მთავარი მენიუს გახსნა

გუსტავ ერიქსონ ვაზა

(გადამისამართდა გვერდიდან გუსტავ ვაზა)
იაკობ ბინკის მიერ 1542 წელს შესრულებული გუსტავ ვაზას პორტეტი

გუსტავ ვაზა ან გუსტავ I (შვედ. Gustav Vasa, ხანდახან გვხვდება როგორც გუსტავ ვაა; დ. 1496 — გ. 1560), შვედეთის მეფე 1523-1560 წლებში. ტახტზე ასვლამდე გუსტავ ერიქსონი (Gustav Eriksson). დააარსა ვაზათა დინასტია.

ბიოგრაფიარედაქტირება

გუსტავ ერიქსონი დაიბადა ლინდჰოლმენში 1496 წელს, სავარაუდოდ, 12 მაისს. მამამისი ერიკ იუჰანსონი გარდაცვლილ რეგენტს სტენ სტურე უფროსს ენათესავებოდა, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყოლია.

გუსტავის ბავშვობის შესახებ უამრავი ამბავია შემონახული, მაგალითად, როგორ უყვარდა უფროსობა და პირველობა. ჰანს დანიელს გუსტავის დანიაში ჩაყვანა და იქ აღზრდა ეწადა, მაგრამ სტენ სტურემ ბიჭი არ გაუშვა სამხრეთში. 13 წლიდან გუსტავის სასკოლო ცხოვრება იწყება უფსალაში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება