ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იაგელონები (ბელარ. Ягелоны, პოლ. Jagiellonowie, ლიეტ. Jogailaičiai) — სამეფო დინასტია, რომელიც მართავდა ცენტრალური ევროპის ქვეყნებს XIV—XVI სს-ში. ამ დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ ლიეტუვის დიდი მთავრები 1377-1392 წლებში, 1386-1572 წლებში პოლონეთის მეფეები, 1440-1444 და 1490-1526 უნგრეთის მეფეები, 1471-1526 წლებში კი - ჩეხეთის მეფეები. იაგელონები - ლიეტუვური დინასტიის გედიმინოვების გვერდითი შტოა, რომელსაც გააჩნია ბელორუსიული და ბალტიური ფესვები.

იაგელონთა გერბი
XV საუკუნის ბოლოს იაგელონების სამფლობელოები მოიცავდნენ ტერიტორიას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე და ადრიატიკის ზღვამდე

დინასტია დააარსა ვლადისლავ იაგელომ (იაგაილო).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაგელონები“-დან