კარლოს II (ესპანეთი)
კარლ II მოჯადოებული, კარლ II შეშლილი (ესპ. Carlos II El Hechizado; დ. 6 ნოემბერი, 1661 — გ. 1 ნოემბერი, 1700) — ესპანეთის მეფე 1665–1700 წლებში, ფილიპე IV-ის ვაჟი, ჰაბსბურგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ესპანეთის ტახტზე.
კარლ II | ||
![]() | ||
გაერთიანებული ესპანეთის მე-5 მეფე | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
17 სექტემბერი, 1665 – 1 ნოემბერი, 1700 | ||
წინამორბედი | ფილიპე IV | |
მემკვიდრე | ფილიპე V | |
დაბადებული | 6 ნოემბერი, 1661 მადრიდი, ესპანეთი | |
გარდაცვლილი | 1 ნოემბერი, 1700 მადრიდი, ესპანეთი | |
მამა | ფილიპე IV | |
დედა | მარიანა ავსტრიელი | |
მეუღლე | მარია ლუიზა დ’ორლეანი, მარია ანა ნოიბურგელი | |
შვილები | არა | |
რელიგია | ქრისტიანობა, კათოლიციზმი | |
ხელმოწერა | ![]() |
მეფობის უდიდესი ნაწილი მისი რეგენტი იყო დედამისი, მარიანა ავსტრიელი, ხელისუფლება ფაქტობრივად ხუან ავსტრიელის ხელში იყო. კარლის მეფობის დროს ესპანეთში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. პროვინციებში მძლავრობდა სეპარატიზმი, ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების დიდი ნაწილი ინგლისისა და საფრანგეთის მფლობელობაში აღმოჩნდა. ქვეყანაში გაბატონებული იყო შიმშილი. მადრიდის სასახლეში ოლიგარქიულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები. კარლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რომელიც ესპანელი ბურბონების სასარგებლოდ დასრულდა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- «Carlos II de España» — artículo de Paul Bitternut