მანუელინო
მანუელინო (პორტ. Manuelino) – არქიტექტურული სტილი პორტუგალიაში. რენესანსის ეროვნული ვარიანტი. სახელი ეწოდა პორტუგალიის მეფის მანუელ I (1495–1521) პატივსაცემად. ესაა პერიოდი პორტუგალიის სამეფო ხელისუფლების სიძლიერისა, ქვეყანა გაძლიერდა და გახდა ანგარიშგასაწევი საზღვაო ძალა. პორტუგალია ზღვაზე კონკურენციას უწევს გენუას და ესპანეთს. ეკონომიკური და კულტურული განვითარების ფონზე მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო საქმიანობა.
მანუელინო შეიცავს გოთიკის, მუდეხარისა და რენესანსის ელემენტებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ სტილზე გავლენა იქონია ინდურმა ხელოვნებამ.
გალერეა
რედაქტირება-
მეფის ფანჯარა ქრისტეს ორდენის მონასტერში
-
ჟერონიმუშის მონასტერი