კატარინა პორტუგალიელი (1540-1614)

კატარინა პორტუგალიელი (პორტ. Catarina de Portugal; დ. 18 იანვარი, 1540 — გ. 15 ნოემბერი, 1614) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. დუარტე პორტუგალიელისა და იზაბელ დე ბრაგანსას ასული. ბრაგანსას ჰერცოგინია როგორც ჟუან I-ის მეუღლე. პორტუგალიის დე-ფაქტო დედოფალი და ტახტის მოსარჩელე 1580-1614 წლებში როგორც მანუელ I-ის შვილიშვილი. პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის ბებია.

კატარინა პორტუგალიელი
წოდებები
ბრაგანსას ჰერცოგინია
პორტუგალიისა და ალგარვის დე-ფაქტო დედოფალი
დაიბადა 18 იანვარი, 1540
გარდაიცვალა 15 ნოემბერი, 1614, (74 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) ჟუან I, ბრაგანსის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი 10 შვილი
მამა დუარტე პორტუგალიელი
დედა იზაბელ დე ბრაგანსა
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კატარინა დაიბადა 1540 წლის 18 იანვარს. იგი იყო ხიმენესის ჰერცოგ დუარტესა და მისი ცოლის, იზაბელ დე ბრაგანსას მეორე ასული. მამის მხრიდან იგი პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის შვილიშვილი იყო. მისი და, მარია ცოლად პარმის პრინცს გაჰყვა და ჯერ კიდევ 1577 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი უმცროსი ძმა ნაადრევად და უშვილოდ დაიღუპა, ამიტომაც ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე კატარინა გახდა.

კატარინა ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილ ჟუან I-ს, ბრაგანსას ჰერცოგს, რომელიც პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის შთამომავალი იყო. 1580 წელს, ენრიკე I-ის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა ავისის დინასტიაც და პორტუგალიაში დაიწყო მემკვიდრის კრიზისი. ცხადია კატარინამ ტახტზე განაცხადა პრეტენზია, თუმცა მას მისი ბიძაშვილები: ესპანეთის მეფე ფილიპე II (ისაბელ პორტუგალიელის ვაჟი) და სავოიის ჰერცოგი ემანუელე ფილიბერტო (ბეატრიზ პორტუგალიელის ვაჟი) დაუპირისპირდნენ. 1580 წელს ფილიპე II პორტუგალიის ტახტზე ავიდა და იგი ესპანეთთან გააერთიანა, რითაც შეიქმნა იბერიის უნია.

ფილიპეს გამეფებიდან სიცოცხლის ბოლომდე, კატარინა პრეტენზიას აცხადებდა და ასარჩელებდა პორტუგალიის ტახტს, თუმცა ამაოდ. იგი 1614 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. მისმა შვილიშვილმა ჟუან IV-მ მოახერხა 1640 წელს პორტუგალიის ტახტიდან ფილიპე IV-ის ჩამოგდება, ესპანელების გაძევება, პორტუგალიის განთავისუფლება და ბრაგანსების დინასტიის გამეფება.

  1. მარია (1565-?);
  2. სარაფინა (1566-1604), ცოლად გაჰყვა ესკალონას ჰერცოგ ხუან ფერნანდეს პაჩეკოს;
  3. თეოდუშიუ II (1568-1630), ბრაგანსის ჰერცოგი, პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის მამა.
  4. დუარტე (?-?), ფრეჩილას მარკიზი;
  5. ალექსანდრე (?-?), ევორას ეპისკოპოსი;
  6. ჩერუბინა (1572-1580);
  7. ანჟელიკა (1573-1576);
  8. იზაბელა (1578-1582);
  9. ფილიპე (1581-1608);

ლიტერატურა

რედაქტირება
  • «Catarina (D.).». Portugal - Dicionário Histórico, Corográfico, Heráldico, Biográfico, Bibliográfico, Numismático e Artístico (en portugués) II. pp. 947-948. Consultado el 23 de octubre de 2011.
  • "Nobreza de Portugal e Brasil" - Vol. II, pages 29 and 30. Published by Zairol Lda., Lisbon 1989