ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრაგა (პორტ. Braga) — ქალაქი ბრაგის მუნიციპალიტეტში, ჩრდილოეთ-დასავლეთ პორტუგალიაში. არის ბრაგის ოლქის ცენტრი. ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი. ბრაგა არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქალაქი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოსახლეობის მიხედვით (175,063) ბრაგა (შემოგარენის ჩათვლით) არის მეშვიდე მუნიციპალიტეტი პორტუგალიაში. ბრაგის შემადგენლობაშ შედის 62 "საწმყსო". ბრაგა ასევე არის დიდი პორტუს ცენტრი და ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ურბანული არეა ევროკავშირის მასშტაბით. რომის იმპერიის მმართველობის დროს ის იყო გალეციის პროვინციის ცენტრი. ურბანული ტერიტორია მოიცავს მდინარების კავადოსა და ესტს ხეობებს. პორტოსა და ლისაბონის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლები ემსახურება. პორტო დაშორებულია დაახლოებით 53 კილომეტრით. ქალაქის მერი არის ფრანცისკო სოარეს მესკვიტა მაჩადო, პორტუგალიის სოციალისტური პარტიის წევრი.

ქალაქი
ბრაგა
Braga
დროშა გერბი

ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
რეგიონი ჩრდილოეთი
შიდა დაყოფა 62 "საწმყსო"
კოორდინატები 41°32′00″ ჩ. გ. 8°25′00″ დ. გ. / 41.53333° ჩ. გ. 8.41667° დ. გ. / 41.53333; -8.41667
მერი ფრანცისკო სოარეს მესკვიტა მაჩადო
ფართობი 183.51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 215 მეტრი
მოსახლეობა 177,183 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი Western European Time
სატელეფონო კოდი 253
საფოსტო ინდექსი 470x
ოფიციალური საიტი http://www.cm-braga.pt/
ბრაგა — პორტუგალია
ბრაგა

ანტიკური

რედაქტირება
 
ბრაგის რუკა XVI საუკუნის ბოლოსთვის, დიდი შენობა ცენტრში არის ბრაგის საკათდრო ტაძარი.

ბრაგის რეგიონი პრეისტორიული ხანიდან იყო დასახლებული. რკინის ხანაში ბრაკარის ტომებმა მოახდინეს ამ ტერიტორიის ოკუპაცია, მათ შექმნეს მათთვის დამახასიათებელი ფორტიფიკაციული ნაგებობები და სოფლები. ძველმა რომაელებმა ტერიტორიის დაპყრობა დაიწყეს ძვ. წ. 136 წელს და იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსის დროს დაახლოებით ძვ. წ. 29 წელს ქალაქი „ბრაკარა ავგუსტა“ დააარსეს, როგორც ახალი რომაული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი ბრაკარა ავგუსტა განსაკუთრებით I საუკუნეში განვითარდა და მიაღწია თავის მაქსიმუმს II საუკუნეში. III საუკუნეში იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქალაქს მიანიჭა ახლად დაარსებული გალეციის პროვინციის დედაქალაქის სტატუსი.

ხალხთა დდი გადასახლების პერიოდში, რომის იმპერიის ძლიერება დაეცა და მთელი გალეციისპროვინცია გადავიდა სვებების ხელში, რომლებიც იყვნენ გერმანული ტომები ცენტრალური ევროპიდან. 410 წელს სუებმა დააარსეს სვებების გალიციური სამეფო და ბრაკარა აქციეს მის დედაქალაქად. 584 წელს მთელი იბერიის ნახევარკუნძული დაიპყრეს ვესტგუთებმა.

ბრაგას დიდი როლი ჰქონდა იბერიის ნახევარკუნძულის გაქრისტიანებაში. ბრაგის პირველი ცნობილი ეპისკოპოსი პატერნუსი მეოთხე საუკუნის ბოლოსკენ ცხოვრობდა. ასევე წმინდა ოვიდიუსი (გარდაიცვალა 135 წელს) ხანდახან მოიხსენიება როგორც ქალაქის პირველი ეპისკოპოსი[1] მეხუთე საუკუნის დასაწყისში პავლე ოროზიელმა, წმინდა ავგუსტინეს მეგობარმა, რომელიც დაიბადა ბრაგაში, დაწერა რამდენიმე თეოლოგიური და ისტორიული დიდი მნიშვნელობის მქონე ნაშრომი. VI საუკუნეში დიდი პიროვნება იყო წმინდა მარტინე ბრაგელი, ბრაგის ეპისკოპოსი რომელმაც მოაქცია სუები არიანობიდან კათოლიციზმზე. მან ბრაგის მახლობლად დააარსა მნიშვნელოვანი მონასტერი დუმში რომელიც ახლა არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილს წარმოადგენს.

 
XIV საუკუნის ბრაგის მთავარეპისკოპოსის საახლე და წმინდა ბარბარეს ბაღები.

შუა საუკუნეები

რედაქტირება

ვესტგუთების და არაბების ბატონობა იბერიის ნახევარკუნძულზე ბრაგისთვის დაღმასვლის პერიოდი იყო. მავრებს ბრაგა ჰქონდათ დაპყრობილი მერვე საუკუნიდან 1040 წლამდე როდესაც ის დაიბრუნა ლეონის მეფე ფერდინანდ I-მა. 1093-დან 1147-მდე იყო პორტუგალიის სამეფო კარის რეზიდენცია. 1070 წელს აღდგა საეპისკოპო და პირველმა ახალმა ეპისკოპოსმა პედრომ დაიწყო ბრაგის საკათედრო ტაძრის აღდგენა, რომელმაც მომდევნო საუკუნეებში მრავალი ცვლილება განიცადა. ადრეულ XII საუკუნეში, ენრიკე ბურგუნდიელმა და ეპისკოპოსმა ჯელარდ მოისაკიელმა ბრაგა აიყვანეს არქიეპისკოპოსის რეზიდენციის ხარისხში, რომელსაც იბერიის ნახევარკუნძულის დიდ ტერიტორიაზე ჰქონდა გავლენა. შუასაუკუნეების ქალაქი განვითარდა კათედრალის ირგვლივ, ქალაქის მთავარს წარმოადგენდა არქიეპისკოპოსი.

თანამედროვეობა

რედაქტირება
 
წმინდა მიხეილის ეკლესია

XVI საუკუნეში ბრაგას არ უნახია არანაირი სარგებელი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისაგან. მან წარმატება მოუტანა ისეთ ქალაქებს როგორიცაა ლისაბონი, ევორა და კოიმბრა. სიტუაცია შეცვალა არქიეპისკოპოს დიეგო დე სუიზამ, რომელმაც რამდენიმე ურბანული პროექტი დააფინანსა. მათ შორის: ქუჩების გადიდება, სკვერების შექმნა, საავადმყოფოების და ახალი ეკლესიების დაფუძნება. ასევე განაახლა კათდრალიც, თანამედროვე მანუელინოს სტილზე. დიეგო დე სუიზამ შუა საუკუნეების დასახლებული პუნქტი აქცია რენესანსის ქალაქად. მრავალი მის მიერ გატარებული ამ ცვლილებებიდან დღემდე შემორჩენილია ქალაქში.

შემდგომი ოქროს ხანა ქალაქისთვის იყო XVIII საუკუნე, როდესაც არქიეპისკოპოსმა და გამოჩენილმა არქიტექტორებმა როგორიცაა: ანდრე სოარესი და კარლოს ამარანტე, შეამკეს ქალაქი და მისი შემოგარენი, მშვენიერი ბაროკოს სტილის ეკლესიებით და სამოქალაქო შენობებით. ამ პერიოდში აშენდა მუნიციპალიტეტის შენობა, საჯარო ბიბლიოთეკა, იესო ქრისტეს სახელობის ტაძარი (პორტ. Bom Jesus do Monte), და სხვა.

XIX საუკუნე რთული იყო როგორც ქვეყნისთვის ასევე ქალაქისთვისაც. პრობლემები გამოწვეული იყო ნაპოლეონის ჯარების წინააღმდეგ პირენეს ნახევარკუნძულზე ომით. საუკუნის მეორე ნახევარში იმიგრანტების გავლენით რომლებიც ცხოვრობდნენ ბრაზილიაში ქალაქში გარკვეულწილად გაუმჯობესდა არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა.

XX საუკუნეში ბრაგა მოექცა დიდი დემოგრაფიული და ურბანული წნეხის ქვეშ, ქალაქის ინფრასტრუქტურას თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძირეული ცვლილებების გატარება დასჭირდა.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ბრაგაში და მის შემოგარენში უამრავი ისტორიული მონუმენტია.

ისტორიული ქალაქი (centro)

რედაქტირება

ეკლესიები

რედაქტირება
 
ბრაგის წმინდა პაოლოს ეკლესია (პორტ. Igreja de São Paulo), XVI საუკუნე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრაგა“-დან