მომავალი საქართველო
მომავალი საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2008 წლის 16 თებერვალს, ხოლო ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2008 წლის 22 თებერვალს.[1]
მომავალი საქართველო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | გიორგი ლაღიძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 22 თებერვალი, 2008 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | საქართველო, თბილისი, ა. ხორავას N9 |
http://momavalisaqartvelo.ge/ |
პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო გიორგი ლაღიძე, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. გიორგი ლაღიძე პროფესიით იურისტია.[1]
პარტიის თავმჯდომარე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყო, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.[1]
ორგანიზაციული სტრუქტურა რედაქტირება
პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა.[1]
პარტიის აღმასრულებელი ორგანოა მთავარი კომიტეტი, რომელიც შედგება 7 წევრისგან და არჩეულნი არიან 4 წლის ვადით. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო კომისია.[1]
შედეგები არჩევნებში რედაქტირება
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2012 | საპარლამენტო | 0,03% | ვერ გადალახა ბარიერი |
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ოფიციალური საიტი[დაარქივებული]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-08-24.