მარია ესპანელი (ესპ. María de Austria y Avis; დ. 21 ივნისი 1528 — გ. 26 თებერვალი 1603, ლას-დესკალსას-რეალესი) — ესპანეთის ინფანტა. იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ცოლი.

მარია ესპანელი
საღვთო რომის იმპერატრიცა და ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი, 1564
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1576
წინამორბედი: ისაბელ პორტუგალიელი
მემკვიდრე: ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 სექტემბერი, 1562
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1576
წინამორბედი: ანა უნგრელი
მემკვიდრე: ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 სექტემბერი, 1563
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1576
წინამორბედი: ანა უნგრელი
მემკვიდრე: ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 12 მაისი, 1575
მმართ. დასასრული: 16 მაისი, 1575
წინამორბედი: ლუიზა დე ლორენ-ვედემონი
მემკვიდრე: ანა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 ივნისი, 1528
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 26 თებერვალი, 1603, (74 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
(ქ. 1548 - გარდ. 1576)
შვილები: ანა, ესპანეთის დედოფალი
რუდოლფ II, საღვთო რომის იმპერატორი
ერნესტი, ნიდერლანდების შტატჰალტერი
ელიზაბეთი, საფრანგეთის დედოფალი
მატიას I, საღვთო რომის იმპერატორი
მაქსიმილიან III, ავსტრიის ერცჰერცოგი
ალბერტ VII, ნიდერლანდების შტატჰალტერი
ვენეცელი
მარგარეტი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლოს I, ესპანეთის მეფე
დედა: ისაბელ პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია იყო იმპერატორ კარლ V-ის და ისაბელ პორტუგალიელის ქალიშვილი. 1548 წელს დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე მაქსიმილიანზე. მამის თხოვნით მარია და მისი ქმარი ხდებოდნენ ესპანეთის რეგენტები, როდესაც იმპერატორი ქვეყანას ტოვებდა.

1552 წელს ისინი დაბრუნდნენ ვენაში. მარიას და მაქსიმილიანს ჰყავდათ 16 შვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარია დაიბადა საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ოჯახში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. მარია იზრდებოდა თავის დაძმასთან, ფილიპესთან და ხუანასთან ერთად, ჯერ ტოლედოში, ხოლო მოგვიანებით ვალიადოლიდში. მიუხედავად იმისა, რომ კარლი ძალიან იშვიათად იყო ცოლ-შვილთან, მათ შეძლეს და ძალიან მტკიცე ოჯახი შექმნეს. მარიასა და მის ძმას, ფილიპეს ძალიან ბევრი მსგავსი პიროვნული თვისებები ჰქონდათ. მარია ბავშვობიდანვე კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში, რითაც მამისა და ძმის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.

ესპანეთის რეგენტი

რედაქტირება

1548 წლის 15 სექტემბერს მარია დაქორწინდა ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან II-ზე, რომელიც მისი ღვიძლი ბიძაშვილი იყო, ვინაიდან მარიას მამა კარლი და მაქსიმილიანის მამა ფერდინანდი ღვიძლი ძმები იყვნენ. წყვილმა ქორწინებაში სულ 28 წელს დაჰყო, რომლიდანაც მარიამ 16 ბავშვი გააჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მამა გერმანიაში მოღვაწეობდა, წყვილმა ქორწინების პირველი წლები ესპანეთში გაატარა. ისინი 1548-1551 წლებში იყვნენ ესპანეთის მმართველი პრინცი ფილიპეს რეგენტები. მარია და მაქსიმილიანი 1552 წელს გაემგზავრნენ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

1558 წელს მარია კვლავ მადრიდში დაბრუნდა და 1558 წლიდან 1561 წლის ჩათვლით თავისი ძმის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის რეგენტი გახდა, რადგან ის თავის ცოლთან, მერი ტიუდორთან ერთად ინგლისში ცხოვრობდა. 1558 წელს მერი გარდაიცვალა თუმცა ფილიპე ესპანეთში არ დაბრუნებულა, ის საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც მესამედ დაქორწინდა საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტა ვალუაზე და მასთან ერთად დაბრუნდა ესპანეთში. ამის შემდეგ მარია კვლავ ავსტრიაში დაბრუნდა.

იმპერატრიცა

რედაქტირება

ავსტრიაში დაბრუნებიდან მალევე, 1564 წელს იმპერატორი ფერდინანდ I გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი მაქსიმილიან II ავიდა, მარიას კი როგორც მის მეუღლეს შემდეგ ტიტულები მიენიჭა : საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, ბოჰემიის, უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი. 1570 წელს მარიამ გაათხოვა თავისი ორი ქალიშვილი. უფროსი ქალიშვილი ანა მიათხოვა თავის ძმა ფილიპე II-ს (მისი მესამე ცოლი, ელიზაბეტა ვალუა 1568 წელს გარდაიცვალა), ხოლო შუათანა ქალიშვილი, ელიზაბეთი მიათხოვა საფრანგეთის მეფე შარლ IX ვალუას.

ღრმადმორწმუნე კათოლიკე მარიას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი თავის შემწყნარებელი ბუნების მქონე ქმართან. მარია ყოველთვის მოითხოვდა ერეტიკოსებისა და ებრაელების სასტიკად დასჯას და გაძევებას (რაც კათოლიკეებისათვის ჩვეულება იყო), მაქსიმილიანი კი გამუდმებით იწყალებდა მათ, რაც მარიას განრისხების საბაბი ხდებოდა. თუმცა მარიამ მოახერხა და ვაჟები ისე აღზარდა როგორც სურდა. მისი ვაჟები ყოველთვის გულცივობითა და სისასტიკით ეპყრობოდნენ ერეტიკოსებსა და ებრაელებს. თუმცა მათი გოგონები მაქსიმილიანს დაემსგავსნენ, ისინი ძალიან გულისხმიერები და ტოლერანტები იყვნენ. თუმცა მარიას განსაკუთრებით დიდი გავლენა ჰქონდა მომავალ იმპერატორებზე რუდოსფსა და მატაისზე.

1576 წელს მაქსიმილიან II გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 6 წელიწადში მარია მშობლიურ ესპანეთში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა.

ესპანეთში დაბრუნება

რედაქტირება

1582 წელს მარია თავის ქალიშვილ მარგარეტთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა. მარია ფილიპეს დაჰპირდა, რომ მარგარეტს მას მიათხოვებდა (ვინაიდან მისი უფროსი ქალიშვილი ანა 1580 წელს გარდაიცვალა). თუმცა ქორწინებაზე საბოლოოდ მარგარეტმა განაცხადა უარი და მონაზვნად აღიკვეცა. მარიამ ესპანეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ცხოვრობდა ერეტიკოსებისგან თავისუფალ ქვეყანაში. 1598 წელს ფილიპე II ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა ფილიპესა და ანას ვაჟი, მარიას შვილიშვილი ფილიპე III. მარია შვილიშვილთან გადასახლდა მადრიდში, სადაც 1603 წლის 26 თებერვალს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარია იყო ცნობილი ესპანელი კომპოზიტორის ტომას ლუის დე ვიტორიას მფარველი. მან მარიას დაკრძალვისთვის დაწერა რეკვიემი, რომელიც მის ყველაზე დახვეწილ ნამუშევრად ითვლება.

  1. ანა ავსტრიელი ( დ. 1 ნოემბერი 1549 — გ. 26 ოქტომბერი 1580) — ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ცოლი და ფილიპე III-ის დედა.
  2. ფერდინანდი ( დ. 28 მარტი 1551 — გ. 25 ივნისი 1552)
  3. რუდოლფ II ( დ. 18 ივლისი 1552 — გ. 20 იანვარი 1612) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი.
  4. ერნესტი ( დ. 15 ივლისი 1553 — გ. 12 თებერვალი 1595) — ერცჰერცოგი. ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი.
  5. ელიზაბეთი ( დ. 5 ივნისი 1554 — გ. 22 იანვარი 1592) — საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის ცოლი.
  6. მარია ( დ. 27 ივლისი 1555 — გ. 25 ივნისი 1556)
  7. მატიასი ( დ. 24 თებერვალი 1557 — გ. 20 მარტი 1619) — საღვთო რომის იმპერატორი.
  8. მკვდრადშობილი ვაჟი (20 ოქტომბერი 1557)
  9. მაქსიმილიან III ( დ. 12 ოქტომბერი 1558 — გ. 2 ნოემბერი 1618) — ერცჰერცოგი. ტევტონის ორდენის დიდი მაგისტრი და პრუსიის მმართველი.
  10. ალბერტ VII ( დ. 15 ნოემბერი 1559 — გ. 13 ივლისი 1621) — ერცჰერცოგი. ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი. ესპანელი ინფანტას ისაბელ კლარა ევგენიას ქმარი.
  11. ვენეცელი ( დ. 9 მარტი 1561 — გ. 22 სექტემბერი 1578)
  12. ფრიდრიხი ( დ. 21 ივნისი 1562 — გ. 16 იანვარი 1563).
  13. მარია ( დ. 19 თებერვალი 1564 — გ. 26 მარტი 1564)
  14. კარლი ( დ. 26 სექტემბერი 1565 — გ. 23 მაისი 1566)
  15. მარგარეთი ( დ. 25 იანვარი 1567 — გ. 5 ივლისი 1633) — მონაზონი
  16. ელეონორა ( დ. 4 ნოემბერი 1568 — გ. 12 მარტი 1580)

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kamen, p. 35
  • Kamen, p. 49
  • Cárdenas, Fabricio (2014). 66 petites histoires du Pays Catalan [66 Little Stories of Catalan Country] (in French). Perpignan: Ultima Necat.
  • Sánchez, p.91.
  • Sánchez, p.98.
  • Sánchez, p.99.
  • Sánchez, p.100
  • Sánchez, p.97

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება