შენების მოძრაობა — პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში. დაარსდა 2017 წლის 16 ივნისს რესპულიკური პარტიიდან წამოსული პოლიტიკური ლიდერების მიერ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.[1]

შენების მოძრაობა
შენების მოძრაობა
ხელმძღვანელობა
ლიდერი დავით უსუფაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 16 ივნისი, 2017
პოზიციები
იდეოლოგია ცენტრიზმი
შეერწყა ლელო საქართველოსთვის
შერწყმის თარიღი 22 დეკემბერი. 2019
ფერები     

დაარსებიდან ორ თვეში შენების მოძრაობამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. პირველ არჩევნებში მოძრაობამ 0,76% მიიღო და მერვე ადგილი დაიკავა.[2] შენების მოძრაობის თბილისი მერობის კანდიდატი ყოფილი რესპუბლიკელი თენგიზ შერგელაშვილი იყო, რომელმაც ხმათა 0,25% მიიღო და მეცხრე ადგილზე გავიდა.[2]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილმა 2,36% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. არჩევნების მეორე ტურში „შენების მოძრაობამ“ მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა.

პოლიტიკური პარტია გაუქმდა 2019 წლის 22 დეკემბერს და შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „ლელოს“.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება