ევორა
ევორა (პორტ. Évora; [ˈɛvuɾɐ]) – ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან აღმოსავლეთით 120 კმ-ზე. 2001 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 55 621 ადამიანი. ალტუ-ალენტეჟუს ისტორიული პროვინციის ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ევორა Évora | |||||
ქალაქის ხედი ეკლესიის სახურავიდან | |||||
| |||||
ქვეყანა | პორტუგალია | ||||
ისტორიული ოლქი | ალტუ-ალენტეჟუ | ||||
რეგიონი | ევორა | ||||
შიდა დაყოფა | 19 რაიონი | ||||
კოორდინატები | 38°33′00″ ჩ. გ. 7°57′00″ დ. გ. / 38.55000° ჩ. გ. 7.95000° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ერნესტუ ოლივეირა | ||||
დაარსდა | 1166 | ||||
ფართობი | 1307 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 295 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 55621 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 43 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 266 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7000 | ||||
ოფიციალური საიტი | cm-evora.pt | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 361 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დააარსეს ლუზიტანებმა და უწოდეს ებორა. 712 წელს ქალაქი დაიპყრეს მავრებმა, რომლებმაც ქალაქს ჟაბურო უწოდეს. ევორის გასანთავისუფლებლად პორტუგალიის პირველმა მეფემ აფონსო I დააარსა ავისის ორდენი.
XV-XVI საუკუნეებში ავისის დინასტიის მეფეების მმართველობისას ევორაში ხშირად იმყოფებოდა სამეფო კარი. ეს პერიოდი ევორის ისტორიაში ცნობილია ოქროს საუკუნის სახელით. 1663-1665 წწ. ოკუპირებული იყო ესპანეთის მიერ. 1559-1759 წწ. ქალაქში მუშაობდა უნივერსიტეტი. XVIII საუკუნეში ქალაქის პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა დაეცა.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაევორა წარმოადგენს ქალაქ-მუზეუმს და 1986 წლიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
არქიტექტურული ძეგლები:
- დიანას რომაული ტაძარი
- მეფე მანუელის სასახლე
- ეკლესია სე — აშენებულია 1280-1340 წწ. რომაულ-გოთიკურ სტილში.
- სანტა-კლარას მონასტერი
- სანტა-ბენტუ-დი-კაშტრიშის ეკლესია
- აგუა-დე-პრატის აკვედუკი
- სან-ბრაშის სამლოცველო
- სან-ფრანსისკუს ეკლესია
- ვასკო და გამას სასახლე
- ბასტუ – გრაფის სასახლე
- ჰერცოგ კადავალის სასახლე
სხვა საინტერესო ადგილები:
- ევორის უნივერსიტეტი
- ევორის საქალქო მუზეუმი
- საეკლესიო ხელოვნების მუზეუმი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine.
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი