ლიგურიის აპენინები

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიგურია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიგურიის აპენინები (იტალ. Appennino ligure) — აპენინის მთის სისტემის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი იტალიაში. სიგრძე კადიბონის უღელტეხილიდან ლა-ჩიზის უღელტეხილამდე დაახლოებით 140 კილომეტრი. შედგება ცალკეული ქედებისაგან, რომელთა სიმაღლე 1804 მეტრს აღწევს. უმთავრესად აგებულია ფიქლებით, კირქვებით, ქვიშაქვებითა და სერპენტიტებით. ლიგურიის აპენინები ციცაბოდ ეშვება გენუის ყურისაკენ, ქმნის თვალწარმტაც კონცხებს და ნახევარკუნძულებს (იტალიის რივიერის აღმოსავლეთი ნაწილი). სანაპირო ზოლში მარადმწვანე ბუჩქნარი, ტყე, პარკული ნარგავები და ვენახებია; მაღლა — ფართოფოთლოვანი და ფიჭვის ტყეები.

ლიგურიის აპენინები
მთა მაჯიორასკა
მთა მაჯიორასკა
კოორდინატები: 44°10′ ჩ. გ. 8°05′ ა. გ. / 44.167° ჩ. გ. 8.083° ა. გ. / 44.167; 8.083
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი მაჯიორასკა
სიმაღლე 1804 
სიგრძე 140 კმ
ლიგურიის აპენინები — იტალია
ლიგურიის აპენინები

ლიტერატურა

რედაქტირება