ფარნეზეები
ფარნეზეები (იტალ. Farnese) — რენესანსისა და ბაროკოს პერიოდის იტალიური არისტოკრატიული საგვარეულო, რომელიც ძირითადად მართავდა პარმისა და პიეჩენცის საჰერცოგოებს. დინასტია XV საუკუნის 20-ან წლებში დაარსდა, თუმცა აღზევება XVI საუკუნიდან დაიწყო და ძალაუფლების ზენიტს ალესანდრო ფარნეზეს რომის პაპ პავლე III-დ არჩევით მიაღწია. მათი დაცემა XVIII საუკუნიდან იწყება, რასაც 1731 წელს, ანტონიო ფარნეზეს გარდაცვალებით დინასტიის შეწყვეტა მოჰყვა. ამის გამო პარმა ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ძის, ფილიპე I-ის ხელში გადავიდა, რითაც აქ ბურბონები გამეფდნენ.
ქვეყანა | იტალია |
---|---|
ტიტულები |
რომის პაპი პარმის ჰერცოგი პიაჩენცას ჰერცოგი კასტროს ჰერცოგი რონკილიონეს გრაფი |
მიმართვის ფორმა |
„თქვენო უწმინდესობავ“ (პაპის) „თქვენო მოწყალებავ“ „თქვენო სამეფო უმაღლესობავ“ (მხოლოდ ისაბელ ფარნეზესთან) |
დამაარსებელი | რანუციო ფარნეზე |
უკანასკნელი მმართველი |
ანტონიო ფარნეზე (იტალიაში) ისაბელ ფარნეზე (ესპანეთში) |
დაარსდა | 1419 |
დაიშალა | 1766 |
ეროვნება | იტალიელები |
ისტორია
რედაქტირებაფარნეზეს დინასტია დააარსა რანუციო ფარნეზემ, 1419 წელს. თავდაპირველად ისინი უბრალო აზნაურები იყვნენ და დიდი გავლენითა და ტიტულებით არ სარგებლობდნენ, თუმცა XIV საუკუნის მიწურულს ჯულია ფარნეზემ მოახერხა რომის პაპ ალექსანდრე VI-ის საყვარელი გამხდარიყო, რითაც იწყება მათი აღზევების ხანა. მას პაპზე იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ თავისი ძმა, ალესანდრო ფარნეზე კარდინალად დაანიშნინა. 1503 წელს გარდაიცვალა პაპი ალექსანდრე, რითაც ფარნეზეებმა დროებით თავიანთი ძალაუფლება დაკარგეს, თუმცა, 1534 წელს, პაპ კლემენტ VII-ის გარდაცვალების შემდეგ ალესანდრო ფარნეზემ მოახერხა და რომის პაპი გახდა პავლე III-ის სახელით. შესაძლოა ითქვას, რომ ამით მათმა ძლიერებამ პიკს მიაღწია, რადგანაც ფარნეზეს საგვარეულოს წარმომადგენელი მთელი ევროპის მონარქებზე ამაღლდა და მართავდა სრულიად კათოლიკურ სამყაროს. მათ ამით მალევე ისარგებლეს და პავლე III-მ თავისი ვაჟი პიერო ლუიჯი ფარნეზე პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგად დასვა (რომელის საყვარლისგან ჰყავდა), ხოლო შვილიშვილი — ალესანდრო ფარნეზე კარდინალად დანიშნა. ასე გადაიქცა ფარნეზეს საგვარეულო სამეფო, მონარქიულ დინასტიად, რომელიც ორასი წლის განმავლობაში განაგებდა პარმას.
1549 წელს პავლე III გარდაიცვალა და ფარნეზეთა ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეირყა, თუმცა მალევე ჰერცოგმა ოტავიო ფარნეზემ ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ქალიშვილი მარგარეტ ავსტრიელი, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ნახევარ-და, რითაც ისინი მარტივად გაერივნენ სამეფო წრეში. შემდგომში ფილიპე II-მ ხელი შეუწყო მათი ვაჟის, ალესანდროს დაქორწინებას ინფანტა მარია პორტუგალიელზე დაქორწინებაში და იგი ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერადაც დანიშნა. ეს იყო ფარნეზეების უკანასკნელი აღზევება, რადგან ალესანდროს დაღუპვის შემდეგ ისინი ესპანეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ უბრალო ჰერცოგებად იქცნენ.
უკვე XVII საუკუნეში, რანუციო II-ის დაღუპვის შემდეგ დაიწყო მემკვიდრის კრიზისი. მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ოდოარდო მამამდე გარდაიცვალა და ცოლთან, დოროთეა სოფია ნოიბურგელთან მხოლოდ ერთი ქალიშვილი, ისაბელი დარჩა, რომელიც მალევე მიათხოვეს ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს. ამასობაში ტახტი რანუციოს მეორე ვაჟმა, ფრანჩესკომ დაიკავა, რომელმაც სასწრაფოდ იქორწინა დაღუპული ძმის ქვრივზე, თუმცა მრავალწლიანი მმართველობის მიუხედავად მასთან შვილი საერთოდ არ ჰყოლია. 1727 წელს, უნაყოფო ფრანჩესკო ფარნეზე მისმა ძმამ, ანტონიო ფარნეზემ ჩაანაცვლა, რომელიც მალევე, 1731 წელს დაიღუპა ასევე უშვილოდ, რითაც საბოლოოდ შეწყდა ფარნეზეს დინასტია. ამის შემდეგ პარმის ტახტი დაიკავა ოდოარდო ფარნეზეს ქალიშვილის, დედოფალ ისაბელ ფარნეზესა და ფილიპე V-ის უმცროსმა ვაჟმა, ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელმა ფილიპე I-მა, რის შემდეგაც პარმა საფრანგეთ-ესპანეთის მარიონეტად იქცა.
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგები
რედაქტირება- პიერო ლუიჯი ფარნეზე (1537-1545), პაპ პავლე III-ის ვაჟი, ცოლად შეირთო ჯიროლამა ორსინი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
- ოტავიო ფარნეზე (1545-1547), ცოლად შეირთო მარგარეტ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
- ალესანდრო ფარნეზე (1547-1592), ცოლად შეირთო მარია პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
- რანუჩო I ფარნეზე (1592-1622), ცოლად შეირთო მარგერიტა ალდობრანდინი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
- ოდოარდო ფარნეზე (1622-1646), ცოლად შეირთო მარგერიტა მედიჩი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
- რანუჩო II ფარნეზე (1646-1649), ცოლად შეირთო მარგერიტა იოლანდა სავოიელი, რომელიც უშვილოდ დაიღუპა, ამიტომ მეორედ იქორწინა იზაბელა დ’ესტეზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მესამედ დაქორწინდა მარია დ’ესტეზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი ჰერცოგი;
- ფრანჩესკო ფარნეზე (1649-1727), ცოლად შეირთო თავისი ძმის ქვრივი დოროთეა სოფია ნოიბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ანტონიო ფარნეზე (1727-1731), ცოლად შეირთო ენრიკეტა დ’ესტე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია, რის გამოც შეწყდა დინასტია;
-
პიერო ლუიჯი ფარნეზე
-
ოტავიო ფარნეზე
-
ალესანდრო ფარნეზე
-
რანუციო I ფარნეზე
-
ოდოარდო ფარნეზე
-
რანუციო II ფარნეზე
-
ფრანჩესკო ფარნეზე
-
ანტონიო ფარნეზე
კარდინალები
რედაქტირება- ალესანდრო ფარნეზე (1520-1589);
- რანუჩო ფარნეზე (1530-1565);
- ოდოარდო ფარნეზე (1573-1626);
- ფრანჩესკო მარია ფარნეზე (1619-1647);
- ჯიროლამო ფარნეზე (1599-1668)
გამოჩენილი ქალი ფარნეზეები
რედაქტირება- ჯულია ფარნეზე (1474-1524), რომის პაპ ალექსანდრე VI-ის საყვარელი;
- მარია კატერინა ფარნეზე (1615-1646), მოდენასა და რეჯოს ჰერცოგინია როგორც ფრანჩესკო I-ის პირველი მეუღლე, მომავალი ჰერცოგის დედა;
- ვიტორია ფარნეზე (1618-1649), მოდენასა და რეჯოს ჰერცოგინია როგორც ფრანჩესკო I-ის მეორე მეუღლე;
- მარგერიტა მარია ფარნეზე (1664-1718), მოდენასა და რეჯოს ჰერცოგინია როგორც ფრანჩესკო II-ის მეუღლე;
- ისაბელ ფარნეზე (1692-1766), ესპანეთის ორგზის დედოფალი 1714-1724 და 1724-1746 წლებში როგორც ფილიპე V-ის მეორე ცოლი, ესპანეთის მეფე კარლ III-ის დედა, ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინტრიგების მოყვარული დედოფალი;
-
ჯულია ფარნეზე
-
მარია კატერინა ფარნეზე
-
ვიტორია ფარნეზე
-
მარგერიტა მარია ფარნეზე
-
ისაბელ ფარნეზე
ჰერალდიკა
რედაქტირება-
ფარნეზეების ზოგადი სიმბოლო
-
ფარნეზეების გერბი 1545-1586 წლებში
-
ფარნეზეების გერბი 1586-1592 წლებში
-
ფარნეზეების გერბი 1592-1731 წლებში
ლიტერატურა
რედაქტირება- Annibali, Flaminio Maria (1817–18). Notizie Storiche della Casa Farnese. Montefiascone.
- del Vecchio, Edoardo (1972). I Farnese. Rome: Istituto di studi romani editore.
- Drei, Giovanni (1954). I Farnese grandezza e decadenza di una dinastia italiana. Rome: La Libreria dello Stato.
- Nasalli Rocca, Emilio (1969). I Farnese. dell’Oglio.