ძალა ერთობაშია (კოალიცია)
ძალა ერთობაშია — პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია საქართველოში. ჩამოყალიბდა 2018 წლის 15 ივლისს როგორც ოპოზიციური ალიანსი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ძალა ერთობაშია | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ისტორია | |
დაფუძნდა | 15 ივლისი, 2018 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ეკონომიკური ლიბერალიზმი სამოქალაქო ნაციონალიზმი ევროატლანტიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
28 / 150 |
ფერები |
ისტორიარედაქტირება
კოალიციის შექმნის მთავარი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში. 19 ივლისს ალიანსის წევრები შეჯერდნენ საერთო საარჩევნო კანდიდატზე, რომელიც გახდა გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში.
2020 წლის 27 ივლისს გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ და თაკო ჩარკვიანის „კანონმა და სამართალმა“ კოალიცია დატოვეს და განაცხადეს, რომ ერთად მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.[1] 1 სექტემბერს კოალიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალიანსი არ დაიშლება და ამ წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.[2] 15 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევიდა საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ („ევროპელი დემოკრატები“) და კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.[3] კოალიციაში შემავალი ზოგიერთი სხვა პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად დარეგისტრირდა.[4]
პოლიტიკური პლატფორმარედაქტირება
კოალიციის გამოცხადებული მიზნებია: სოფლის მეურნეობის განვითარება, რათა შეწყდეს სოფლების დაცლის პროცესი,[5] ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაცია, მერიტოკრატიული სისტემის დანერგვა საჯარო აპარატებში დასაქმებისას[6] და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დაჩქარება.
კოალიციის წევრებირედაქტირება
დატოვეს კოალიცია 2020-ის არჩევნებამდე
|
კოალიციის წევრები, თუმცა 2020-ის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულები
|
2020-ის არჩევნებზე ერთ ბლოკად გასულები
|
- დამფუძნებელი პარტიები და მოძრაობები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ახალი საქართველო
- ახალი საქართველოსთვის
- სახელმწიფო ხალხისთვის
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
- ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
- ევროპელი დემოკრატები
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
- საქართველო ლიდერთა შორის
- ემსახურე საქართველოს
- შემდგომ შეერთებული პარტიები და მოძრაობები
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
საპარლამენტორედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2020 | 523 127 | 27,18 | 36 / 150 |
9[ა] | ოპოზიცია |
- ↑ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შედეგთან შედარებით.
საპრეზიდენტორედაქტირება
წელი | კანდიდატი | პირველი ტური | მეორე ტური | შედეგი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ხმები | % | ხმები | % | |||
2018 | გრიგოლ ვაშაძე | 601 224 | 37,74 | 780 680 | 40,48 | მეორე ადგილი |
სქოლიორედაქტირება
- ↑ გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა პარტიამ „ძალა ერთობაშია“ დატოვა. imedinews.ge (2020-07-27). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ერთიან პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება.
- ↑ „ნაციონალური მოძრაობა“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-15). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიები/ბლოკები. ცესკო. cesko.ge (21 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.09.2020. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ „ქართული სოფელი უნდა ვაქციოთ განვითარების მთავარ ღერძად, ახალი თაობის საქართველოში“ - გრიგოლ ვაშაძე.
- ↑ "ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საჯარო სამსახურში მხოლოდ პროფესიონალი კადრები დასაქმდებიან" - გრიგოლ ვაშაძე.