ფილიპ ვილჰელმი (პფალცის კურფიურსტი)
ფილიპ ვილჰელმი (გერმ. Philipp Wilhelm, დ.24 ნოემბერი, 1615, ნოიბურგის ციხესიმაგრე — გ. 2 სექტემბერი, 1690, ვენა) — ნოიბურგის პფალცგრაფი 1653-1690 წლებში, იულიხ-ბერგის ჰერცოგი 1653-1679 წლებში, კურპფალცის მმართველი 1685-1690 წლებში. ნოიბურგის პფალცგრაფ ვოლფგანგ ვილჰელმისა და მაგდალენა ბავარიელის ერთადერთი შვილი.
ფილიპ ვილჰელმი | |
---|---|
გერმ. Philipp Wilhelm | |
იულიხისა და ბერგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1653 |
მმართ. დასასრული: | 1679 |
წინამორბედი: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
ნოიბურგის პფალცგრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1653 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
პფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1685 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | კარლ II |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ნოემბერი, 1615 |
გარდ. თარიღი: | 2 სექტემბერი, 1690 |
გარდ. ადგილი: | ვენა |
მეუღლე: | ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
დედა: | მაგდალენა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიკე |
ისტორია
რედაქტირება1685 წელს, თავისი პროტესტანტი ბიძაშვილის, პფალცის კურფიურსტ კარლ II-ის გარდაცვალების შემდეგ, საკურფიურსტო ფილიპმა ჩაიბარა. რადგანაც თვითონ კათოლიკე იყო, პფალცმა შეიცვალა ოფიციალური რელიგია.
ოჯახი
რედაქტირებაფილიპ ვილჰელმი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ანა კატარინა ვაზა (1619—1651), პოლონეთის მეფის, სიგიზმუნდ III-ის ქალიშვილი. 1645 წელს ანა კატარინას და პფალცის კურფიურსტს შეეძინათ ერთადერთი შვილი, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
1653 წელს ფილიპი დაქორწინდა ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელზე (1635—1709), გეორგ II-ის ქალიშვილზე. წყვილს 17 შვილი შეეძინა, ხოლო მათგან დღეგრძელნი აღმოჩნდნენ:
- ელეონორა მაგდალენა (1655—1720), 1676 წელს გათხოვდა იმპერატორ ლეოპოლდ I-ზე;
- იოჰან ვილჰელმი (1658—1716), პფალცის კურფიურსტი 1690—1716;
- ვოლფგანგ გეორგი (1659—1683);
- ლუდვიგ ანტონი (1660—1694), ვორმსის ეპისკოპოსი 1693—1694 წლებში;
- კარლ ფილიპი (1661—1742), პფალცის კურფიურსტი 1716—1742 წლებში;
- ალექსანდრ სიგიზმუნდი (1663—1737), აუგსბურგის მთავარ-ეპისკოპოსი 1691—1737;
- ფრანც ლუდვიგი (1664—1732), არქიეპისკოპოსი და ტრირისა და მაინცის პფალცგრაფი 1716—1729 წლებში;
- ფრიდრიხ ვილჰელმი (1665—1689), იმპერატორის არმიის გენერალი;
- მარია სოფია (1666—1699), 1687 წელს გათხოვდა პორტუგალიის მეფე პედრუ II-ზე;
- მარია ანა (1667—1740), 1690 წელს გათხოვდა ესპანეთის მეფე კარლ II-ზე;
- ფილიპ ვილჰელმი (1668—1693), 1690 წელს დაქორწინდა მარია ანა ფონ საქსენ-ლაიენბურგზე;
- დოროთეა სოფია (1670—1748), 1690 წელს გათხოვდა პარმის ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზეზე, იზაბელა ფარნეზეს დედა;
- ჰედვიგა ელიზაბეტა (1673—1722), 1691 წელს გათხოვდა იაკუბ ჰედვიგ ფონ სობეზე;
- ლეოპოლდინა ელეონორა (1679—1693).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰერცოგი ფილიპ ვილჰელმი[მკვდარი ბმული] გემანულ ენაზე.