მარიანა ავსტრიელი

მარიანა ავსტრიელი (გერმ. Mariana Österreicher; ესპ. Mariana de Austria; დ. 24 დეკემბერი 1634, ვენა, ავსტრია — გ. 16 მაისი 1696, მადრიდი, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანა ესპანელის ქალიშვილი. თავდაპირველად დანიშნული იყო თავის ბიძაშვილზე, ესპანეთის ტახტის მემკვიდრე ბალთაზარზე, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მიათხოვეს ბალთაზარის მამას, თავად მარიანას ბიძას ფილიპე IV-ს, რომელიც ესპანეთის მეფე იყო. ამრიგად 1649-1665 წლებში მარიანა ესპანეთის დედოფალი გახდა. მას და ფილიპეს 5 შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ 2-მა მიაღწია სრულწლოვანებამდე. მისი ქალიშვილი მარგარიტა ტერეზა საღვთო რომის იმპერატრიცა გახდა, ხოლო მისი ვაჟი კარლ II ესპანეთის მეფე და ჰაბსბურგთა უკანასკნელი წარმომადგენელი ესპანეთის ტახტზე. მარიანა 1665-1675 წლებში კარლ II-ის რეგენტი იყო.

მარიანა ავსტრიელი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 7 ოქტომბერი 1649
მმართ. დასასრული: 17 სექტემბერი 1665
წინამორბედი: ელიზაბეტა ბურბონი
მემკვიდრე: მარია ლუიზა დ’ორლეანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 დეკემბერი 1634
ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 16 მაისი 1696
მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე IV, ესპანეთის მეფე
შვილები: მარგარიტა ტერეზა, საღვთო რომის იმპერატრიცა
კარლ II, ესპანეთის მეფე
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ანა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

დედოფალი მარიანა აფინანსებდა მხატვრებსა და მოგზაურებს. რამაც ესპანეთში მხატვრობის აღორძინება გამოიწვია. ხოლო ესპანელმა მოგზაურებმა მის საპატივსაცემოც ახლად აღმოჩენილ კუნძულებს დედოფალი მარიანას კუნძულები დაარქვეს.

ადრეული ცხოვრება (164-1649)

რედაქტირება
 
მარიანა ავსტრიელი და მისი ძმა ფერდინანდი, 1636 წელი

მარიანა დაიბადა 1634 წლის 24 დეკემბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. იგი საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ის შვილიშვილი იყო. იმ დროისათვის მამამისი ფერდინანდ III მხოლოდ ტახტის მემკვიდრე იყო. ხოლო მარიანას დედა იყო ესპანეთის პრინცესა და ფერდინანდ III-ის მეუღლე მარია ანა ესპანელი, ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ასული. 1637 წელს მარიანას მამას ებოძა უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფის ტიტული, აქედან გამომდინარე მარიანა ამ სახელმწიფოთა პრინცესა გახდა. მისი ბაბუა მაშინ გარდაიცვალა როდესაც მარიანა 3 წლის იყო, აქედან მოყოლებული მარიანას მამა იმპერატორი ხდება.

ფერდინანდ III-სა და მარია ანა ესპანელს 6 შვილიდან მარიანა მეორე იყო. მათი 6 შვილიდან სრულწლოვანებამდე მხოლოდ 3-მა ბავშვმა მიაღწია. მისი უფროსი ძმა, უნგრეთის მეფე ფერდინანდ IV ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა. ამიტომაც ცოცხალი მხოლოდ მარიანა და მისი ძმა, ტახტის მემკვიდრე ლეოპოლდი დარჩა. მოგვიანებით ის იმპერატორი ლეოპოლდ I გახდა და ცოლად მარიანას ქალიშვილი შეირთო.

ესპანეთის დედოფალი (1649-1665)

რედაქტირება
 
ესპანეთის მეფე ფილიპე IV. მარიანას ბიძა (დედის ხაზით) და მისი ერთად-ერთი მეუღლე

მარიანას ადრეული ბავშვობიდანვე იყო გამიზნული რომ ის მიეთხოვებინათ ესპანეთის ტახტის მემკვიდრისათვის, რათა გაეძლიერებინათ ავსტრიელი და ესპანელი ჰაბსბურგების კავშირი. 1646 წელს, როდესაც მარიანა 11 წლის იყო, დანიშნეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, ასტურიის პრინც ბალთაზარ კარლოსზე, რომელიც მარიანას ბიძაშვილი იყო დედის ხაზით. ნიშნობიდან სამ თვეში, 16 წლის ბალთაზარი კარლოსი. ამავე წელს გარდაიცვალა ბალთაზარის დედა, ფილიპე IV-ის მეუღლე და ამასთან ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტა ბურბონი, საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ასული. აქედან გამომდინარე ფილიპე IV-ს აღარც მემკვიდრე ჰყავდა და აღარც ცოლი, რომ ახალი მემკვიდრე გაეჩინა. დაქვრივებული ფილიპე ძალიან განიცდიდა თავისი ლამაზი და საყვარელი ფრანგი მეუღლის გარდაცვალებას. გლოვის დასრულების შემდეგ კი მან თავის დისშვილ მარიანაზე ქორწინება განიზრახა. 1649 წლის 7 ოქტომბერს მადრიდთან ახლოს ნავალკარნეროში იქორწინეს. ქორწინების პირველი ღამე ესკორიალში გაატარეს, შემდგომ კი სამეფო სასახლეში გადასახდნენ. აქედან მოყოლებულებული მარიანა ესპანეთის დედოფალი გახდა.

მარიანასა და ფილიპეს ქორწინებას ბედნიერება არ მოჰყოლია. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფილიპე მარიანაზე ოცდაათი წლით უფროსი იყო, მისი ბიძა იყო და ამასთან ხშირად ღალატობდა. მარიანა მმართველობაში საერთოდ არ ერეოდა. მეფე კი ძალიან გამოუცდელი და სუსტი მმართველი იყო. აქამდე ქვეყანას ფაქტობრივად მისი პირველი ცოლი მართავდა, რომელიც ძალიან ძლიერი ქალი იყო, მარიანას კი პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესები არ ადარდებდა. მას ერჩია რელიგიურ სწავლებებზე ევლო, შეექმნა თავისი პორტრეტები, ღვთისთვის თაყვანი ეცა და ა.შ.

 
მარიანა ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი

მარიანასა და ფილიპეს ქორწინებაში მხოლოდ 5 შვილი შეეძინათ. ამ ხუთიდან მხოლოდ ორმა მიაღწია სრულწლოვანებამდე. პირველი ქალიშვილი მარგარეტ ტერეზა დაიბადაბ 1651 წლის 12 ივლისს. დედამისის მსგავსად, მარგარეტ ტერეზაც თავის ბიძაზე დაქორწინდა, რომელიც საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ I იყო (მარიანას ძმა). 1655 წელს მარიანამ კიდევ ერთი გოგონა გააჩინა სახელად მარია ამბროსია. იგი სულ რაღაც ორი კვირის გარდაიცვალა. ამ დროს ვინაიდან სხვა გზა არ ჰქონდა, ფილიპემ თავისი ქალიშვილი მარგარეტ ტერეზა ტახტის მემკვიდრედ დაასახელა. მიუხედავად ამისა ფილიპემ მარიანაზე ზეწოლა დაიწყო, რადგან ვაჟი მემკვიდრე სურდა. საბოლოოდ 1657 წლის 1 ნოემბერს მარიანამ ვაჟი გააჩინა სახელად ფილიპ პროსპერო, რომელიც მაშინვე აკურთხეს ასტურიის პრინცად და ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ. 1658 წელს მარიანამ მეორე ვაჟი გააჩინა, რომელიც 1659 წელს გარდაიცვალა.

1661 წელს ფილიპ პროსპერო გარდაცივალა. თუმცა ამ დროს დედოფალი კვლავ ორსულად იყო, მეფე კი იმედოვნებდა, რომ სწორედ ის იქნებოდა მომავალი მეფე. ამავე წლის 6 ნოემბერს მარიანამ ვაჟი გააჩინა, სახელად კარლი, რომელიც ტახტის მემკვიდრე გახდა.

კარლი დაბადებიდან იყო უამრავი ფიზიკური და გონებრივი ნაკლოვანებებით. რაც გამოწვეული იყო მისი მშობლების ახლო ნათესავობით. მას ჰქონდა სინდაქტილია, უჭირდა ლაპარაკი, იყო ძალიან შეუხედავი და აწუხებდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ამის გამო მას ხალხი მოიხსენიებდა როგორც დაწყევლილსა და მოჯადოებულს. მას ასევე ჰქონდა ენდოკრინული დაავადებები და აწუხებდა თირკმელები. ამას გარდა მას ჰქონდა უიშვიათესი გენეტიკური დაავადებებიც. ესპანეთის ისტორიაში კარლი ყველაზე საშინელ მეფედაა შესული. მას ხშირად ჰქონდა ნერვული აშლილობებიც. იყო უნაყოფო. ამის გამო მიიჩნევდნენ რომ მას მტრებმა ჯადო გაუკეთეს. ასევე არსებობს ვერსია, რომ დედოფალი ორსუობისას მოიწამლა.

კარლ II-ის რეგენტი (1665-1675)

რედაქტირება
 
დედა დედოფალი და რეგენტი, მარიანა ავსტრიელი
 
მარიანას ვაჟი, ესპანეთის მეფე კარლ II

1665 წლის 16 სექტემბერს ფილიპე IV გარდაიცვალა. მეფე კარლ II გახდა, რომელიც 4 წლის იყო. მეფის მცირეწლოვანების გამო მარიანა მის რეგენტად დაინიშნა და მას დაეკისრა სახელმწიფოს მართვა. მარიანამ ხელისუფლება ხუან ევრერარდო ნიტარდს, რომელიც 1669 წელს თანამდებობიდან მოხსნეს. მთელი ამ დროის მანძილზე კარლმა ვერც ფეხით სიარული და ვერც ლაპარაკი ვერ ისწავლა. 1668 წელს დედა დედოფალმა დააფინანსა ესქპედიცია წყნარ ოკეანეში, რომლის შემდეგაც იაპონიასთან ახლოს აღმოაჩინეს ახალი კუნძულები რომლებსაც მარიანა დაარქვეს მის პატივსაცემად, დედოფალი მარიანას კუნძულებში სულ 17 კუნძულია გაერთიანებული და დღეს აშშ-ს ეკუთვნის. იმავე წელს ესპანეთში შიმშილი და სამოქალაქო ომი გამძვინვარდა. ამით ისარგებლეს საფრანგეთმა და ჰოლანდიამ და ვრცელი ტერიტორიები ჩამოაჭრეს ესპანეთს. 1673 წელს ვენაში გარდაიცვალა მისი ქალიშვილი, საღვთო რომის იმპერატრიცა მარგარეტ ტერეზა. ამან მარიანაზე საშინლად იმოქმედა. 1675 წელს მისი ვაჟი კარლ II სრულწლოვანი გახდა, ამიტომაც მარიანას რეგენტის სტატუსი შეუჩერდა. თუმცა კარლის ავადმყოფობის გამო მაინც ის განაგრძობდა მმართველობას. 1677 წელს მადრიდში ჩამოვიდა ფილიპე IV-ის უკანონო ვაჟი, რომელიც ტახტს მოითხოვდა. ესპანელების დიდი ნაწილი ავადმყოფი მეფის ჩამოგდებას და მის ტახტზე აყვანას მოითხოვდა. თუმცა 1679 წელს ესპანეთის სამეფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკანონოდ შობილს არ ჰქონდა უფლება ტახტზე ასულიყო.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება (1675-1696)

რედაქტირება
 
მარიანა ავსტრიელი

იმავე წელს, მისი ვაჟი კარლ II დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან ქალზე, მარია ლუიზა დ'ორლეანზე. მიუხედავად იმისა, რომ მარია ლუიზას ძალიან უყვარდა ის, ქორწინებაში ბავშვი არ გაჩნდა. 10 წლის შემდეგ 1689 წელს მარია ლუიზა იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. ივარაუდება, რომ დედოფალი მოწამლეს. რადგან იგი უშვილოდ ითვლებოდა და ამ გზით მოიშორეს. თუმცა ინფორმაცია დაუდასტურებელია. მისი გარდაცვალების მიზეზად მიიჩნევენ ან აპენდიციტს, ან მოწამლულ საჭმელს.

კარლი კიდევ დაქორწინდა, ამჯერად გერმანელ დიდგვაროვან ქალზე, მარია ანა ნოებურგელზე. მეორე ქორწინებაც უშვილო აღმოჩნდა. დედა დედოფალ მარიანას სურდა თავისი ვაჟი მესამედ დაექორწინებინა ბავარიის ჰერცოგის ასულზე, თუმცა უშედეგოდ. იგი ძალიან წუხდა, ვინაიდან იცოდა, რომ თუ კარლი უშვილოდ გარდაიცვლებოდა ესპანეთში ჰაბსბურგთა დინასტია არსებობას შეწყვეტდა. სწორედ ასე მოხდა, თუმცა ამას თავად ვერ მოესწრო. დღეს მარიანას შთამომავლები აღარ ცხოვრობენ, განსხვავებით სხვა იმდროინდელი მეფეთა შთამომავლებისგან, რომლებიც დღესაც კი ცხოვრობენ.

მარიანა გარდაიცვალა მკერდის კიბოსაგან, 1696 წლის 16 მაისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. 61 წლის ასაკში.

 
დიეგო ველასკესის ნახატი სახელწოდებით მენინები, წარმოდგენილია მარიანასა და ფილიპე IV-ის ოჯახი. ერთად-ერთი ნახატი სადაც მეფე და დედოფალი ერთად არიან ასახული

მარინამ ფილიპე IV-ს 5 შვილი გაუჩინა:

  • მარია ამბროსია (7 დეკემბერი 1655 - 21 დეკემბერი 1655)
  • ფილიპ პროსპერო (28 ნოემბერი 1657 - 1 ნოემბერი 1661), ასტურიის პრინცი
  • ფერდინანდ თომას კარლი (23 დეკემბერი 1658 - 22 ოქტომბერი 1659)
  • კარლ II (6 ნოემბერი 1661 - 1 ნოემბერი 1700), ესპანეთის მეფე

ტიტულები

რედაქტირება
  1. გათხოვებამდელი ტიტულები:
  • ავსტრიის პრინცესა : 1634-1696
  • უნგრეთის პრინცესა: 1634-1696
  • ხორვატიის პრინცესა: 1634-1696
  • საღვთო რომის პრინცესა: 1634-1696
  • ბოჰემიის პრინცესა: 1634-1696
  • მორავიის პრინცესა: 1634-1696
  • სილეზიის პრინცესა: 1634-169

2. ქორწინებით მიღებული ტიტულები:

  • ესპანეთის დედოფალი 1649-1665
  • ნეაპოლის დედოფალი 1649-1665
  • სარდინიის დედოფალი 1649-1665
  • სიცილიის დედოფალი 1649-1665
  • მილანის ჰერცოგინია 1649-1665
  • ლოთერის ჰერცოგინია 1649-1665
  • ბრაბანტის ჰერცოგინია 1649-1665
  • ლიმბურგის ჰერცოგინია 1649-1665
  • ლუქსემბურგის ჰერცოგინია 1649-1665
  • ნამიურის გრაფინია 1649-1665
  • ბურგუნდიის ჰერცოგინია-პალატინი 1649-1665
  • ფლანდრიის ჰერცოგინია 1649-1665
  • ენოს ჰერცოგინია 1649-1665
  • არტუას ჰერცოგინია 1649-1659

წინაპრები

რედაქტირება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
16. ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
8. კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
17. ანა უნგრელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
4. ფერდინანდ II, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
18. ალბერტ V, ბავარიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
9. მარია ანა ბავარიელი, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
19. ანა ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
2. ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
20. ალბერტ V, ბავარიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
10. ვილჰემ V, ბავარიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
21. ანა ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
5. მარია ანა ბავარიელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
22. ფრანსუა I, ლოთარინგიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
11. რენატა ლოთარინგიელი, ბავარიის ჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
23. კრისტინა დანიელი, ლოთარინგიის ჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
1. მარიანა ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
24. კარლ I, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
12. ფილიპე II, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
25. ისაბელ პორტუგალიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
6. ფილიპე III, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
26. მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
13. ანა ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
27. მარია ესპანელი, საღვთო რომის იმპერია
 
 
 
 
 
 
 
3. მარია ანა ესპანელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
28. ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
14. კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
29. ანა უნგრელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
7. მარგარეტ ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
30. ალბერტ V, ბავარიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
15. მარია ანა ბავარიელი, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
31. ანა ავსტრიელი
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება