ირაკლი ხახუბია (დ. 15 მაისი, 1971, ფოთი — გ. 27 ოქტომბერი, 2022, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი და პოლიტიკოსი.

ირაკლი ხახუბია
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1971
დაბადების ადგილი ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 2022(2022-10-27)[1] (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1971 წლის 15 მაისს, ფოთში. 1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში იყო ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე და მე-3 კლასის ზეინკალი. 1994-1995 წლებში იყო შპს „ბესსის“ მარკეტინგული განყოფილების გამგე. 1996-1997 წლებში — ს/ს „ფოთინავთობპროდუქტის“ ლაბორანტი. 1997-1999 წლებში იყო ს/ს ფოთინავთობპროდუქტის“ დირექტორი კომერციულ დარგში. 2000-2002 წლებში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილებაში. 2002-2003 წლებში იყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსსამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი. 2003 წელს იყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე. 2003-2004 წლებში — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი. 2004 წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2004-2005 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2005 წელს იყო ფინანსთა სმინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი. ამავე წელს იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთი, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. არის შპს „აისბერგი-2“-სა (2010 წელი) და შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელი (2012). 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთისა და გრიგოლეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020-2022 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება