ადრიატიკის ზღვა
ზღვა
ადრიატიკის, ან ადრიის ზღვა — ნახევრად ჩაკეტილი ზღვა, წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ნაწილს. მდებარეობს აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის. ეკუთვნის შემდეგ ქვეყნებს: იტალია, სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო, ალბანეთი.
ფართობი — 144000 კმ2, მაქსიმალური სიღრმე — 1230 მ. წყლის ტემპერატურა აგვისტოში +24-26Co,ხოლო თებერვალში +7-13 Co. ზღვის მარილიანობა შეადგენს 35-38 ‰.
რესურსები ინეტრნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- აღმოსავლეთ სანაპიროს ამინდის პროგნოზი - GeaBios