საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020

2020 წლის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისაქართველოს X მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 31 ოქტომბერს.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საქართველოს დროშა
2016 ←
31 ოქტომბერი, 2020
21 ნოემბერი, 2020 (მეორე ტური)

→ 2024

საქართველოს პარლამენტის 150 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 76 ადგილი
  პირველი პარტია მეორე პარტია მესამე პარტია
  [[File:|160x150px|frameless]]
ლიდერი გიორგი გახარია გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძე
პარტია ქართული ოცნება ძალა ერთობაშია ევროპული საქართველო
ბოლო არჩევნები 2016 2016 (ენმ)
ადგილები მანამდე 115 (2020 — 95) 27 (2017-დან 7) 19 (2017-დან)
მიღებული ადგილები 90 36 5
ადგილების ცვლილება 25 9 5
მოსახლეობის ხმები 928 004 523 127 72 986
პროცენტულობა 48,22% 27,18% 3,79%

  მეოთხე პარტია მეხუთე პარტია მეექვსე პარტია
  [[File:|160x150px|frameless]] [[File:|160x150px|frameless]]
ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი ვაშაძე ირმა ინაშვილი
პარტია ლელო სტრატეგია აღმაშენებელი პატრიოტთა ალიანსი
ადგილები მანამდე 0 0 6
მიღებული ადგილები 4 4 4
ადგილების ცვლილება 4 4 2
მოსახლეობის ხმები 60 712 60 671 60 480
პროცენტულობა 3,15% 3,15% 3,14%

  მეშვიდე პარტია მერვე პარტია მეცხრე პარტია
  [[ფაილი:|160x150px]] [[ფაილი:|160x150px]]
ლიდერი ზურა ჯაფარიძე ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილი
პარტია გირჩი მოქალაქეები ლეიბორისტული
ადგილები მანამდე 0 0 0
მიღებული ადგილები 4 2 1
ადგილების ცვლილება 4 2 1
მოსახლეობის ხმები 55 598 25 508 19 314
პროცენტულობა 2,89% 1,33% 1,00%

მაჟორიტარული შედეგები (ყველაზე მეტი ხმა):
  მოიპოვა ქართული ოცნების კანდიდატმა
  მოიპოვა ძალა ერთობაშიას კანდიდატმა
ოლქები, სადაც მეორე ტურები ჩატარდა (ოპოზიციის ბოიკოტის გამო ყველა ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს)

ადგილების გადანაწილება

წინმსწრები მოვლენები

რედაქტირება

2019 წლის ივნისში თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამი და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარება სცადა, რომელიც ოპოზიციამ გააპროტესტა და პარლამენტის პრეზიდიუმი დაიკავა.

 
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.

დეპუტატ გავრილოვის სასტუმრო „რედისონიდან“ აეროპორტის მიმართულებით გაყვანის შემდეგ აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. საპროტესტო აქცია 21 ივნისის გვიან ღამით და დილით გაგრძელდა. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.[1] აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ.[2]

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა. 2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დაანონსა „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.[3]

ბიძინა ივანიშვილის პირობის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღო. თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს ინიციატივის თაობაზე კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარათ, შემდეგ 13 ნოემბერს. 14 ნოემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე, ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ, ხმა არ მისცა.[4] პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა[4]: ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

ქართული ოცნების მიერ პირობის დარღვევის შემდეგ საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.[5]

რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ მოლაპარაკებებში დიპლომატიური კორპუსი ჩაერთო. დიპლომატების მედიატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაიწყო მოლაპარაკებები. მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა და გააგრძელა პროპორციული სისტემის მოთხოვნა.[5]

მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარისწორებად და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.[5]

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა „ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს“ და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.[5]

მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანფარდობას სთავაზობდა.[5]

8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.[6]

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.[7]

2020 წლის 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.[8]

ცვლილებების მიხედვით, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილება ასევე საარჩევნო ბარიერს ეხება, რომელიც 5%-დან 1%-მდე იწევს.[8]

მაჟორიტარული დაყოფა

რედაქტირება
 
ოლქების დაყოფა მუნიციპალიტეტების მიხედვით.

2020 წლის 24 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა მაჟორიტარების გადანაწილების სქემა. კანონპროექტის მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში იქნებოდა.[9]

სქემის მიხედვით, რომელიც „ფორმულამ“ მოიპოვა, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი, სადაც ჯამში 5 მუნიციპალიტეტია, ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნებოდა. 3 მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფოდა სამეგრელო. ფოთს, ხობსა და სენაკს ერთი დეპუტატი ეყოლებოდა; აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხასაც — 1; მესამე ოლქი კი ზუგდიდი იქნებოდა. რეგიონებს შორის ყველაზე მეტ — 4 მაჟორიტარულ ოლქად — გაყოფილი იქნებოდა იმერეთი. ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ამომრჩეველი საერთო მაჟორიტარს აირჩევდა. ერთი ოლქი იქნებოდა ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული. ერთ ოლქად გაერთიანდებოდა ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერეც. ცალკე მაჟორიტარი ეყოლებოდა ქუთაისს.[9]

გურიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებოდაა, აჭარას — 3. ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი ერთი ოლქი იქნებოდა. ხელვაჩაურის მეორე ნაწილს ქობულეთთან ერთად ცალკე მაჟორიტარი ეყოლებოდა. მესამე საარჩევნო ოლქი იქნებოდა ბათუმი, რომელსაც აჭარაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავდა. შიდა ქართლი ორ საარჩევნო ოლქად დაიყოფდაა. ქვემო ქართლს 3 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებოდა. სამცხე-ჯავახეთი ორ ოლქად იყოფოდა. მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყაზბეგს, დუშეთს, მცხეთასა და თიანეთს 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებოდა. კახეთში 2 ოლქი იქმნებოდა. საგარეჯოს, გურჯაანს, სიღნაღსა და დედოფლისწყაროს ერთი დეპუტატი ეყოლებოდა. მეორეს კი ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი აირჩევდა.[9]

თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდა. თბილისის ოლქები გეგმის მიხედვით იყო: მთაწმინდა-კრწანისი, ვაკე, საბურთალო, ისანი, სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, ნაძალადევი და გლდანი.[9]

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მაჟორიტარული ოლქების ჩამონათვალი

რედაქტირება
საზღვრები
1 მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები   ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები 16
2 ვაკის რაიონი ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები 17
3 საბურთალოს რაიონი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები 18
4 ისნის რაიონი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები 19
5 სამგორის რაიონი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები 20
6 დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები 21
7 ნაძალადევის რაიონი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები 22
8 გლდანის რაიონი ქუთაისის მუნიციპალიტეტი 23
9 გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები 24
10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები 25
11 მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები 26
12 რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 27
13 მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები ბათუმის მუნიციპალიტეტი 28
14 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული 29
15 კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები 30
წყარო: ცესკო[10]

არჩევნების თარიღი

რედაქტირება

2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა და არჩევნების თარიღად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 31 ოქტომბერი ოფიციალურად დაამტკიცა.[11]

მონაწილე სუბიექტები

რედაქტირება

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 4 სექტემბერს დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.[12]

1 ოქტომბერი იყო პარტიული სიების წარდგენის ბოლო დღე. ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა — 2 ბლოკმა და 50 პოლიტიკურმა პარტიამ.[13]

გამოკითხვები

რედაქტირება
თარიღი ჩამტარებელი დამკვეთი ოცნ. ენმ ევსაქ სა ლელო შმ სლპ პატრ. ესდმ მოქ. გირჩი სხვ./უარი ლიდერი
ოქტ., 2020 IPSOS მთავარი არხი 23% 18% 4% 4% 3% 2% 1% 1% 1% 1% 42% 5%
ოქტ., 2020 Public Opinion Strategies დაარქივებული 2021-01-24 საიტზე Wayback Machine. იმედი 56% 19,9% 4,3% 3,9% 2,2% 4,6% 1,6% 3% 4,5% 36,1%
ოქტ., 2020 Survation რუსთავი 2 55% 22% 4% 4% 2% 3% 2% 8% 33%
ოქტ., 2020 ევროპული საქართველო 27,3% 18,5% 11,7% 5,3% 5,1% 4,1% 1,4% 3% 1,9% 4,0% 17,7% 8,8%
ოქტ., 2020 IPSOS მთავარი არხი 26,2% 17,8% 5,1% 5,3% 2,7% 2,1% 1,2% 0,7% 0,5% 2,7% 35,7% 8,4
ოქტ., 2020 Edison Research ფორმულა 36% 17% 5% 4% 2% 3% 3% 1% 1% 2% 26% 19%
ოქტ., 2020 IPSOS მთავარი არხი 24,5% 17,4% 6,9% 3,4 3,6% 1,9% 1,7% 1,0% 1,0% 1,8% 36,8% 7,1%
სექ., 2020 IPSOS მთავარი არხი 25% 15.5% 5% 2% 3% 3% 2.5% 1.5% 2.5% 33% 9,5%
სექ., 2020 Edison Research ფორმულა 38% 15% 6% 3% 3% 3% 1% 1% 3% 23% 23%
აგვ., 2020 Edison Research ფორმულა 38% 16% 6% 5% 3% 3% 2% 3% 5% 15% 22%
აგვ., 2020 IRI 33% 16% 5% 4% 3% 3% 1% 2% 2% 29% 17%
ივლ., 2020 Edison Research ფორმულა 39% 16% 5% 3% 1%[] 3% 3% 1% 0% 2% 27% 23%
აგვ., 2020 IRI 33% 16% 5% 2% 3% 3% 1% 2% 2% 33% 17%
ივლ., 2020 Edison Research ფორმულა 39% 16% 5% 3% 1%[] 3% 3% 1% 0% 2% 27% 23%
თებ., 2020 Edison Research ფორმულა 37% 22% 8% 7% 3%[] 6% 6% 2% 3% 2% 4% 15%
თებ., 2020 IPSOS მთავარი არხი 34% 24% 10% 8% 6% 5% 2% 3% 3% 5% 10%
იან., 2020 Ipsos მთავარი არხი 22% 17% 9% 6% 4% 4% 2% 2% 2% 32% 5%
დეკ., 2019 NDI 20% 13% 8% 5% 5% 4% 2% 3% 2% 38% 7%
ოქტ., 2019 IRI 23% 15% 5% 7% 5% 4% 2% 4% 2% 33% 8%
ოქტ., 2019 Edison Research ფორმულა 26% 18% 7% 4% 2% 4% 4% 2% 3% 3% 27% 8%
სექ., 2019 IRI 23% 15% 5% 3% 2% 5% 4% 2% 3% 2% 36% 8%
ივნ., 2019 IRI 26% 22% 7% 5% 5% 2% 2% 1% 30% 4%
მაისი, 2019 Ipsos მთავარი არხი 29% 22% 10% 5% 5% <3% <3% <3% >20% 7%
აპრ., 2019 NDI 17% 14% 3% <3% 3% <3% <3% <3% >51% 3%
დეკ., 2018 NDI 24% 11% 3% <3% 3% <3% <3% <3% >47% 13%

შენიშვნები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 შენების მოძრაობა 2019 წლის დეკემბერში გაუქმდა, წევრების უმრავლესობა შეუერთდა „ლელოს“

გამოკითხვები არჩევნების დღეს

რედაქტირება
დრო ჩამტარებელი დამკვეთი ოცნ. ენმ ევსაქ სა ლელო სლპ პატრ. ესდმ მოქ. გირჩი სხვ./უარი ლიდერი
20:00 IPSOS მთავარი არხი 41% 33% 5% 3% 4% 2% 2% 1% 1% 3% 5% 8%
20:00 Survation რუსთავი 2 51,36% 25,38% 4,20% 2,47% 2,94% 1,23% 2,36% 1,11% 3,65% 5,3% 25,98%
20:00 Public Opinion Strategies დაარქივებული 2020-11-01 საიტზე Wayback Machine. იმედი 54% 24% 3% 3% 3% 1% 2% 1% 1% 4% 4% 30%
20:00 Edison Research ფორმულა 46% 28% 5% 2% 3% 1% 2% 1% 3% 9% 18%
18:00 Public Opinion Strategies დაარქივებული 2020-11-07 საიტზე Wayback Machine. იმედი 55% 23% 3% 3% 3% 1% 3% 1% 1% 3% 4% 32%
17:30 Survation რუსთავი 2 52,26% 25,33% 4,2% 2,37% 2,61% 1,22% 2,29% 1,02% 3,52% 5,18% 26,93%
17:00 IPSOS მთავარი არხი 41% 33% 5% 3% 4% 2% 2% 1% 1% 3% 5% 8%
16:00 Edison Research ფორმულა 46% 28% 5% 2% 3% 1% 2% 1% 3% 9% 18%

საარჩევნო დღე

რედაქტირება
 
მე-15 საარჩევნო ოლქის (გორი-კასპი) №30.29 უბანი (სოფ. ქვემო ჭალა)

საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.[14] სულ გიხსნა 3657 საარჩევნო უბანი.[15] საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გარკვეულ უბნებზე იმართებოდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნებიც, ხოლო აჭარაში — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. COVID-19-ის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით, უბნებზე დაცული იყო სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 127 სპეციალურ უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურებოდა ამომრჩეველს (სულ 10 845 ამომრჩეველი[16]). არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქა 118 მედია ორგანიზაციის 5971 წარმომადგენელი.[17] უცხოეთის 38 ქვეყანაში გახსნილია 52 საარჩევნო უბანი. საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 ამომრჩეველი.[16]

20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და უბნები დაიხურა. დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.[18] მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან წარმოქმნილი რიგების გამო ხმის მიცემის პროცესი შენელებული იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვის მომენტში ანუ 20:00 საათისთვის ჯერ კიდევ ხმის მიცემის რიგში იქნებიან, ხმის მიცემას 20 საათის შემდეგაც შეძლებდნენ.[19]

აქტივობა

რედაქტირება
ამომრჩეველთა აქტივობა
დრო პროცენტი
10:00
  
8,33%[20]
12:00
  
19,41%[21]
15:00
  
36,45%[22]
17:00
  
45,77%[23]
20:00
  
56,11%[24]

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% (ანუ 292 587 ამომრჩეველი) შეადგინა,[25] 12:00 საათზე — 19,41% (681 583),[26] 15:00-ზე — 36,45 (1 279 947),[22] 17:00-ზე — 45,77% (1 607 530),[23] 20:00-ზე — 56,11% (1 970 540).[24]

ყველაზე მაღალი აქტივობა 12 საათისთვის დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში — რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში და 28,3% შეადგინა. ყველაზე დაბალი აჭარის რეგიონში — 17,9%.[21]

15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა და შეადგინა 49,5%, ხოლო ყველაზე დაბალი — ქვემო ქართლში (33,9%).[27]

17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს (57,3%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში — 41,9%.[23]

20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 56,11%.[24] ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა (რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი) — 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი — ქვემო ქართლში (51%).[28]

შედეგები

რედაქტირება
შედეგები პროპორციული წესით
საარჩევნო სუბიექტი მიღებული ხმები მიღებული მანდატები
რაოდენობა %
41 ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო &&&&&&&&&0928004.&&&&&0928 004 48,22 % 60
5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ &&&&&&&&&0523127.&&&&&0523 127 27,18 % 36
2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია — ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის &&&&&&&&&&072986.&&&&&072 986 3,79 % 5
56 ლელო — მამუკა ხაზარაძე &&&&&&&&&&060712.&&&&&060 712 3,15 % 4
27 გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი &&&&&&&&&&060671.&&&&&060 671 3,15 % 4
8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი &&&&&&&&&&060480.&&&&&060 480 3,14 % 4
36 გირჩი &&&&&&&&&&055598.&&&&&055 598 2,89 % 4
24 ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები &&&&&&&&&&025508.&&&&&025 508 1,33 % 2
10 შალვა ნათელაშვილი — ლეიბორისტული პარტია &&&&&&&&&&019314.&&&&&019 314 1,00 % 1
3 ნინო ბურჯანაძე — ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა &&&&&&&&&&016286.&&&&&016 286 0,85 %
4 დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა — ქდმ &&&&&&&&&&&09896.&&&&&09 896 0,51 %
19 ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი &&&&&&&&&&&08335.&&&&&08 335 0,43 %
44 ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი — ქართული იდეა &&&&&&&&&&&08263.&&&&&08 263 0,43 %
21 თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია) &&&&&&&&&&&06393.&&&&&06 393 0,33 %
25 თავისუფალი დემოკრატები &&&&&&&&&&&05188.&&&&&05 188 0,27 %
45 ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა &&&&&&&&&&&04850.&&&&&04 850 0,25 %
55 ქართული მარში — ეროვნული მოძრაობა &&&&&&&&&&&04753.&&&&&04 753 0,25 %
46 გია ჟორჟოლიანი — სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის &&&&&&&&&&&04413.&&&&&04 413 0,23 %
17 ირაკლი ოქრუაშვილი — გამარჯვებული საქართველო &&&&&&&&&&&03750.&&&&&03 750 0,19 %
51 საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა &&&&&&&&&&&03245.&&&&&03 245 0,17 %
47 ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია &&&&&&&&&&&03124.&&&&&03 124 0,16 %
34 სოციალური სამართლიანობისთვის &&&&&&&&&&&02885.&&&&&02 885 0,15 %
31 თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა &&&&&&&&&&&02841.&&&&&02 841 0,15 %
7 თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის &&&&&&&&&&&02728.&&&&&02 728 0,14 %
6 მომავალი საქართველო &&&&&&&&&&&02206.&&&&&02 206 0,11 %
14 ბეჟან გუნავა — ქართული არჩევანი &&&&&&&&&&&02165.&&&&&02 165 0,11 %
1 თეთრები &&&&&&&&&&&02103.&&&&&02 103 0,11 %
13 რეფორმერი &&&&&&&&&&&02063.&&&&&02 063 0,11 %
26 ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის“ &&&&&&&&&&&01979.&&&&&01 979 0,10 %
28 ქართული ფესვები &&&&&&&&&&&01914.&&&&&01 914 0,10 %
42 „რეფორმატორები“ &&&&&&&&&&&01658.&&&&&01 658 0,09 %
43 ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის) &&&&&&&&&&&01563.&&&&&01 563 0,08 %
60 საქართველოს განვითარების პარტია &&&&&&&&&&&01549.&&&&&01 549 0,08 %
23 „ახალი ძალა“ &&&&&&&&&&&01458.&&&&&01 458 0,08 %
9 გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია &&&&&&&&&&&01305.&&&&&01 305 0,07 %
30 შეცვალე საქართველო &&&&&&&&&&&01292.&&&&&01 292 0,07 %
20 საქართველო &&&&&&&&&&&01189.&&&&&01 189 0,06 %
18 მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს &&&&&&&&&&&01048.&&&&&01 048 0,05 %
32 სახალხო პარტია &&&&&&&&&&&01005.&&&&&01 005 0,05 %
49 ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი &&&&&&&&&&&&0982.&&&&&0982 0,05 %
50 პროგრესული საქართველო &&&&&&&&&&&&0980.&&&&&0980 0,05 %
12 მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის &&&&&&&&&&&&0739.&&&&&0739 0,04 %
11 მშრომელთა სოციალისტური პარტია &&&&&&&&&&&&0610.&&&&&0610 0,03 %
57 მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ &&&&&&&&&&&&0583.&&&&&0583 0,03 %
48 არჩევანი სამშობლოსათვის &&&&&&&&&&&&0536.&&&&&0536 0,03 %
53 ტრადიციონალისტები &&&&&&&&&&&&0479.&&&&&0479 0,02 %
16 ახალი ქრისტიან-დემოკრატები &&&&&&&&&&&&0460.&&&&&0460 0,02 %
52 სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი &&&&&&&&&&&&0424.&&&&&0424 0,02 %
33 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) &&&&&&&&&&&&0421.&&&&&0421 0,02 %
54 ანა რეხვიაშვილი - სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები &&&&&&&&&&&&0334.&&&&&0334 0,02 %
მიღებული ბიულეტენები
ბათილი ბიულეტენები
აქტივობა 1 970 540 56,11%
ამომრჩეველი 3 526 023 100,00%
წყარო: შედეგები დაარქივებული 2021-01-04 საიტზე Wayback Machine. , აქტივობა დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine. , მანდატები დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine.
შედეგები მაჟორიტარული წესით
ოლქი I ადილი II ადგილი
კანდიდატი ხმები % კანდიდატი ხმები %
1 მთაწმინდა-კრწანისი ბექა ოდიშარია 22 315 45,61% შალვა შავგულიძე 14 254 29,14%
2 ვაკე ნოდარ ტურძელაძე 25 333 42,21% ელენე ხოშტარია 21 320 35,52%
3 საბურთალო დავით სერგეენკო 32 066 43,81% ალეკო ელისაშვილი 14 181 19,38%
4 ისანი კახა კახიშვილი 26 154 48,14% ხატია დეკანოიძე 14 658 26,98%
5 სამგორი სოზარ სუბარი 32 199 45,82% ლევან ხაბეიშვილი 27 506 39,14%
6 დიდუბე-ჩუღურეთი გიორგი ვოლსკი 29 414 42,64% ზურაბ ჯაფარიძე[] 14 529 21,06%
7 ნაძალადევი მიხეილ ყაველაშვილი 28 584 43,72% შალვა ნათელაშვილი 16 339 24,99%
8 გლდანი ნიკა მელია 31 391 44,06% ლევან კობიაშვილი 30 261 42,47%
9 გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი დავით სონღულაშვილი 45 250 52,97% ლევან ბეჟაშვილი 23 980 28,07%
10 თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი ირაკლი ქადაგიშვილი 41 662 47,26% გიორგი ბოტკოველი 35 645 40,43%
11 მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი შალვა კერესელიძე 25 194 49,67% ცეზარ ჩოჩელი 17 134 33,78%
12 რუსთავი-გარდაბანი ნინო ლაცაბიძე 35 428 47,31% დავით კირკიტაძე 24 418 32,61%
13 მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი 31 078 51,43% აზერ სულეიმანოვი 23 502 38,89%
14 ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა გოგი მეშველიანი 33 177 55,44% კახა ოქრიაშვილი 23 666 39,55%
15 კასპი-გორი გიორგი ხოჯევანიშვილი 41 333 55,58% ბადრი ბასიშვილი 20 790 27,96%
16 ხაშური-ქარელი ზაალ დუგლაძე 28 925 49,32% ნატო ჩხეიძე 17 536 29,90%
17 ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა ანტონ ობოლაშვილი 33 149 61,85% ვაჟა ჩიტაშვილი 12 981 24,22%
18 ახალქალაქი-ნინოწმინდა სამველ მანუკიანი 19 031 61,48% ენზელ მკოიანი 6202 20,04%
19 ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტია გოჩა ენუქიძე 15 962 59,45% დილარ ხაბულიანი 4263 15,88%
20 საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული პაატა კვიჟინაძე 43 143 69,14% გიორგი კაპანაძე 9032 14,47%
21 ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი ბეჟან წაქაძე 38 290 49,77% კახა გეწაძე 20 764 26,99%
22 სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი გივი ჭიჭინაძე 42 080 51,40% ნანუკა ჟორჟოლიანი 25 806 31,52%
23 ქუთაისი ზაზა ლომინაძე 30 119 42,44% გრიგოლ ვაშაძე 24 639 34,72%
24 ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ვასილ ჩიგოგიძე 35 287 55,75% მანუჩარ კვირკველია 13 867 21,91%
25 წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშა ალექსანდრე მოწერელია 31 973 53,51% როლანდ ფიფია 20 629 34,52%
26 ფოთი-ხობი-სენაკი ირაკლი ხახუბია 32 916 54,08% მურთაზ ზოდელავა 16 608 27,29%
27 ზუგდიდი ირაკლი ჩიქოვანი 26 085 48,24% მალხაზ ჯალაღონია 19 973 36,93%
28 ბათუმი რესან კონცელიძე 32 105 41,41% ლევან ვარშალომიძე 28 934 37,32%
29 ქობულეთი-ხელვაჩაური ზაალ მიქელაძე 22 369 52,52% ბონდო თედორაძე 14 536 34,73%
30 ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ანზორ ბოლქვაძე 27 752 46,60% მიშა ბოლქვაძე 19 442 32,65%
წყარო: ცესკო დაარქივებული 2021-01-04 საიტზე Wayback Machine.
  1. ცესკოს თავდაპირველი ინფორმაციით მეორე ადგილზე გავიდა ანა დოლიძე, თუმცა მოგვიანებით საბოლოო შედეგებში ჩასწორება შევიდა.[29]

პარალელური დათვლა

რედაქტირება

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები გამოაქვყენა ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები. სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96,1%-სგან.[30]

პირველადი შედეგები (პროპორციული წესით, უბნების 87%)[30]
პარტია გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
№41 ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო 45,8% 0,7% 45,1% 46,5%
№5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 26,4% 0,6% 25,8% 27,0%
№2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო 3,7% 0,2% 3,5% 3,9%
№8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი 3,1% 0,1% 3,0% 3,2%
№56 ლელო-მამუკა ხაზარაძე 3,1% 0,2% 2,9% 3,3%
№25 გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 3,0% 0,1% 2,9% 3,1%
№36 გირჩი 2,8% 0,2% 2,6% 3,0%
№24 ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები 1,3% 0,1% 1,2% 1,4%
№10 შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია 1,0% 0,1% 0,9% 1,1%
№3 ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო 0,9% 0,1% 0,8% 1,0%

შეფასება

რედაქტირება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა.[31]

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადების თანახმად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გამოიკვეთა, დაფიქსირდა წილისყრის წესის დარღვევაც. ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა.[32]

არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს. პარლამენტის წინ მისული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმური იყო.[33] 2 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ. შეკრების მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იყო.[34]

ამავე დღეს ახლადარჩეული პარლამენტის ბოიკოტის შესახებ განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ: ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა და პატრიოტთა ალიანსმა.[35] ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ მეორე ტურებში, რომლებიც 21 ნოემბერს, 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.[36]

მეორე ტური

რედაქტირება
 
მაჟორიტარული ოლქები, სადაც მეორე ტურები ჩატარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 ნოემბრის სხდომის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა; ასევე, ქუთაისში გაიმართა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.[37]

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია — ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 — საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 — „შალვა ნათელაშვილი —საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 — „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“, №36 — „გირჩი“, №41 — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[37]

მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურა 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.[37]

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობდნენ და მოითხოვდნენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.[38]

21 ნოემბერს, ღამით ცესკო-მ განცხადება გაავრცელა, მასში ნათქვამი იყო, რომ საიტზე ოქმების ატვირთვისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი.[39] მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ზოგიერთ კანდიდატს 100%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. სოზარ სუბარს მიღებული ჰქონდა 164,46%, ირაკლი ჩიქოვანს 118,08%, ნინო ლაცაბიძეს 104,22%, შალვა კერესელიძეს 101,53%, ზაალ დუგლაძეს 104,86%, ხოლო ანზორ ბოლქვაძეს 105,15%.[40]

აქტივობა

რედაქტირება
ამომრჩეველთა აქტივობა
დრო
რაოდენობა
პროცენტი
10:00
&&&&&&&&&&075037.&&&&&075 037
  
3,51%[41]
12:00
&&&&&&&&&0177462.&&&&&0177 462
  
8,29%[42]
15:00
&&&&&&&&&0352456.&&&&&0352 456
  
16,47%[43]
17:00
&&&&&&&&&0443963.&&&&&0443 963
  
20,74%[44]
20:00
&&&&&&&&&0562664.&&&&&0562 664
  
26,29%[45]

საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება 20 საათამდე ჰქონდა.[38] დილით ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხადაში საარჩევნო უბანი უამინდობის გამო ერთი საათით გვიან გაიხსნა; შატილსა და გუდაურში კი რამდენიმე უბანი უამინდობის გამო ვერ გაიხსნა.[46]

10:00 საათზე ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდა იმერეთის რეგიონში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში (ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათი) და ის 4,7%-ს შეადგენდა, ყველაზე დაბალი აქტივობა კი საბურთალოზე: 2,5%.[41] 12:00 საათზე — ამავე ოლქებში 11,4% და 6,2% შესაბამისად.[42] 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა იყო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში (21%), ყველაზე დაბალი — ნაძალადევში (12,6%).[43] 17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე აქტიური ოლქი იყო ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულო, ხოლო ყველაზე პასიური — კვლავ ნაძალადევი (16%).[47] 20:00 საათისთვისაც ამ ოლქებში ფიქსირდებოდა ექსტრემუმები — 39,29% და 20,04% შესაბამისად.[45]

შედეგები

რედაქტირება
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მეორე ტურში გასული კანდიდატები ხმები %
№1 — მთაწმინდა, კრწანისი №2 — შალვა შავგულიძე 1727 8,43%
№41 — ბექა ოდიშარია 18769 91,57%
№2 — ვაკე №2 — ელენე ხოშტარია 1378 6,28%
№41 — ნოდარ ტურძელაძე 20549 93,72%
№3 — საბურთალო №24 — ალექსანდრე ელისაშვილი 2770 10,08%
№41 — დავით სერგეენკო 24697 89,92%
№4 — ისანი №5 — ხატია დეკანოიძე 1879 7,85%
№41 — კახა კახიშვილი 22055 92,15%
№5 — სამგორი №5 — ლევან ხაბეიშვილი 3573 11,32%
№41 — სოზარ სუბარი 27993 88,68%
№6 — დიდუბე, ჩუღურეთი №36 — ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3188 10,05%
№41 — გიორგი ვოლსკი 28522 89,95%
№7 — ნაძალადევი №10 — შალვა ნათელაშვილი 2223 8,6%
№41 — მიხეილ ყაველაშვილი 23629 91,4%
№8 — გლდანი №5 — ნიკანორი მელია 3032 10,64%
№41 — ლევან კობიაშვილი 25474 89,36%
№10 — თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი №5 — გიორგი ბოტკოველი 5608 11,17%
№41 — ირაკლი ქადაგიშვილი 44616 88,83%
№11 — მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი №5 — ცეზარი ჩოჩელი 2076 7,47%
№41 — შალვა კერესელიძე 25728 92,53%
№12 — რუსთავი, გარდაბანი №5 — დავით კირკიტაძე 4012 10,21%
№41 — ნინო ლაცაბიძე 35297 89,79%
№16 — ხაშური, ქარელი №5 — ნატო ჩხეიძე 2763 8,28%
№41 — ზაალ დუგლაძე 30602 91,72%
№21 — ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი №5 — კახა გეწაძე 3488 8,06%
№41 — ბეჟან წაქაძე 39810 91,94%
№23 — ქუთაისი №5 — გრიგოლ ვაშაძე 2626 8,08%
№41 — ზაზა ლომინაძე 29866 91,92%
№27 — ზუგდიდი №5 — მალხაზ ჯალაღონია 2064 6,12%
№41 — ირაკლი ჩიქოვანი 31678 93,88%
№28 — ბათუმი   №5 — ლევან ვარშალომიძე 4172 12,19%
№41 — რესან კონცელიძე 30057 87,81%
№30 — ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო №5 — მიშა ბოლქვაძე 4293 11,81%
№41 — ანზორ ბოლქვაძე 32062 88,19%
წყარო: ცესკო დაარქივებული 2021-01-04 საიტზე Wayback Machine.

საბოლოო შედეგები

რედაქტირება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამაცხადა და წარადგინა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში შემსვლელი დეპუტატების სია.[48]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. „საერთაშორიოს გამჭვირვალობა“ (21 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  2. „პოლონეთისა და უკრაინის საგარეო უწყებები ანტისაოკუპაციო ბრძოლაში აქციას მხარს უჭერენ“. On.ge. 22 ივნისი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს“. www.interpressnews.ge. 24 ივნისი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 „ოცნების 35 დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე ინიციირებულ თავისივე კანონს ხმა არ მისცა“. On.ge. 13 ნოემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 „შეთანხმება შედგა — 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება“. On.ge. 8 მარტი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარი საქართველოში — ფორმულა“. On.ge. 23 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. კუპრეიშვილი, თაზო (15 მაისი, 2020). „პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 „პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა — არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება“. On.ge. 29 ივნისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 „როგორ დაყვეს საქართველო 30 მაჟორიტარულ ოლქად — ფორმულას ექსკლუზივი“. formulanews.ge. 23 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნუმერაცია და მასში შემავალი რაიონები/მუნიციპალიტეტები. ცესკო. cesko.ge (5 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  11. არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. netgazeti.ge (31 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  12. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა“. cesko.ge. ცესკო. 4 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  13. პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკო. cesko.ge (2020-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-06. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  14. ხმის მიცემა დაიწყო — რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა. report.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-06. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  15. ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო. netgazeti.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  16. 16.0 16.1 საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. „რადიო თავისუფლება“. radiotavisupleba.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  17. დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. ცესკო. cesko.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  18. საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. interpressnews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  19. ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩეველი ხმას 20 საათის შემდეგაც მისცემს. batumelebi.netgazeti.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  20. აქტივობის სტატისტიკა. ცესკო. cesko.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  21. 21.0 21.1 ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით. ცესკო. cesko.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  22. 22.0 22.1 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ია, 2016 წელს 34,79%. tabula.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  23. 23.0 23.1 23.2 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია — ცესკო. on.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  24. 24.0 24.1 24.2 აქტივობა 20:00 საათზე: 2020 — 56,11%; 2016 — 51,63%; 2012 — 60,8%. formulanews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  25. ცესკო ადასტურებს, რომ რამდენი საარჩვენო უბანზე ხმის მიცემის პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა. netgazeti.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  26. 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,41% იყო — ცესკო. on.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  27. 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 36.45% შეადგინა. interpressnews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
  28. 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56,11%-ია — ცესკო. on.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2020.
  29. კოდალაშვილი, ნინი (1 ნოემბერი, 2020). „მეორე ტურში ჯაფარიძე გადავიდა – ცესკომ მონაცემები შეცვალა“. newsreport.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  30. 30.0 30.1 ხმების პარალელური დათვლის შედეგები: ქართული ოცნება – 45,8%; ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია – 26,4%, droa.ge
  31. „საია ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  32. უცნობი პირები საარჩევნო უბნებზე და ამომრჩევლების აღრიცხვა — ISFED-მა დარღვევები გამოავლინა. formulanews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2020.
  33. „პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან“. kvira.ge. 1 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  34. „ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება“. pia.ge (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  35. „არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის“. Tabula. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  36. „16 მაჟორიტარული ოლქი, სადაც მეორე ტური გაიმართება - რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  37. 37.0 37.1 37.2 პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ცესკო. cesko.ge (2020-11-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-19. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.
  38. 38.0 38.1 „დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური“. „რადიო თავისუფლება“. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  39. „ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით“. cesko.ge. ცესკო. 22 ნოემბერი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  40. „სუბარი – 164%, ჩიქოვანი – 118%, ბოლქვაძე – 105%, დუგლაძე – 104% – რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ ცესკოს საიტზე“. droa.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  41. 41.0 41.1 „ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 3,51%-ია“. civil.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  42. 42.0 42.1 „ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 8,29%-ია – ცესკო“. netgazeti.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  43. 43.0 43.1 „ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 16,47 პროცენტი შეადგინა“. tv4.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  44. „ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 20,74 %-ია – ცესკო“. netgazeti.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  45. 45.0 45.1 „20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 26,29%-ია — ცესკო“. on.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  46. „შატილსა და გუდაურში რამდენიმე უბანი უამინდობის გამო ვერ გაიხსნა — ცესკო“. on.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  47. „17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 20,74% შეადგინა“. ghn.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  48. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2020.