მოდენა — ქალაქი და კომუნა იტალიაში, მდებარეობს ემილია-რომანიის რეგიონის მოდენის პროვინციაში, პოს დაბლობის სამხრეთ ნაწილში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 183 069 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
მოდენა
Modena
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ემილია-რომანია
კოორდინატები 44°39′00″ ჩ. გ. 10°56′00″ ა. გ. / 44.65000° ჩ. გ. 10.93333° ა. გ. / 44.65000; 10.93333
ფართობი 182.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 34
მოსახლეობა 183 069 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1,002 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 059
საფოსტო ინდექსი 41100
საავტომობილო კოდი MO
ოფიციალური საიტი comune.modena.it
მოდენა — იტალია
მოდენა

დღეს მოდენა ყველასათვის ცნობილია როგორც „მანქანების დედაქალაქი", ვინაიდან აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი იტალიური სპორტული მანქანების საწარმოები, როგორებიცაა: ფერარი, დე-ტომაზო, ლამბორჯინი, პაგანი და მაზერატი.

ქალაქში არსებობს 1175 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც 1686 მოდენის ჰერცოგმა ფრანჩესკო II-მ გააფართოვა. უნივერსიტეტი ტრადიციულად ძლიერი იყო ეკონომიკურ, სამედიცინო და სამართლის მეცნიერებებში.

საქვეყნოდაა ცნობილი მოდენის კულინარია, განსაკუთრებით მისი ბალზამირებული ძმარი.

მოდენა არაერთი ცნობილი ადამიანის მშობლიური ქალაქია, მათ შორის არიან: მარია მოდენელი - ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის მეუღლე, ლუჩანო პავაროტი - საოპერო ტენორი, მიერლია ფრენი - საოპერო სოპრანო, ენცო ფერარი - ფერარის საავტომობილო კომპანიის დამფუძნებელი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 827
ინგლ.რუს.ფრ.