ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)

ფილიპე I დე ბურბონი (ესპ. Felipe I de Borbón, იტალ. Filippo I di Borbone; დ. 15 მარტი, 1720, მადრიდი, ესპანეთი — გ. 18 ივლისი, 1765, ალესანდრია, იტალია) — ბურბონთა დინასტიის ესპანური განშტოების წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უმცროსი ვაჟი. პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი 1748-65 წლებში. ბურბონ-პარმას დინასტიის დამაარსებელი. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროსი ასული ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ავსტრიის ერცჰერცოგინია იზაბელა, პარმის ჰერცოგი ფერდინანდი და ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა.

ფილიპე I
პარმის, პიანჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 18 ოქტომბერი, 1748
მმართ. დასასრული: 18 ივლისი, 1765
წინამორბედი: მარია ტერეზია
მემკვიდრე: ფერდინანდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 მარტი, 1720
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 18 ივლისი, 1765, (45 წლის)
გარდ. ადგილი: ალესანდრია, იტალია
მეუღლე: ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
შვილები: იზაბელა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
ფერდინანდი, პარმის ჰერცოგი
მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი
დინასტია: ბურბონები
მამა: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
დედა: ისაბელ ფარნეზე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფილიპე დაიბადა 1720 წლის 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ალკაზარის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს მეოთხე შვილი (შვიდიდან) და მესამე ვაჟი (ოთხიდან).

მან თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ესპანეთში გაიზარდა. ფილიპეს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის იტალიელ დედასთან, რის გამოც მას ყოველთვის ხელოვნება უფრო აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკა. მართალია უფროსი ძმისა და ორი უფროსი ნახევარ-ძმის გამო ესპანეთის ტახტისგან შორს იყო, მაგრამ როგორც მეფის ვაჟი, იგი მაინც ატარებდა ჩიჩონისა და გრანადის გრაფის წოდებას. 1744 წლიდან მოყოლებული კი მას ენიჭება კანსანოს ჰერცოგობაც.

ფილიპეს დედა ფარნეზეს დინასტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე განაგებდა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას საჰერცოგოებს. მას შემდეგ რაც დედამისის ორი ბიძა, 1731 წელს უმემკვიდრეებოდ დაიღუპნენ, ტახტი ისაბელის უფროს ვაჟზე, ინფანტ კარლზე გადავიდა, რომელმაც შემდგომში ეს ტახტი ავსტრიელებს ნეაპოლისა და სიცილიის მეფობაზე გაუცვალა. 1748 წელს კი საზავო ხელშეკრულებით ავსტრიელებმა ზემოთ ხსენებული სამი იტალიური საჰერცოგო ესპანელებს, კერძოდ კი ფილიპს დაუთმეს. სწორედ ამის შემდეგ იგი ხდება პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი, რითაც იგი აარსებს ბურბონ-პარმელთა დინასტიას.

1757 წელს საფრანგეთსა და ავსტრიას შორის გაფორმებული ვერსალის ხელშეკრულებისდა თანახმად, ფილიპე უნდა გამხდარიყო სამხრეთ ნიდერლანდების მეფე, თუმცა შემდგომში ეს ხელშეკრულება გაუქმდა და ისიც კვლავ პარმის ჰერცოგად დარჩა.

მან მრავალწლიან ომში შესძლო და დაამარცხა მეზობელი ფერარას საჰერცოგო. ფილიპემ ასევე ფრანგების დახმარებით პარმის ხაზინა შეავსო, რის გამოც მათ დიდად ემადლიერებოდა და თავის თავს "ფრანგ კაცსაც" კი უწოდებდა. ამას გარდა, როგორც ძალიან განათლებული კაცი, იგი ხელს უწყობდა თავის სამფლობელოებში განათლების, ხელოვნების, კულტურისა და ფილოსოფიის აღორძინებას. ფილიპე გარდაიცვალა 1765 წლის 18 ივლისს, 45 წლის ასაკში.

ქორწინება

რედაქტირება

1739 წლის 25 ოქტომბერს ფრანკო-ესპანური უდიდესი ალიანსის განსამტკიცებლად ფილიპეს ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას უფროსი ასული ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი. უნდა ითქვას, რომ ოჯახში წამყვანი სწორედ ლუიზა ელიზაბეტი იყო. ასევე სწორედ მისი დაუცხრომელი და ამბიციური ხასიათის წყალობით მიიღო ფილიპემ პარმის ტახტი. მათ მრავალწლიან ქორწინებაში მხოლოდ სამი შვილი შეეძინათ.

ლუიზა ელიზაბეტი აქტიურად ერეოდა პოლიტიკასა და ქმრის საქმეებში. იგი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ საფრანგეთს, საიდანაც მამის დაფინანსებით ჩამოჰქონდა უდიდესი სიმდიდრე, გაკოტრებული ხაზინის შესავსებად.

მიუხედავად ყველაფრისა, მათი ქორწინება ძალიან უბედური და უიღბლო იყო, რადგან ისინი ხასიათებით რადიკალურად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ.

  1. იზაბელა (დ. 31 დეკემბერი, 1741 — გ. 27 ნოემბერი, 1763), იგი დაქორწინდა ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფ II-ზე, მართალია შვილები ჰყავდათ, თუმცა ყველა მათგანი ჩვილობაში დაიღუპა;
  2. ფერდინანდი (დ. 20 იანვარი, 1751 — გ. 9 ოქტომბერი, 1802), პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია ამალია ავსტრიელი და შეეძინა ექვსი შვილი;
  3. მარია ლუიზა (დ. 9 დეკემბერი, 1751 — გ. 2 იანვარი, 1819), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლ IV და შეეძინა თხუთმეტი შვილი.

წინაპრები

რედაქტირება

ჰერალდიკა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living. Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 8.
  • Balechou, Jean Joseph. "Don Philippe, Infant d'Espagne". National Library of Portugal. Retrieved 18 March 2013.
  • "Parma, Fernando I de Borbón, Duque de (1751-1802)". Ex-Libris Database . Royal Library of Spain. Retrieved 18 March 2013.