მთავარი მენიუს გახსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 ტერიტორიული ერთეულია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
Adjara-khelvachauri-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Khelvachauri Municipality.svg Xelvachauris gerbi.jpg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის არ
ადმ. ცენტრი ხელვაჩაური
შიდა დაყოფა აგარა, აგარა, ავგია (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), აჭარისაღმართი, აჭარისწყალი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ახალსოფელი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ახალშენის მეურნეობა, განახლება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), განთიადი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), გვარა და ერგე
კოორდინატები 41°35′08″ ჩ. გ. 41°40′08″ ა. გ. / 41.58556° ჩ. გ. 41.66889° ა. გ. / 41.58556; 41.66889
მერი ჯუმბერ ვარდმანიძე     
ფართობი 413 კმ²
მოსახლეობა 51,189 (2014)[1] ,
90,843 (17 იანვარი 2002)[2]
სატელეფონო კოდი +995 (427)
საფოსტო ინდექსი 6400
ISO 3166 კოდი GE-29
ოფიციალური საიტი http://khelvachauri.ge
GEO-ARA-KH.svg

სექციების სია

გეოგრაფიარედაქტირება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს ტერიტორია ოდითგანვე იწვევდა დიდი ინტერესს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით,ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტებით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ფართობი — 36711.174 ჰა. მოსახელობა — 62 828. 37 ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი — 64. მუნიციპალიტეტის ადმინსიტრაციული ცენტრი მდებარეობს ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა #23.

ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ.ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთითშავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლიაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ბორცვიანი მთისწინეთის ზონაა (მთა ანარია, 410 მ, მთა ჯვარი, 418 მ). უფრო პერიფერიულ ნაწილებში ჩაქვის (სამხრეთ-დასავლეთით), ჭანეთისა და (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და კარჩხალის (ჩრდილო-დასავლეთით) ქედების დაბალი და საშუალო სიმაღლის განტოტებებია (მთა ბოლოკო, 1 531 მ, მთა მირვეთი, 1 094 მ, მთა გორეზული, 1 447 მ), რომლებიც ძირითადად აგებულია შუა ეოცენური ანდეზიტური განფენებითა და მათი პიროკლასტოლითებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. ახალიმიწების ათვისება პრაქტიკულად ამოწურულია. მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიულიდა კლიმატური პირობებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავა, ისევე როგორც შავიზღვის მთელი სანაპირო ზოლისა, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახე სხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევადობით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავის სუბტროპიკული ხასიათი და ბუნება უმთავრესად განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით.

ნალექების უმეტესი ნაწილი უმთავრესად შემოდგომასა და ზამთარში მოდის. ყვველაზე უმცირესი კი გაზაფხულსა და ზაფხულში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე უდრის 1,9 მ/წმ-ს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზღ.დ. 500-1200 მ-მდე გავრცელებული არის ტყის ზონა, რომელიც უმთავრესწილად წარმოდგენილია სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარით. ამ ზონის ფარგლებში ძირითადად ვხდებით წიფელის ტყეებს.

ძუძუმწოვართაგან გავრცელებულია ტურა, მგელი, დათვი, ირემი, შველი. ასევე მრავლადაა სხვა და სხვა სახის ხელფრთიანები, მაგალითად, ღამურა, ჭილყვავი, შევარდენი, ძერა, ოფოფი, ტყის ქათამი, გედი, იხვი, მწყერი.

ისტორიარედაქტირება

XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი ოსმალეთის იმპერიიდან დღევანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში სილიბაურში, ანკისისა და ფეიზიში გადავიდა საცხოვრებლად. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დღესაც მრავლად ცხოვრობენ რეგიონში — საერთო ჯამში, დაახლოებით 1600 ეთნიკური აფხაზი

1917 წლამდე ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აჭარის ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს ცალკე გამოიყო და ეწოდა ჭოროხის მაზრა, 1929 წლიდან ეწოდა ბათუმის მაზრა, 1930 წლიდან 1968 წლამდე ბათუმის რაიონი იყო. 1968 წლიდან ხელვაჩაურის რაიონია, ხოლო 2006 წლიდან — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. 2009–2011 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო. ბათუმს გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ხელვაჩაური. ამიტომ მუნიციპალიტეტის მმართველობა ქალაქ ბათუმშია განთავსებული.

მოსახლეობარედაქტირება

წლები[3] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მოსახლეობა 42,870   61,905   71,887   83,562   85,200   90,843   51,189   51,500   51,800   52,100

ადგილობრივი თვითმმართველობარედაქტირება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იყოფა 11 ადმინისტრაციულ ერთეულად.

1) მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი.

2) ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: წინსვლა, კაპრეშუმი, აგარა, ყოროლისთავი, ორთაბათუმი, მასაურა, ქვედა სალიბაური, სალიბაური.

3) ახალშენის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ახალშენი, ზედა ახალშენი, ხეღრუ, განახლება, ქვედა სამება, სამება.

4) ფერიის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მნათობი, ფერია, ახალშენის მეურნეობა.

5) შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მახვილაური, შარაბიძეები, ზანაქიძეები, ხელვაჩაური, ერგე, ზედა ერგე, ქვემო ჯოჭო, ზემო ჯოჭო.

6) თხილნარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მახო, სიმონეთი, აგარა, ზედა თხილნარი, მურმანეთი, თხილნარი, ომბოლო.

7) ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა ჭარნალი, ახალსოფელი, ავგია, ჭარნალი.

8) სარფის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: სარფი.

9) მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეული.

ქდასახლებები: ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქოქოლეთი.

10) კირნათის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: კირნათი, კობალეთი, გვარა, შუშანეთი, ზედა კირნათი, მარადიდი, ძაბლავეთი.

11) აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: კიბე, კაპნისთავი, აჭარისწყალი, მაღლაკონი, მაჭახლისპირი, ხერთვისი, მირვეთი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშარედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილ-გადაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად): I ნაწილი და III ნაწილი გადაკვეთილია ტეხილად; I ნაწილი - მეწამულ ველზე მოთავსებულია გადაჯვარედინებული ორი ოქროს თოფი; II ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს საწმისი, ქვედა ნაწილში ოქროს ციხე-სიმაგრე; III ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში ვერცხლის სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი; IV ნაწილი - ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი -სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ხელვაჩაური”.

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად, პირველი ნაწილი ჰორიზონტალურად ტეხილად არის გაყოფილი თანაბარ მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად მეორე ნაწილის ლაჟვარდოვან ველს ჰორიზონტალურად ყოფს სამი ვერცლის სარტყელი. დროშის პროპორციაა 2:3.

ღირსშესანიშნაობანირედაქტირება

  • ჩიქუნეთი — ადრეული შუა საუკუნეების ხიდი;
  • მახო — თაღოვანი ხიდი;
  • ერგე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხე;
  • ახალშენი — შუა საუკუნეების ეკლესია.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება