მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Московский государственный университет имени М. В. Ломоносова, აკრონიმი МГУ, MSU, MGU) — უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტია რუსეთში, დაფუძნდა 1755 წელს. უნივერსიტეტს 4.000-მდე მასწავლებელი, 31.000 სტუდენტი და 7.000 მუშა დოცენტი ჰყავს.

Московский государственный университет имени М. В. Ломоносова
დევიზი Scientia est clara cognitio veritatis, illustratio mentis
დაფუძნდა 1755
ატარებს სახელს მიხეილ ლომონოსოვი
დამფუძნებელი (-ები) მიხეილ ლომონოსოვი და ივანე შუვალოვი
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი
რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი
სტუდენტი 38 150
მდებარეობა რამენკი
ქვეყანა რუსეთი[1]
კავშირები LIGO Scientific Collaboration
აფილაცია Association of Professional Schools of International Affairs
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი — რუსეთი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://www.msu.ru/, https://www.msu.ru/en/ და https://www.msu.ru/ch/
 
მთავარი შენობები მახოვაიას ქუჩაზე, 1798. ამჟამად განლაგებულია ფსიქოლოგიისა და ჟურნალიზმის ფაკულტეტები.

უნივერსიტეტი დაარსდა ვახუშტი ბაგრატიონის, ივან შუვალოვისა და მიხეილ ლომონოსოვის ძალისხმევით რუსეთის იმპერატრიცა ელიზავეტას 1755 წლის 25 იანვრის ბრძანებულების საფუძველზე. პირველი ლექცია ამავე წლის 26 აპრილს წაიკითხეს. თუმცა სტუდენტის დღედ რუსეთში დღემდე 25 იანვარი აღინიშნება.

უნივერსიტეტს თავდაპირველად გამოეყო მთავარი სამედიცინო მაღაზიის შენობა წითელ მოედანზე, მოგვიანებით კი ეკატერინე დიდის ბრძანებით იგი გადატანილ იქნა მის ამჟამინდელ ნეოკლასიკურ შენობაში მახოვაიას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს.

მე-18 საუკუნეში უნივერსიტეტს სამი ფაკულტეტი ჰქონდა — ფილოსოფიის, სამედიცინო და იურისპრუდენციის. 1779 წელს მიხაილ ხერასკოვმა დააფუძნა დიდგვაროვანთა პანსიონი (Благородный пансион), რომელიც 1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა. უნივერსიტეტის სტამბა, რომელსაც 1780-იან წლებში ნიკოლაი ნოვიკოვი ხელმძღვანელობდა, უშვებდა ყველაზე პოპულარულ გაზეთს იმპერიულ რუსეთში — მოსკოვსკიე ვედომოსტი.

1905 წელს უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომლის მოწოდება იყო მეფის ჩამოგდება და რუსეთის რესპუბლიკად გადაქცევა. ცარისტული მთავრობა უნივერსიტეტს დახურვით დაემუქრა. 1911 წელს უნივერსიტეტის კამპუსზე კავალერიის შემოყვანისა და პროფესორთა შეურაცხყოფის პროტესტის ნიშნად, 130 მეცნიერი და პროფესორი კოლექტიურად გადადგა, მათ შორის იყვნენ ნიკოლაი ზელინსკი, პიოტრ ლებედევი და სერგეი ჩაპლიგინი. ამას უნივერსიტეტის მასიური წმენდა მოჰყვა, რის შედეგად ათასობით სტუდენტი გაირიცხა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ უნივერსიტეტში ღარიბი ფენებისა და გლეხების ბავშვებიც დაუშვეს. 1919 წელს სწავლის საფასური გაუქმდა და მუშათა კლასის ბავშვებისთვის მოსამზადებელი კლასები შეიქმნა, რათა მათ ჩასარიცხი გამოცდებისთვის მომზადება შესძლებოდათ. 1940 წელს უნივერსიტეტს მისი ფუძემდებლის მიხაილ ლომონოსოვის სახელი დაერქვა.

მთავარი შენობა

რედაქტირება
 
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა

1953 წლიდან მთავარი განყოფილებები მდებარეობს ვორობიოვკაზე (ყოფილი „ლენინსკიე გორი“). შენობის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ ლევ რუდნევს. ომისშემდგომ პერიოდში სტალინის ბრძანებით ქალაქში აშენდა შვიდი უზარმაზარი ნეოკლასიკური ცათამბჯენი. მგუ-ს მთავარი შენობა მათგან უდიდესი იყო. ის ასევე უმაღლესი შენობა იყო იმ პერიოდში მთელს ევროპაში. შენობის მთავარი კოშკი 240 მ, 36 სართულიანი იყო და ჰქონდა ოთხი ფრთა სტუდენტური და მასწავლებელთა საცხოვრებლებით. შენობის კორიდორთა სიგრძე 33 კმ-ია, ხოლო ოთახთა საერთო რაოდენობა - 5000. ვარსკვლავი კოშკის თავზე 12 ტონას იწონის და იმხელაა, რომ ის მცირე ოთახსა და სათვალთვალო დეკს დაიტევდა. შენობის ფასადის მთავარი ორნამენტებია უზარმაზარი საათები, ბარომეტრები, თერმომეტრები, მონუმენტური ძეგლები და საბჭოთა სიმბოლიკა. შენობის წინ ტერასაზე შესაბამისი პროპორციების მომავლისკენ ომპტიმისტურად და თავდაჯერებით მომზირალი ქალ-ვაჟი სტუდენტების მონუმენტი დგას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Directory of Open Access Journals — 2003.