პიაჩენცა (იტალ. Piacenza) — ქალაქი და კომუნა ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონში, პიაჩენცის პროვინციის დედაქალაქი. სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან placēre (მოწონება).

ქალაქი
პიაჩენცა
Piacenza

პალაციო-გოტიკო
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ემილია-რომანია
კოორდინატები 45°02′52″ ჩ. გ. 9°42′02″ ა. გ. / 45.04778° ჩ. გ. 9.70056° ა. გ. / 45.04778; 9.70056
ფართობი 118,46 კმ²
ცენტრის სიმაღლე 61
მოსახლეობა 102 871 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 868,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0523
საფოსტო ინდექსი 29121-29122
საავტომობილო კოდი PC
ოფიციალური საიტი comune.piacenza.it
პიაჩენცა — იტალია
პიაჩენცა

პიაჩენცა ემილია-რომანიისა და ლომბარდიის რეგიონების საზღვარზე მდებარეობს. ქალაქი მილანის ძლიერ გავლენას განიცდის, მათ შორის ეკონომიკურს. მასზე გაივლის მნიშვნელოვანი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების კვანძები. დასახლება ზღვის დონიდან 61 მეტრზეა გაშენებული იქ, სადაც მდინარე პოს ტრებია უერთდება. ქალაქიდან 15 კმ-ის სამხრეთით მდებარეობს ბორცვები, რომლებიც ნელ-ნელა იწევა და ლიგურიის აპენინებს უერთდება.

ქალაქი ძვ. წ. 218 წელს დაარსდა როგორც რომაელი სამხედროების კოლონია, სახელით პლასენტია (Placentia). მას მალევე დამეუქრა საფრთხე გალებისგან, რომლებიც ჰანიბალს აუჯანყდნენ პოს ხეობის გადაკვეთისას. მათ ქალაქი დაანგრიეს. ძვ. წ. 187 წელს ის ემილია-რომის გზას მიუერთდა, რამაც პიაჩენცა რომიდან ჩრდილოეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პუნქტად აქცია, სწორედ ეს ფაქტორი იყო მთავარი მიზეზი პიაჩენცის ეკონომიკური კეთილდღეობისა შემდგომი ათასწლეულის მანძილზე.

ახ. წ. 9971035 წლებში, პიაჩენცაში საეპისკოპოსო მდებარეობდა. XII საუკუნეში მისმა მცხოვრებლებმა თვითმმართველობას მიაღწიეს და შეუერთდნენ ლომბარდიის ქალაქთა ლიგას, რომელიც პაპთან კონფრონტაციაში მხარს უჭერდა ფრიდრიხ ბარბაროსას. ამ ყველაფერმა კი პოლიტიკური სირთულეების საუკუნე მოიტანა.

1802 წელს ქალაქი ნაპოლეონის იმპერიამ შეიერთა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, პიაჩენცა მძიმედ დაიბომბა. დაინგრა რკინიგზის ხიდი და სადგური, საავადმყოფო და იარაღის ფაბრიკა, მაშინ, როდესაც ქალაქის შემოგარენში მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ხელჩართულ ბრძოლებს აწარმოებდა გერმანულ არმიასთან.

ბოლო წლებში, ქალაქი სწრაფად ვითარდება და ურბანულად იზრდება.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება