ნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძე (დ. 1 ივნისი, 1960, გორი)[1] — ქართველი ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს სამი მოწვევის (1999, 2016, 2020) პარლამენტის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი.[2]
ნატო ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ივნისი, 1960 |
დაბადების ადგილი | გორი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია |
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (2018-მდე) „სახელმწიფო ხალხისთვის“ (2020-დან) |
საქმიანობა | პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი |
მამა | ოთარ ჩხეიძე |
მეუღლე/ები | ზაზა ოქუაშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანატო ჩხეიძე დაიბადა 1960 წლის 1 ივნისს, ქართველი მწერლის ოთარ ჩხეიძის ოჯახში. მისი მშობლიური სოფელი არის ყელქცეული (გორის მუნიციპალიტეტი).[3] 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1977–1978 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოთეკის ტექნიკოსი, 1984–1986 წლებში — თბილისის პოლიკლინიკის ანატომიის ლაბორატორიის ორდინატორი. 1986–1994 წლებში იყო თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. 1994–1999 წლებში იკავებდა ასისტენტის თანამდებობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“. 2004 წელს იყო ტელეკომპანია „იბერიას“ რედაქტორი, 2004–2016 წლებში — შპს „ომეგას“ განყოფილების ხელმძღვანელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2019 წლის 11 მარტიდან — პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ხოლო 2018 წლის 19 ოქტომბრიდან — პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 2018 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და მოღვაწეობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[4]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ №16 საარჩევნო ოლქის (ხაშურისა და ქარელი მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[5] მან ხმების 29,9% (17536) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[6] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნატო ჩხეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნატო ჩხეიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ნატო ჩხეიძე. declaration.gov.ge (30 დეკემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.01.2022. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.
- ↑ „ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება“. news.ge (2017-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ნატო ჩხეიძემ მშობლიურ სოფელ ყელქცეულში არჩევნები წააგო. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2020-11-02). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
- ↑ ნატო ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. reginfo.ge (2018-09-18). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.