ენრიკე I (პორტუგალია)

ენრიკე I სუფთა (პორტ. Henrique I de Portugal\Henrique "o Castro"; დ. 31 იანვარი, 1512, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 31 იანვარი, 1580, ალმეირინი, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე-კარდინალი 1578–1580 წლებში, ავისის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მანუელ I და მისი მეორე ცოლის მარია არაგონელის მეხუთე შვილი.

ენრიკე I
Henrique I de Portugal
პორტუგალიის მე-17 მეფე-კარდინალი
კორონაცია: 28 აგვისტო 1578
მმართ. დასაწყისი: 4 აგვისტო 1578
მმართ. დასასრული: 31 იანვარი, 1580
წინამორბედი: სებასტიან I
მემკვიდრე: ანტონიუ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 იანვარი, 1512
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 31 იანვარი 1580
გარდ. ადგილი: ალმეირინი, პორტუგალია
დინასტია: ავისის დინასტია
მამა: მანუელ I
დედა: მარია არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ენრიკე მანუელ I ყველაზე პატარა ძმა იყო,ამიტომ ფიქრობდნენ, რომ მას არ ჰქონდა სამეფო ტახტზე ასვლის შანსი. ამიტომ მან სასულიერო კარიერა აირჩია, რათა დაეცვა პორტუგალიის ინტერესები კათოლიკურ ეკლესიაში. იგი მალევე გახდა ბრაგის არქიეპიკოპოსი (1538), ევორის არქიეპიკოპოსი (1545) და მიიღო კიდეც კარდინალის თანამდებობა.[1] 1564 წელს ენრიკე გახდა ლისაბონის არქიეპისკოპოსი და პორტუგალიის პრიმასი.

ძმის გარდაცვალების შემდეგ 1557 წელს გახდა თავისი ძმის შვილიშვილის სებასტიან I რეგენტი. სებასტიანის დაღუპვის შემდეგ კი, როგორც დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ავიდა პორტუგალიის სამეფო ტახტზე. მან დინასტიის გაგრძელების მიზნით უარი თქვა სასულიერო წოდებებზე და დაქორწინდა კიდეც, მაგრამ რომის პაპმა გრიგოლ XIII მხარი ჰაბსბურგებს დაუჭირა და არ გაათავისუფლა იგი სამღვდელო ფიცისაგან.

ენრიკე მალევე გარდაიცვალა. რეგენტთა საბჭომ ახალი მეფის ასარჩევად დანიშნა კრება. ამ სიტუაციით ისარგებლა ესპანეთის მეფემ ფილიპე II, რომელიც ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო პორტუგალიის სამეფო ტახტზე. 1580 წელს მან ჰერცოგი ალბა გაგაზავნა პორტუგალიაში, რათა ხელში ჩაეგდო სამეფო ტახტი. მან მალევე დაიპყრო ლისაბონი და ფილიპე II აირჩიეს პორტუგალიის მეფედ, იმ პირობით რომ იგი უზრუნველყოფდა პორტუგალიის სამეფოსა და მისი საზღვრების დაცვას და არ შეუერთებდა მას ესპანეთს. ფილიპე II პორტუგალიის სამეფო ტახტზე ეწოდა ფილიპე I.

  1. Cardinals of the Holy Roman Church: Enrique de Portugal; Henry's brother Alonso had also been made a Cardinal, in 1517 at the age of eight. (Cardinals of the Holy Roman Church: Alonso de Portugal დაარქივებული 2018-01-02 საიტზე Wayback Machine. ).