ემსახურე საქართველოს
ემსახურე საქართველოს — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2016 წლის 25 ივლისს აჭარაში დაფუძნდა. პარტიის ლიდერია მურმან დუმბაძე. 2018 წლის ზაფხულში პარტია შეუერთდა კოალიციას „ძალა ერთობაშია“. პარტიის დევიზია: „ძლიერი აჭარა, ძლიერი საქართველო!“, საარჩევნო ნომერი — 32. დამაარსებლები არიან მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე.
ემსახურე საქართველოს | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | მურმან დუმბაძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | ივლისი, 2016 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
პატრიოტიზმი რეგიონალიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები |
ისტორია
რედაქტირებასაზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს!“ 2011 წლის 15 აპრილს შეიქმნა. პარტიაში თავიდან შექმნილი იყო „დამფუძნებელთა დარბაზი“ 17 კაცის შემადგენლობით. ორგანიზაციის წევრია 300-ზე მეტი ადამიანი.