მარია კატერინა ფარნეზე

მარია კატერინა ფარნეზე (იტალ. Maria Caterina Farnese; დ. 18 თებერვალი, 1615, პარმა, იტალია — გ. 25 ივლისი, 1646, მოდენა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ რანუჩო I-ისა და მარგერიტა ალდობრანდინის ასული. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1631-1646 წლებში როგორც ფრანჩესკო I-ის მეუღლე. ჰერცოგ ალფონსო IV-ის დედა.

მარია კატერინა ფარნეზე
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 11 იანვარი, 1631
მმართ. დასასრული: 25 ივლისი, 1646
წინამორბედი: ვირჯინია მედიჩი
მემკვიდრე: ვიტორია ფარნეზე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 თებერვალი, 1615
დაბ. ადგილი: პარმა, იტალია
გარდ. თარიღი: 25 ივლისი, 1646, (31 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
შვილები: ალფონსო IV, მოდენის ჰერცოგი
იზაბელა, პარმის ჰერცოგინია
მარია, პარმის ჰერცოგინია
დინასტია: ფარნეზეები
მამა: რანუჩო I, პარმის ჰერცოგი
დედა: მარგერიტა ალდობრანდინი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია კატერინა დაიბადა 1615 წლის 18 თებერვალს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარგერიტა ალდობრანდინის შუათანა შვილი და უფროსი ქალიშვილი.

1622 წელს პარმის ახალი ჰერცოგი მისი უფროსი ძმა, ოდოარდო ფარნეზე გახდა. 1628 წლამდე რეგენტი მათი დედა, მარგერიტა იყო, რა დროსაც პარმაში აშკარად გაიზარდა რომაელთა გავლენა.

თავდაპირველად მარია კატერინა მოიაზრებოდა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-ის საცოლედ, თუმცა მან ცოლად პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის ასული კატარინა ბრაგანსა შეირთო.

ამის შემდეგ იგი დაინიშნა მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ზე, ჰერცოგ ალფონსო III-ისა და მისი ცოლის, იზაბელა სავოიელის ვაჟზე.

1631 წლის 11 იანვარს პარმაში შედგა ფრანჩესკო I-ისა და მარია კატერინა ფარნეზეს ქორწინება. ამ ქორწინებაში მათ ცხრა შვილი შეეძინათ, თუმცა მხოლოდ ოთხი მათგანი გადაურჩა ბავშვობაში სიკვდილს.

მარია კატერინა ფარნეზე 1646 წლის 25 ივლისს, 31 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას, რა დროსაც მან ვაჟი გააჩინა, რომელიც მალევე დაიღუპა.

მოგვიანებით პარმა-მოდენის ალიანსის შესანარჩუნებლად მისმა ქვრივმა ცოლად მისი და, ვიტორია ფარნეზე შეირთო, ხოლო მარია კატერინას ორივე ქალიშვილი მის ძმისწულ რანუჩო II-ს მიათხოვეს.

  1. ალფონსო (1632), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ალფონსო IV (1634-1662), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი. ცოლად შეირთო ლაურა მარტინოცი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ფრანჩესკო II და ასევე ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი მარია;
  3. იზაბელა (1635-1666), ცოლად გაჰყვა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ლეონორა (1639-1640), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ტედალდი (1640-1643), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ალმერიგო (1641-1660), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  7. ელეონორა (1643-1722), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  8. მარია (1644-1684), ცოლად გაჰყვა თავისი დის ქვრივს, რანუჩო II-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  9. ტედალდი (1646), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Knowles Middleton, William Edgar. "Lorenzo Magalotti at the court of Charles II". Googlebooks.org. Retrieved 7 April 2010.