მთავარი მენიუს გახსნა

სერგეი გავრილოვი (პოლიტიკოსი)

(გადამისამართდა გვერდიდან სერგეი გავრილოვი)

სერგეი ანატოლის ძე გავრილოვი (რუს. Серге́й Анато́льевич Гаври́лов; დ. 27 იანვარი, 1966, ტულა, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან. 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ, რომელიც პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაარბია.

სერგეი ანატოლის ძე გავრილოვი
Серге́й Анато́льевич Гаври́лов
Сергей Гаврилов (duma.gov.ru).jpg
დაბ. თარიღი 27 იანვარი, 1966 (1966-01-27) (53 წლის)
დაბ. ადგილი ტულა, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
რელიგია მართლმადიდებლობა
პარტია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება