ვლადისლავ III (პოლონეთი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვლადისლავ III ვარნელი (ვარნენჩიკი) (პოლ. Władysław III Warneńczyk), (დ. 31 ოქტომბერი 1424 — გ. 10 ნოემბერი 1444) — პოლონეთის მეფე 1434 წლის 25 ივლისიდან (დასტოვა პოლონეთი 1440 წ. 22აპრილს, ქვეყანას მართავდნენ რეგენტები), უნგრეთის მეფე 1440 წლის 17 ივლისიდან (ვლადისლავ (ულასლოს) სახელით I (უნგრ. I. Ulászló), ასევე ხორვატიის მეფე და ლიტვის მთავარი (თუმცა ლიტვის ტახტი მის ძმას კაზიმირს ეკავა).

ვლადისლავ III ვარნელი (ვარნენჩიკი)
Władysław III Warneńczyk

ვლადისლავ III ვარნელი (ვარნენჩიკი)
პოლონეთი, პოლონეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: პოლონეთი-25 ივლისი 1434, უნგრეთი-17 ივლისი 1440
მმართ. დასასრული: პოლონეთი-10 ნოემბერი 1444, უნგრეთი-10 ნოემბერი 1444
წინამორბედი: პოლონეთი-იაგაილო(ვლადისლავ II), უნგრეთი-ალბრეხტ II
მემკვიდრე: პოლონეთი-კაზიმირ IV, უნგრეთი-ლადისლავ პოსტუმი
სხვა წოდებები: უნგრეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ოქტომბერი 1424
დაბ. ადგილი: კრაკოვი
გარდ. თარიღი: 10 ნოემბერი 1444
გარდ. ადგილი: ვარნა
შვილები: იხ. ქვემოთ
დინასტია: იაგელონები იაგელონები
მამა: ვლადისლავ II იაგაილო
დედა: სოფია გოლშანელი
რელიგია: კათოლიციზმი

სამეფო ტიტული

რედაქტირება

მისი ტიტული იყო: (ლათ.) Wladislaus, Dei gracia rex Polonie, Hungarie, Dalmacie, Croacie, Rascie, Bulgarie, Sclavonie, nec non terrarum Cracovie, Sandomirie, Lancicie, Syradie, Cuyavie, Lythuanie princeps suppremus, Pomeranie, Russieque dominus

თარგმანი: ღმერთის წყალობით, მეფე პოლონეთისა, უნგრეთისა, დალმაციისა, ხორვატიისა, რაშკისა, ბულგარეთისა, სლავონიისა, მიწებისა კრაკოვისა, სანდომირისა, ლეჟიჩკისა, სერაძისა, კუიავიისა, ბატონი და მემკვიდრე პომორიისა და რუსეთისა, უზენაესი მთავარი ლიტვისა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პოლონეთის მეფე

რედაქტირება

იყო ვლადისლავ II იაგაილოს და მისი მეოთხე ცოლის, ბელარუსელი მთავრის ქალიშვილის სოფია გოლშანელის ვაჟიშვილი. ვლადისლავ II-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი ვლადისლავ III ავიდა (1434), ის მაშინ 10 წლის იყო, ამიტომ სრულწლოვანებამდე (1438) მისი სახელით მართავდა რეგენტი — კრაკოვის ეპისკოპოსი ზბიგნევ ოლესნიცკი. უნგრეთში წასვლის შემდეგ ორი გუბერნატორი შეიცვალა რამაც დაძაბა სიტუაცია პოლონეთში და ის სერიოზული კრიზისის წინ აღმოჩნდა.

უნგრეთის მეფე

რედაქტირება

1440 წლის 17 ივლისიდან ის უნგრეთის მეფე გახდა და დასტოვა პოლონეთი. უნგრეთს პოლონეთის დახმარების იმედი ჰქონდა ისლამისტური თურქეთის წინააღმდეგ.

უნგრეთში ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში მას უწევდა ელიზაბეტასთან აწ გარდაცვლილი ჩეხეთისა და უნგრეთის მეფის ალბრეხტ III-ის ქვრივ დედოფალთან კონკურირება რადგანაც მას ტახტზე თავისი ახალ დაბადებული ვაჟის ვლადისლავის აყვანა სურდა.

ომი თურქეთთან

რედაქტირება
 
თურქებთან ბრძოლა ვარნასთან (ფრაგმენტი) ავტორი:იან მატეიკო (Jan Matejko) (1838–1893)

ვლადისლავი 19 წლის მიღწევისთანავე, წავიდა ჯვაროსნულ ლაშქრობაზე ვარნაზე თურქების წინააღმდეგ 1444 წ. მისმა არმიამ სულთან მურად II-ის არმიასთან შეტაკებისგან 1444 წლის 10 ნოემბერს სასტიკი მარცხი განიცადა, ქალაქ ვარნასთან ბრძოლისას, თვითონ მეფე ბრძოლის ველზე დაიღუპა. მის თავს თურქეთის სულთანი დიდი ხნის განმავლობაში თაფლიან ჭურჭელში ინახავდა როგორც საბრძოლო ნადავლს[1]. მონარქის სხეული ვერ იქნა ნაპოვნი, რაც შემდგომში ჭორების საფუძველი გახდა რომლის მიხედვითაც თითქოს ის სასწაულებრივად გადარჩა. შედეგად რამდენიმე ხნის განმავლობაში კაზიმირ IV იაგელონის კორონაცია გადადებულიც იყო. ვლადისლავი ცოლიანი იყო და ჰყავდა შვილები (დღეს არსებობს მოსაზრებები მაგალითად იან დლუგოში რომ თითქოს ვლადისლავ III ჰომოსექსუალისტი იყო[2] ).

მისი სიკვდილის შემდეგ, სამი წლის უმეფობის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა, ლიტვის დიდი მთავარი კაზიმირ IV ( 1447 - 1492 ). კორონაციის დიდი ხნით ცდა გამოწვეული იყო როგორც ზევით ავღნიშნეთ უპირველეს ყოვლისა ლიტვის დიდ მთავრსა და მაგნატებს შორის კონფლიქტით და პოლიტიკური ბალანსით ქვეყანაში, ასევე კორონაციის შეფერხებას იწვევდა გავრცელებული ჭორები ვლადისლავის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ[3], ეს თეორია პოპულარული იყო სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს შორის, დიდი ხნის განმავლობაში. არსებობდა ლეგენდის მრავალი ვერსია ერთ ერთი მათგანის მიხედვით გადარჩენილმა მეფემ დამარცხება ვერ გადაიტანა და სანტიაგო-დე-კომპოსტელაში კუნძულ მადეირაში იმყოფებოდა. იყვნენ თაღლითებიც რომლებიც ამ სიტუაციას იყენებდნენ და თავს მეფედ ასაღებდნენ. თანამედროვე ისტორიკოსები გამორიცხავენ მეფის გადარჩენას თურქებთან ბრძოლაში.

 
ვლადისლავის კენოტაფი 1444 წ. ვარნის ბრძოლის ველზე

შენიშვნები

რედაქტირება
  1. თურქი ისტორიკოსი ხოჯა ეფენდი (Turecki dziejopis Chodża Effendi), რომელიც პოლონეთის მეფის მტერი იყო (który był wrogi polskiemu królowi).
  2. იან დლუგოში ყოველწლიური, (Jan Długosz), პოლონეთის სამეფოს ცხოვრების ქრონიკები, წიგნი XII, ფ.685, კრაკოვის 1869 წლის პუბლიკაციის მიხედვით. პუნქტი: "იყო ისეთი აზრიც რომ ვარნასთან ბრძოლაში ის უფალმა დასაჯაო ...". დლუგოში შემდეგ წერს ვლადისლავზე: (....) მან ბინძური და საძაგელი ქმედებებისაგან თითქოს უარი განაცხადა თუმცა შემდეგ ის ისევე ეძლეოდა თავის სამარცხვინო ვნებებს, რითაც უფლის შეწევნა დაკარგა.
  3. მარიუშ ტრუბა, ლეხ ბელსკი, "პოლონეთის სამეფოს მმართველები", გამომც. Reader's Digest, ვარშავა, 2005

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. იანევსკი ვლადისლავ III ვარნელი // MСІУ  — ფ. 91.
  • ვლადისლავ III ვარნენჩიკი // ДІУ-2001  — ფ. 119.
  • ო.ვ. შჩერბაკი ვლადისლავ III ვარნენჩიკი // ЕІУ/1  — ფ. 587.
ვლადისლავ III ვარნელი იაგელონი
წინამორბედი ქვეყანა მემკვიდრე
ვლადისლავ II იაგაილო  
პოლონეთის მეფე (1434-1444)
კაზიმირ IV იაგელონჩიკი
ალბრეხტ II  
უნგრეთის მეფე (1440-1444)
ვლადისლავ პოსტუმუსი
ალბრეხტ II
ხორვატიის მეფე (1440-1444))
ვლადისლავ პოსტუმუსი