25 ივლისიგრიგორიანული კალენდრის 206-ე დღე (ნაკიან წლებში – 207-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 159 დღე.

<< ივლისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
2024

დღის მოვლენები

რედაქტირება
  • 306 : კონსტანტინე I-ს მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
  • 1261 : ნიკეის ჯარი მიქაელ VIII პალეოლოგოსის მეთაურობით იბრუნებს ქალაქ კონსტანტინოპოლს, რითაც აღდგენილ იქნა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიელები ასევე წარმატებით იღებენ სალონიკსა და დანარჩენ ლათინურ იმპერიას.
  • 1547 : ჰენრი II კურთხუეულ იქნა საფრანგეთის მეფედ.
  • 1567 : დონ დიეგო დე ლოსადა აფუძნებს ქალაქ სანტიაგო დე ლეონ დე კარაკასს, ამჟამად თანამედროვე ვენესუელის დედაქალაქი.
  • 1593 : ჰენრი IV კათოლიკობას უარყოფს და პროტესტანტი ხდება.
  • 1799 : აბუქირთან ეგვიპტეში ნაპოლეონ I ამარცხებს მუსტაფა ფაშას ოსმალეთის 10.000-იან ჯარს.
  • 1812 : ვენესუელის პირველი რესპუბლიკა აცხადებს კაპიტულაციას და როიალისტები იბრუნებენ ქვეყნის მმარველობას.
  • 1814 : ინგლისელმა გამომგონებელმა ჯორჯ სტივენსონმა ორთქმავალის პირველი გამოცდა ჩაატარა.
  • 1853 : ხოაკინ მურიეტა, განთქმული კალიფორნიელი ბანდიტი, ცნობილი როგორც „ელ-დორადოს რობინ ჰუდი“ მოკლეს.
  • 1868 : უაიომინგი აშშ-ის ტერიტორია ხდება.
  • 1894 : პირველი სინო-იაპონური ომი იწყება იაპონელთა მიერ ჩინურ სამხედრო ხომალდზე ცეცხლის გახსნით.
  • 1897 : ჯეკ ლონდონი უერთდება კლონდაიკის ოქროს ცხელებას, სადაც ის თავის პირველ წარმატებულ ნაწარმოებებს წერს.
  • 1898 : კორეა იაპონიის პროტექტორატი ხდება.
  • 1909 : ლუი ბლერიომ მისივე კონსტრუქციით შექმნილი თვითმფრინავით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა.
  • 1919 : საქართველოში შეიქმნა სტატისტიკის პირველი ეროვნული სამსახური (საქართველოს სტატისტიკის დღე 2002 წლიდან)
  • 1920 : ტელეკომუნიკაციის ერა: პირველი ტრანსატლანტიკური ორმხრივი რადიო გადაცემა განხორციელდა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი - ბენიტო მუსოლინი გადაყენებულ იქნა მმართველობიდან.
  • 1946 : პირველი წყალქვეშა ბირთვული გამოცდა განხორციელდა - წყნარ ოკეანეში ბიკინი ატოლთან აშშ-მა ჩაძირა ჩამოწერილი სამხედრო ხომალდი ”სარატოგა”.
  • 1957 : ტუნისში მონარქია გაუქმდა.
  • 1965 : ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე ბობ დილანი პირველად გამოვიდა სცენაზე ელექტრო გიტარით. თუმცა მსმენელებმა მისი ექსპერიმენტი სათანადოდ ვერ დააფასეს და სტვენით გააძევეს.
  • 1978 : პირველი საცდელი სინჯარის ბავშვი, ლუიზ ბრაუნი, დაიბადა.
  • 1984 : სალიუტ 7 ხემალდის კოსმონავტი სვეტლანა სავიცკაია ხდება პირველი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გადის.
  • 1992 : საქართველოს სახელმწიფო საბჭო გაუქმებულად აცხადებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს 1992 წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებას 1978 წ. კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925 წ. კონსტიტუციის აღდგენის შესახებ.
  • 1992 : ბარსელონაში გაიხსნა 25-ე ოლიმპიური თამაშები.
  • 1993 : შვიდდღიანი ომი იწყება ისრაელსა და ლიბანს შორის.
  • 1994 : ისრაელი და იორდანია ხელს აწერენ ვაშინგტონის დეკლარაციას, რითაც ფორმალურად სრულდება 1948 წლიდან მოყოლებული საომარი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის.
  • 1997 : კ. რ. ნარაიანანი ინდოეთის მე-10 პრეზიდენტი ხდება—პირველი დალიტი (ე.წ. „ხელშეუხებელი“) ამ პოსტზე.
  • 1999 : ლენს არმსტრონგი პირველად იმარჯვებს ტურ დე ფრანსში.
  • 2000 : ეარ ფრანსის რეისი 4590, კონკორდის ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი F-BTSC კატასტროფას განიცდის პარიზიდან აფრენისას რამდენიმე წამში. დაიღუპა 109 მგზავრი და 4 აიერპორტის თანამშრომელი.
  • 2004 : ლენს არმსტრონგი ისტორიაში შედის ტურ დე ფრანსში ზედიზედ ექვსჯერ გამარჯვებით.
  • 2009 :
  • 2010 :
  • 2012 : 42 ადამიანი დაიღუპა მთიან ბადახშანში, აჯანყებულებსა და ტაჯიკეთის სამთავრობო ჯარებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს.
  • 2014 : ქართველი სპორტსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 2017 : რამ ნათხ კოვინდი ინდოეთის მე-14 პრეზიდენტი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

რედაქტირება

ამ დღეს გარდაცვლილნი

რედაქტირება

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

რედაქტირება

საეკლესიო დღესასწაულები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

სხვა თვეები