მაჟორიტარულ ოლქებში.
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
საპარლამენტორედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2020 | 25 508 | 1,33 | 2 / 150 |
ახალი | ოპოზიცია |
ადგილობრივირედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2021 | 14 669 | 0,83 | 1 / 2 068 |
ახალი |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- პარტიის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ ალეკო ელისაშვილმა პარტია „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ დააფუძნა
- ↑ ალეკო ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა
- ↑ results.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-19.
- ↑ მეორე ტური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-19.