სიგიზმუნდ III ვაზა
სიგიზმუნდ III (შვედ. Sigismund, პოლ. Zygmunt, ბელარ. Жыгімонт, ლიეტ. Zigmantas დ. 20 ივნისი, 1566 — გ. 30 აპრილი, 1632 ) — პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1587 წლის 27 დეკემბრიდან, შვედეთის მეფე 1592 წლის 27 ნოემბრიდან - 1599 წლის ივლისამდე, გუსტავ ვაზას და სიგიზმუნდ I ხუცესი შვილიშვილი, შვედეთის მეფის იოჰან III-ისა და კატერინა იაგელონკას ვაჟი.
სიგიზმუნდ III ვაზა | |
---|---|
Zygmunt III Waza | |
სიგიზმუნდ III ვაზა. ნახატი იან მატეიკო | |
პოლონეთი, პოლონეთის მეფე, ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | პოლონეთი-1587 დეკემბერი, შვედეთი - 1594 19 დეკემბერი |
მმართ. დასაწყისი: | პოლონეთი-1587 აგვისტო, ლიტვა-1587 წლის აგვისტო, შვედეთი-1592 17 ნოემბერი |
მმართ. დასასრული: | პოლონეთი-1632 19 აპრილი, ლიტვა- 1632 წლის 19 აპრილი, შვედეთი-1599 24 ივლისი |
წინამორბედი: | პოლონეთი - სტეფან ბატორი, ლიტვა - სტეფან ბატორი, შვედეთი-იოჰან III |
მემკვიდრე: | პოლონეთი - ვლადისლავ IV, ლიტვა - ვლადისლავ IV, შვედეთი-კარლოს IX |
სხვა წოდებები: | შვედეთის, გოთებისა და ვენდების მეფე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20.06.1566 |
დაბ. ადგილი: | გრიპსხოლმი, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 30.04.1632 |
გარდ. ადგილი: | ვარშავა, პოლონეთი |
მეუღლე: |
ანა ავსტრიელი კონსტანცია ავსტრიელი |
შვილები: | ვლადისლავ IV ვაზა, იან II კაზიმირი |
დინასტია: | ვაზას დინასტია |
მამა: | იოჰან III ვაზა |
დედა: | ეკატერინა იაგელონკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
რეჩ პოსპოლიტის ტახტზე არჩევის შემდეგ, სიგიზმუნდი ცდილობდა თავის მმართველობის ქვეშ მოექცია რეჩ პოსპოლიტა და შვედეთი. მოკლე ხნით ეს მან კიდევაც შეძლო. 1592 წელს მან პირადი უნიით გააერთიანა ორივე სახელმწიფო, მაგრამ 1595 წელს შვედეთის პარლამენტმა სედერმანლანდის ჰერცოგი შვედეთის რეგენტად, არმყოფი მეფის მაგივრად. სიგიზმუნდა თავისი დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი დახარჯა დაკარგული ტახტის დასაბრუნებლად.
სიგიზმუნდი საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩა პოლონეთის ისტორიაში. ერთი მხრივ, მისი დიდი ხნის მმართველობა რეჩ პოსპოლიტის სიძლიერის პიკს ემთხვევა. მეორე მხრივ, მისი მმართველობის დროს გამოჩნდა დაკნინების პირველი ნიშნები, რომლებმაც შემდგომ გამოიწვია პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო.
მმართველობის დასაწყისი
რედაქტირებადაიბადა 1566 წლის 20 ივნისს ციხე-დარბაზ გრიპსხოლმიში, სადაც დედამისი კატერინა თავის მეუღლეს იოჰანს თან ახლდა - რომელიც საკუთარი ძმის ერიკ XIV მიერ იყო ჩამწყვდეული.
როგორც იაგელონების შთამომავალი დედის მხრიდან, 21 წლის პრინცი სიგიზმუნდი 1587 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, თავისი დეიდის ანნა იაგელონკის და გვირგვინის დიდი გეტმანის იან ზამოისკის დიდი ძალისხმევით. იაგელონების შვედი შთამომავლის მოწვევით პოლონეთის ტახტზე, პოლონეთის მხარე იმედოვნებდა შვედეთთან მოეგვარებინა ტერიტორიული პრობლემა და მიეღო სადავო მიწები ჩრდილოებით.
მალე კორონაციის შემდეგ სიგიზმუნდმა გაილაშქრა თავის მოწინააღმდეგეზე, ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანზე; რომელიც დამარცხებული იქნა და ტყვედ ჩავარდა (1588), თუმცა გაათავისუფლეს 1589 წლის შეთანხმების შემდეგ, რომლის მიხედვით უარი თქვა პრეტენზიაზე პოლონეთის ტახტზე. სიგიზმუნდი არც თავისი გარეგნობით, არც ხასიათით პოლონელებს არ მოეწონათ; მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უფრო გაიზარდა, მას შემდეგ რაც ის გაემგზავრა რეველში, მამასთან შესახვედრათ (1589), ის საიდუმლოდ შევიდა მოლაპარაკებაში ერნესტთან, ავსტრიის ჰერცოგთან, რომელიც ცნობილი პირობებით თანახმა იყო უარი ეთქვა პოლონეთის ტახტზე მის სასარგებლოდ. ახალგაზრდა მეფემ ვერ მოახერხა დაემსახურებინა ძლიერი ზამოისკის სიმპატიები. პირველი უთანხმოება მათ შორის გამოიწვია ესტონეთმა, რომლის პოლონეთზე შემოერთების პირობა მისცა სიგიზმუნდმა შეთანხმების პუნქტების მიხედვით, მაგრამ ეს დაპირება მან არ შეასრულა. ამის შედეგად იყო მეფის საწინააღმდეგო საინკვიზიციო სეიმი (1592) და შესუსტებული სამეფო ძალაუფლება. ზამოისკის ადგილი რომელიც ფიქრობდა მეფის მართვას, დაიკავა იეზუიტებმა.
სიგიზმუნდის მთავარ ამოცანას შეადგენდა პოლონეთში კათოლიციზმის განმტკიცება, პროტესტანტიზმის სრულ განადგურებას და მართლმადიდებლობის დაკნინებას; მის დროს მოხდა ბრესტის უნიის გაფორმება. ამ ამოცანებთან ერთად ის ხელმძღვანელობდა მხოლოდ დინასტიური ინტერესებით. პოლონეთის შიდა ცხოვრებაში სიგიზმუნდის მმართველობა იყო სახელმწიფოს გახრწნის ეპოქის დასაწყისი. 1596 წელს მან პოლონეთის დედაქალაქი კრაკოვიდან ვარშავაში გადაიტანა.