ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი

ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსიპოლიტიკური პარტია საქართველოში. იგი 2020 წლის 7 ივნისს, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაარსდა (მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი).

ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი
ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
გენერალური მდივანი მარიამ ჯაში
ისტორია
დაფუძნდა 7 ივნისი, 2020
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
ევროატლანტიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები          

დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა თბილისში, სადაც დელეგატების ხმის მიცემით დამტკიცდა პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი. ყრილობაზე აგრეთვე დამტკიცდა პარტიის სახელწოდება „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“.[1] პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივნად — მარიამ ჯაში, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ — ზვიად კვაჭანტირაძე.[2]

პარტიის წესდების მიხედვით, პოლიტიკური ხედვა ეფუძნება სოციალურ სამართლიანობას, სოლიდარობას, კეთილდღეობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებით ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას.[3]

„ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ მონაწილეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მათ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დააყენეს კანდიდატი.[4]

პარტიამ არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა. მოგვიანებით მისი რიგები დატოვეს გედევან ფოფხაძემ და თვითონ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა.[5]

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება

საპარლამენტო

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 8 335 0,43
0 / 150
ახალი გარესაპარლამენტო
  1. ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან. რადიო თავისუფლება (7 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  2. დამოუკიდებელი დეპუტატები ახალი პარტიის „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ პრეზენტაციას მართავენ. interpressnews.ge (7 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.
  3. ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ნაწილმა ახალი პარტია დააფუძნა. civil.ge (8 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
  4. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ შექმნეს. imedinews.ge (7 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-01. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.
  5. აფრიამაშვილი, სოფო (8 თებერვალი, 2021). „“ცალსახად არ ვაპირებ სხვა პარტიაში გაერთიანებას” — ნაცვლიშვილი “სოლიდარობის ალიანსს” ტოვებს“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)