მარია არაგონელი (პორტუგალიის დედოფალი)
მარია არაგონელი (ესპ. María de Aragón; პორტ. Maria de Aragão e Castela; დ. 29 ივნისი 1482, კორდოვა, კასტილია — გ. 7 მარტი 1517, ლისაბონი, პორტუგალია) — ტრასტამარების დინასტიის წარმომადგენელი. ფერდინანდ II-ისა და ისაბელ I-ის ქალიშვილი. დაბადებიდან კასტილიისა და არაგონის პრინცესა. 1500-1517 წლებში პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი როგორც მანუელ I-ის მეუღლე. ხუანა შეშლილის უმცროსი და.
მარია არაგონელი | |
---|---|
![]() | |
პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 ოქტომბერი 1500 |
მმართ. დასასრული: | 7 მარტი 1517 |
წინამორბედი: | იზაბელა არაგონელი |
მემკვიდრე: | ელეონორ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: |
29 ივნისი 1482 კორდოვა, კასტილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: |
7 მარტი 1517 (34 წლის) ლისაბონი, პორტუგალიის სამეფო |
მეუღლე: | მანუელ I, პორტუგალიის მეფე |
შვილები: |
ჟუან III, პორტუგალიის მეფე ისაბელი, ესპანეთის დედოფალი ბეატრიზი, სავოიის ჰერცოგინია ლუიში, ბეჟას ჰერცოგი ფერნანდუ, გუარდას ჰერცოგი აფონსუ, კარდინალ-ინფანტი ენრიკე I, პორტუგალიის მეფე დუარტე, ხიმარაეს ჰერცოგი |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ფერდინანდ II, არაგონის მეფე |
დედა: | ისაბელ I, კასტილიის დედოფალი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
გათხოვებამდე მარია დანიშნული იყო ჯერ შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ზე, შემდეგ კი ინგლისის პრინც არტურ ტიუდორზე. თუმცა მას შემდეგ რაც მისი და, პორტუგალიის დედოფალი იზაბელა არაგონელი გარდაიცვალა, პორტუგალიასთან ალიანსის შესანარჩუნებლად მშობლებმა ის პორტუგალიის მეფე მანუელ I-ს მიათხოვეს.
მანუელი და მარია 1500 წლის 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ ალკაზარში. ახალმა დედოფალმა 10 შვილი გაუჩინა მანუელს. მათშორის პორტუგალიის მომავალი მეფე ჟუან III, ესპანეთის დედოფალი და საღვთო რომის იმპერატრიცა ისაბელ პორტუგალიელი და სავოიის ჰერცოგინია ბეატრიზ პორტუგალიელი.
დედოფალი მარია მშობლების მსგავსად თავგამოდებული კათოლიკე იყო, ამიტომაც იგი გამუდმებით ებრძოდა მუსლიმებს, ებრაელებსა და ერეტიკოსებს. მისი ნებით პორტუგალიამ ისლამურ მაროკოსთან ომი წამოიწყო და მოიგო კიდეც. ასევე მარია აფინანსებდა იერუსალიმში მყოფ ქრისტიანებს და მუდმივად ამბოხებდა მექაში და მედინაში მცხოვრებ მამლუქებს. მისი ხელშეწყობით აშენდა არაერთი კათოლიკური ტაძარი ლისაბონში.
დედოფალი მარია გარდაიცვალა 1517 წლის 7 მარტს. დაკრძალულია ქალაქ ბერემში, ჟერონიმოს მონასტერში.
შვილებირედაქტირება
პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ტიტული | მეუღლე |
---|---|---|---|---|---|
ჟუან III | 6 ივნისი
1502 |
11 ივნისი
1557 |
პორტუგალიის
და ალგარვის მეფე |
ეკატერინე | |
ისაბელა | 24
ოქტომბერი 1503 |
1 მაისი 1539 | საღვთო რომის
იმპერატრიცა და ესპანეთის დედოფალი |
კარლ V | |
ბეატრიჩე | 31
დეკემბერი 1504 |
8 იანვარი
1538 |
სავოიის
ჰერცოგინია |
კარლ III | |
ლუიში | 3 მარტი
1506 |
27 ნოემბერი
1555 |
ბეჟას ჰერცოგი | არ ჰყოლია | |
ფერდინანდი | 5 ივნისი
1507 |
7 ნოემბერი
1534 |
გუარდას
ჰერცოგი |
გუიმარ
კუტინო | |
აფონსო | 23 აპრილი
1509 |
21 აპრილი
1540 |
პორტუგალიის
კარდინალი |
არ ჰყოლია | |
ენრიკე I | 31 იანვარი
1512 |
31 იანვარი
1580 |
პორტუგალიის
და ალგარვის მეფე |
არ ჰყოლია | |
მარია | 3 თებერვალი 1513 | მკვდარშობილი | |||
დუარტე | 7
ოქტომბერი 1515 |
20
სექტემბერი 1540 |
ხიმარესის
ჰერცოგის |
ისაბელა
ბრაგანსა | |
ანტონი | 9 სექტემბერი 1516 | მკვდარშობილი |