გოთიკა
გოთიკური ხელოვნება — შუასაუკუნოვანი ხელოვნების სტილი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჩ.წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ჩაენაცვლა რომანულ სტილს. ტერმინი გოთიკა უფრო ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობებთან. თუმცა, იგი მოიცავს ამავე პერიოდის ხელოვნების სხვა სფეროებსაც — ქანდაკებას, ფერწერას, ვიტრაჟს, ფრესკას და ა.შ.

გოთიკა გერმანიაში, XII საუკუნის შუა პერიოდში წარმოიშვა. XIII საუკუნეში იგი გავრცელდა საფრანგეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და ინგლისის ტერიტორიებზე. იტალიაში იგი უფრო მოგვიანებით მოხვდა და გამოიწვია ე.წ. „იტალიური გოთიკის“ წარმოშობა. XIV საუკუნის დასაწყისში ევროპა მოიცვა ე.წ. „ერთაშორისო გოთიკამ“. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოთიკამ მოგვიანებით შეაღწია და დაახლოებით XVI საუკუნემდე იარსება.
ხელოვნების ამ განხრის შენობებთან და ზოგადად, ნამუშევრებთან მიმართებაში, რომლებიც შეიქმნა XIX საუკუნის შუა პერიოდში, გამოიყენება ტერმინი „ნეოგოთიკა“.
XIX საუკუნის დასაწყისიდან ტერმინი „გოთიკური რომანი“ აღნიშნავს რომანტიზმის ეპოქის ლიტერატურულ ჟანრს — „იდუმალებისა და საშინელებათა“ ლიტერატურას (ასეთი ნაწარმოებების განვითარება ხშირად მიმდინარეობდა გოთიკურ სასახლეებსა თუ მონასტრებში). 1980-იან წლებში ტერმინ გოთიკის გამოყენება დაიწყეს ახლად წარმოშობილ ჟანრთან, გოთიკურ როკთან მიმართებაში, მოგვიანებით კი ასე უწოდებდნენ სუბკულტურასაც („გოთიკური სუბკულტურა“).
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- გოთიკური ხელოვნება და არქიტექტურა
- გოთიკური ხელოვნება საიტზე ArtCyclopedia.com
- გოთიკური ხელოვნება, Encyclopædia Britannica
- გოთიკური ხელოვნება (დაარქივებული 2009-10-31), Microsoft Encarta.
- გოთიკური ხელოვნება დაარქივებული 2005-03-05 საიტზე Wayback Machine. , The Columbia Encyclopedia, მეექვსე გამოცემა. 2001.
- გოთიკური ხელოვნება დაარქივებული 2007-03-18 საიტზე Wayback Machine. , Museumsportal Schleswig-Holstein
- გოთიკური ხელოვნება, "მსოფლიო ხელოვნების ისტორია" და გოთიკური და ადრეული რენესანსი.
- გოთიკა: ხელოვნება ინგლისისთვის 1400–1547. ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი. ციტირების თარიღი: 2007-06-08.