იგორ ემანუილის ძე გრაბარი (რუს. Игорь Эммануилович Грабарь; დ. 25 ივლისი, 1871, ბუდაპეშტი, — გ. 16 მაისი, 1960, მოსკოვი) — რუსი ფერმწერი და ხელოვნებათმცოდნე, ეთნიკური რუსინი; სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1956), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (1943) და სსრკ სამხატვრო აკადემიის (1947) ნამდვილი წევრი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941).

ი. გრაბარი. „ჯუფური პორტრეტი ხახვისთავებით“. 1914.

დაიბადა ავსტრია-უნგრეთის იმპერიიდან რუსეთში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასა (1894–96) და მიუნხენის ა. აჟბეს სკოლაში (1896–98). ბევრის მოგზაურობდა: მოინახულა ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ეგვიპტე და თურქეთი. 1889-იდან მუშაობდა პეტერბურგში, 1903-იდან — მოსკოვში. იყო გაერთიანება „მირ ისკუსტვასა“ და რუს მხატვართა კავშირის წევრი. მისი ფერწერული სტილია იმპრესიონისტ მხატვართა შემოქმედებას და ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელ ფერწერულ ხერხებს ეფუძნებოდა. გრაბარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გამოიცა „რუსული ხელოვნების ისტორია“ (ტ. 1–6, 1909–16). ხელოვნების შესწავლისას გრაბარი ეყრდნობოდა შედარებით მეთოდს. 1913–25 წლებში ხელმძღვანელობდა ტრეტიაკოვის გალერეას. იყო ხელოვნების ძეგლთა და სიძველეთა დაცვის, აგრეთვე მუზეუმთმცოდნეობისა და სარესტავრაციო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1941–42 წლებში ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. შექმნა ქართველ ხელოვნების მოღვაწეთა — მედეა ჯაფარიძის (1942), ნატო ვაჩნაძის (1942), ალექსანდრა თოიძის (1942), მარინე იაშვილის (1942), ნიკოლოზ კანდელაკის (1943) — პორტრეტები (ყველა — საქართველოს ეროვნული მუზეუმი).

ლიტერატურა

რედაქტირება